ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ლაციოს" ინტერესზე დამიმალეს" - არაორდინარული ქართველი ფორვარდი, რომელიც ნაკრებში ავტომანქანით ჩამოვიდა...

"ლაციოს" ინტერესზე დამიმალეს" - არაორდინარული ქართველი ფორვარდი, რომელიც ნაკრებში ავტომანქანით ჩამოვიდა...

ზაზა ჯანაშია ნიჭიერი და არაორდინარული ფორვარდი იყო, გამორჩეული მანერით. მოსკოვის "ლოკომოტივში" წარმატებულმა მოთამაშემ ეროვნულ ნაკრებში თითზე ჩამოსათვლელი შეხვედრები გამართა, რასაც თავის დროზე ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ჯანაშია 1999 წელს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა...

იოჰან ბოსკამპის ფრთიანი ფრაზაც მენტალიტეტის შესახებ სწორედ ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს უკავშირდება...

- ხშირად საუბრობენ თქვენ თაობაზე - ის, რომ მეტი შეგეძლოთ, თუმცა სულ რაღაც გვაკლდებოდა. მაშინდელი და დღევანდელი სიტუაცია ერთგვარად რომ შევადაროთ...

- დღეს საქართველოს ნაკრებში ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, თუმცა ჩვენი დროის გუნდში გიორგი ქინქლაძე იყო - ამით ძალიან ბევრი რამაა ნათქვამი! ქინქლაძეს ვარჯიშიც არ სჭირდებოდა, ის ასეთი ბუნებრივად იყო. ამბობენ, რომ ვერ ითამაშა მაღალ დონეზე, ამას არ ვეთანხმები! მაგ პერიოდში არ იყო ამდენი გაშუქება, თორემ გიორგი ძალიან დიდ გუნდებსა და ჩემპიონატებში გამოდიოდა... ერთი განსხვავება, რაც მაშინდელ და დღევანდელ გუნდს შორისაა, ისაა, რომ იმ პერიოდში "სიტის", "აიაქსის", "შალკეს", "აინტრახტის" ფეხბურთელები გვყავდნენ. სამწუხაროდ, დღეს ამ დონის ბევრი ლეგიონერით ვერ დავიკვეხნით... კიდევ, უამრავი პრობლემა, ტერიტორიების დაკარგვა გადავიტანეთ და ამანაც შეამცირა კონტინგენტი...

- მოსკოვის "ლოკომოტივში", თქვენ გარდა, არაერთი წარმატებული ფეხბურთელი იყო. მალხაზ ასათიანმა ნაადრევად დაასრულა კარიერა. ამბობდნენ, რომ მას შემდეგ, რაც სიომინმა მას ამპლუა შეუცვალა, ჩვენ ძალიან კარგი შემტევი მოთამაშე დავკარგეთ. "ლოკომოტივში"იყვნენ მიხეილ აშვეთია, საბა კვირკველია...

- მალხაზმა მძიმე ტრავმა მიიღო და ამის გამო ვეღარ განაგრძო კარიერა. ის შეუდარებელი ფეხბურთელი იყო. რაც შეეხება ამპლუის შეცვლას - სიომინმა მასში დაინახა ალექსანდრე ჩივაძის სტილის მცველი, რომელსაც დაცვიდან შეტევაში ბურთი ძალიან კარგად ამოჰქონდა. ვფიქრობ, შესაბამისი ამპლუაც მოუძებნეს... "ლოკომოტივში" თქვენ მიერ ჩამოთვლილ სხვა ქართველებსაც წარმატებული პერიოდი ჰქონდათ...

- ცალკე საუბრის ღირსია იური სიომინი, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ქართველ ფეხბურთელებთან ურთიერთობა ძალიან მოსწონს...

- კი, მას ნამდვილად უყვარს ქართველები. სიომინს მშვენივრად ეხერხება გუნდის მართვა, გამოსდის ფეხბურთელებთან პირადი ურთიერთობის დამყარება, მათში საუკეთესო თვისებების აღმოჩენა.

- თქვენ გოლი ძალიან ძლიერ რომის "ლაციოს" გაუტანეთ და იყო შემოთავაზება, რომელიც დაგიმალეს, მათ შორის, სიომინმაც...

- ის "ლაციო" საუკეთესო გუნდი იყო, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია - მანჩინი, ნედვედი, ნესტა, მიხაილოვიჩი... დამიმალეს "ლაციოს" ინტერესზე და გვიან შევიტყვე. რა თქმა უნდა მაშინ ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ახლა როცა გუნდის ფუნქციონერი ვარ, კარგად ვხვდები - ყველა პრეზიდენტი თუ მწვრთნელი ცდილობს, შეინარჩუნოს ძლიერი ფეხბურთელი და ამაში დასაძრახი არაფერია!

- რაც შეეხება თქვენს სანაკრებო ამბებს, არაერთი ამბავი ვრცელდებოდა - რას იტყვით იოჰან ბოსკამპსა და შეკრებაზე პირადი ავტომანქანით ჩამოსვლაზე?

- კი, ჩამოვედი ავტომანქანით, მაგრამ ბოსკამპს ამით რაში შეეშალა ხელი?! დროულად არ გამოვცხადდი თუ რაიმე დავაკელი?! ჩემთან კიდევ ერთი შენიშვნა ჰქონდათ, შეკრებაზე ბევრს ლაპარაკობსო. ნაკრებია, გუნდი ხომ არაა?! იშვიათად ნახულობ მონატრებულ მეგობრებს და ჩუმად რატომ უნდა იყო?!

- რატომ მოხდა ისე, რომ ეროვნულ გუნდში მხოლოდ ცხრა თამაში (ოთხი გოლი) გაქვთ?!

- მიზეზი, შესაძლოა, სხვადასხვა იყოს. რა შეხვედრებიც გავმართე, თითქმის ყველა ალექსანდრე ჩივაძის მწვრთნელობისას, მაგრამ პრინციპულად არ მიწვევდნენ ნაკრებში. როცა გამომიძახეს, მაშინაც უმეტესად იმის გამო, ხალხისთვის დაენახებინათ, რომ არ ვიჩაგრებოდი. გულშემატკივრები ითხოვდნენ, მეთამაშა... წარმოიდგინეთ, რუსეთში საუკეთესოდ მასახელებენ, ჩამოდის მეტოქე, ამ ქვეყნის ნაკრები, რომლის მწვრთნელიც იური სიომინია, გარდა ამისა, ჩემი შვიდი თანაგუნდელია მეტოქის გუნდში და მე ძირითად შემადგენლობაში არ მაყენებს. შემდეგ ისე მოხდა, ქეცბაიამ მაღალი ტემპერატურის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა, ძირითადში მოვხვდი და გოლიც გავიტანე.

- როცა ნაკრებში ვერ ხვდებოდით, არველაძეებთან თქვენს გარკვეულ დაპირისპირებაზე საუბრობდნენ, ასევე, ჭარბ წონაზე და ა.შ.

- არანაირი დაპირისპირება არ მქონია, ეს ხმები ვიღაცებს სჭირდებოდა. რაც შეეხება წონას, თავს მხნედ და ენერგიულად ვგრძნობდი. წავედი კორეაში, სპეციალური კურსები ჩავიტარე და ცხრა კილო დავიკელი. როცა გუნდში დავბრუნდი, მალე სიომინმაც მითხრა, რომ ძველებურად ენერგიული აღარ ვიყავი და აღარ მეცადა დიეტა.

- თანამედროვე ფეხბურთი შეიცვალა, თითქოს უფრო პრაგმატული და ნაკლებად შემოქმედებითი გახდა...

- მაგაზე ხშირად ვფიქრობ. მაგალითად, რატომ აღარ არიან იტალიაში იმ დონის მცველები?! მარტო ისინი?! სადაა ინძაგი, დელ პიერო, ბატისტუტა... ზოგადად, ხშირად გამიგია ჩვენი მწვრთნელებისგანაც, რომ პასით ითამაშე, არ მოატყუო. მგონია, რომ პატარა ასაკში ეს დამღუპველია! ბავშვს ყოველთვის ასწავლი პასს, მაგრამ მას გადააჩვევ დრიბლინგს. რატომ გვიყვარს მესი? მას შეუძლია ყველა და ყველაფერი მოატყუოს.

• ჟორა

კუჭის მონა ფეხბურთელს ლაციოში რა გინდოდა?

• დავითი

ზაზა ჯანაშია,სასო პავლიაშვილი და სხვა მრავალნი,რომლებიც მტრის კარზე მოღვაწეობენ,ცხოვრობენ და იკვებებიან არიან ქართული ფესვების მქონე რუსები,მათი ინტერესების გამტარებლები.ისინი შემოუძღვნენ წითელ არმიას საქართველოში და ქართველი გმირების სისხლის გუბეები დააყენეს ჩვენ სამშობლოში.

• სოსო

მესი,გენიალურ დრიბლინგთან ერთად,გენიალური პასების გამოც გვიყვარს.ზაზას შეეძლო,საქართველოს ნაკრების ისტორიაში,საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო,მაგრამ თავისი მენტალიტეტის გამო,რესურსის მეათედიც ვერ გამოიყენა.ალბათ ამას გულისხმობდა ბოსკამპიც,მის მენტალიტეტზე რომ ლაპარაკობდა.ლოკომოტივმა,ლაციოს ონტერესზე არ შემატყობინაო!აგენტიც კი არ ჰყავდა,ისე გამოდის.კი,მაშინ სხვა დრო იყო და ეს ყველაფერი ჩვენთვის უცხო ხილი იყო,მაგრამ ესეც არაპროფესიონალიზმის ერთი მაგალითია,რის გამოც ბევრი მაშინდელი,კარგი ფეხბურთელი დაზარალდა.დღევანდელი ახალგაზრდობა,გაცილებით უკეთესადაა შეეგუებული,დასავლურ მოთხოვნებს და მათთვის გაცილებით იოლია,ევროპისკენ გზის გაკვლევა.მთავარია ტალანტი და შრომის უნარი აღმოაჩნდეთ,საკმარისი. ზაზა ჯანაშიამ,პირველ რიგში საკუთარ თავს ავნო,მაგრამ ახლა საფეხბურთო კლუბს ხელმძღვანელობს და წარმატებას ვუსურვებ,ამ საქმიანობაში.მას დიდი გამოცდილება აქვს,კარგიც და ცუდიც.ჭკვიანი კაცი,ორივეს გამოიყენებს,საქმის სასიკეთოდ.მთავარია,ჭკუა ეყოს.სწორედ ამას ვუსურვებ,ზაზა ჯანაშიას!

• კაი ერთი

აუფ , რა ბედნიერებაა ))) ჯერ მოსკოვის ლოკომოტივი რაა და მერე მისი ფანები! მაგათ თუ უყვარდათ, რაღა გვიჭირს აწი, ისტორიაში შევსულვართ როგორც საფეხბურთო ქვეყანა!

• 55555

ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო ზაზა, გოლის ალღო ქონდა მაღალ დონეზე განვითარებული. ამასთანავე იყო უდისციპლინო, რამაც უარყოფითად იმოქმედა კიდეც მის კარიერაზე.

• არანაირად.

უკეთესი არა ტოროლა. ჯანაშიას ნიჭი ქონდა, შეიძლება მეტიც კი ( თუმცა ეგეც სადავოა) კლასით კი არველაძე აღემატებოდა და მაგრადაც. ეს გასაგებიცაა - მოსკოვის ლოკომოტივში და მსგავს ჭ გუნდებში რა კლასი უნდა აკრიფო. არ დამიწყოთ ახლა ლაციოს მაგრად ეთამაშა ლოკომოტივიო - ერთხელ ნ..იც აყვავდებაო, როგორც იტყვიან. შეადარეთ ერთი სად ხვეწდა კლასს არველაძე. კაი რა , ჯანაშიას ფეხბურთელობა არ გაიშვა, ნული პროფესიონალიზმი, ნული ინტელექტი.

• ირაკლი გეთანხმები. ქეთი.

არც ქართველი ქალები არიან მოსაწონები, რომლებსაც სოლიკონებით, ისეა აქვთ ტუჩები დაბერილი, რო ვეღარც ლაპარაკობენ წესიერად.

• შვედუნა

კიდევ ერთხელ: ჯანაშია იყო არველაძეზე უკეთესი თავდამსხმელი.

• ირაკლი

ამ ქართველ ქალებს რომ ვიყურებ, ინსტაგრამის ფილტრებზე რომ აქვთ ერთნაირი სახეები გაკეთებული პლასტიკურებში არ შემიძლია რა)))

• არტ

ჯანაშია და ქინქლაძე... ორი მაგალითი იმისა როგორი ა რ უ ნ დ ა ი ყ ო ს ფეხბურთლი და ზოგადად სპორტსმენი. ღმერთმა ორივეს დიდი ნიჭი მისცა, ამათ კი ეს საჩუქარი არ შეირგეს და წყალში გადააგდეს.თავისი მხრიდან რაც იყო დასამატებელი ღვთის საჩუქარზე არაფერი დაამატეს. ჯანაშიამ ნეტა რა უნდა ასწავლოს ახალგაზრდა ფეხბურთელებს- ის რომ თვითონ მოსკოვიდან თბილისში მანქანით ჩამოდიოდა შეკრებაზე და მერე რა? თუ ის რომ ქნქლაძეს ვარჯიში არ ჭირდებოდა , ისედაც მაგარი იყოო?ხოდა ვარჯიში რომ "არ ჭირდებოდა" იმიტომ ვერ გასცდა მაშინ მაჩანჩალა სიტის ამხელა ნიჭის პატრონი ქინქლაძე და ბოლოს იქედანაც გაუშვეს და რუბინში დაასრულა ნაადრევად.

• სახელი

აუფ! კიდე კაი ეს იტალიამ არ გაიცნო, თორე კვარა და კალაძე კი არა, ვერცერთი ვერ ჩავსუნავდით იტალიაში შემდეგი 50 წელი! :D

• კიეზა

ტიპიური აზროვნება რუსეთში ჩამოყალიბებული ფეხბურთელის..მაგისაგან .გვარდიოლა.კლოპი ან ანჩელოტი..არანაკლებ.შევჩენკოზე..აგეროსა და ბენზემაზე დონოს ფეხბურთელს გამოაწრთობდნენ..ეს კიდე ისე საუბრობს..არბატზე კაფეში მაგარ ნაშასთან რომ მიდიხარ..კარგი ფეხბურთელების დიდ კონკირნციაშიც მოხვდა..ცოტა დაიჩაგრა კიდეც..სტილით მე ყველა ფორვარდს მირჩევნია..დანარჩენების პატივისცემის მიუხედავად..ვუსურვვოტ წარმატებები და მადლობა რაც გააკეთა ნაკრებში.

• ქეთი

ხოდა ეგ ჭამა-ყლაპვაა, რო გადევთ ღიპები.

• აგვიტანეთ.

ქეთუშ! რა ვქნათ, ჭამა-ყლაპვის ხალხი ვართ ქართველები.

• ქეთი.

ამ ქართველ კაცებს, რო ვუყურებ 90%-ი პროცენტი, "9-თვიანი მუცლით" დაძუნძულობენ. ნაკლები ხეთქეთ და ნაკლები ჩაისხით მუცელში.

• q

უუუმაგრესი ფორვარდი იყო, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო, თუ საუკეთესო არა საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ასეთები ცუდად მოქმედებენ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, ყველამ რომ მანქანით იაროს შეკრებებზე, რა გამოვა?! როგორიც იყო, ისეთივე დარჩენილა-ქენჩი.

• gogi

კაცი დღესაც ამბობს რა მოხდა, რომ თამაშის წინ ამხელა გზაზე მანქანით წამოვედიო. ამიტომაც არაა გასაკვირი რომ მართლა მაგარი მონაცემების და "ჟილკის" ფონზე უფრო დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა. არველეძეს რაც შეეხება ყველაფერს შრომით, დისციპლინით მიაღწია,არ დახარბებულა რაღაცეებს და ქუჩებში მანქანებით არ უგონკავია. როცა ვიღაცას "სოფლელს" ეძახდნენ ეგ იგულისხმებოდა სწორედაც - თავში არ უნდა აგივარდეს კაცს ორი კაპიკი

• alexandre

რა დამავიწყებს რუმინეთთან მატჩის წინა 1 საათს. იაშვილი და არველაძეები კოსტუმების რეკლამას აკეთებდნენ სარბენ ბილიკზე... ამ დროს მართლაც გვქონდა შანსი გვებრძოლა ჯგუფიდან გასასვლელად, მაგრამ ასეთი მიდგომით რისთვის უნდა მიგვეღწია?

• Givi

რა სისულელეებს წერს ზოგიერთი, არველაძე აიაქსში თამაშობდა და გოლი გოლზე გაჰქონდა, იგივეს აკეთებდა ნაკრებშიც და ამ დროს ჯანაშიას ლოკომოტივიდან ვინ დააყენებდა ძირითადში? და ორივეს ერთად არ აყენებდნენ იმიტომ რომ მეორე თავდამსხმელად ქეცბაია იყო ნიუკასლიდან... ჯანაშიას გარდა კიდევ სკამზე იყვნენ ისეთი ფორვარდები აჩიკო არველაძე კიოლნიდან,იაშვილი ფრაიბურგიდან, დემეტრაძე სოსიედადიდან, აშვეთია რუსეთიდან... ანუ სიმართლე არის ის რომ უდიდესი კონკურენცია იყო იმ პერიოდში და ჯანაშიას არ გაუმართლა მაგ მხრივ.

• zurabi

რუმინეთთან თამაშზე მთელი სტადიონი ჯანოს ყვიროდა მაში ყიფიანი და ძოძუაშვლი იყო და უკვე წაგებულ თამაში შემოიყვანა ჯანო რომელიც უკვე გატეხილი იყო .

• სამტრედია

ჯანო იყო იყო თვით ნაბადი ოქრო მარა დისციპლინამ თავის ქნა ნუ რაც არი არი რაც არველაძეებთან დაპირისპირებას შეეხება თვითფრინავში სლოვენიასთან გასვლით მატჩზე დააყარეს ერტმანეთს იმ თამაშსი კი ჯანომ ულამაზესი გოლი გაიტანა თბილისში კი რუმინეთთან მატჩზე მთელი სტაიონი ჯანოს სკანდირებდა და ძლივს გამოიყვანეს მაშინ ძოძუაშვილი და ყიფიანი იყო ტრენერები

• las

ჯანასია იყო საოცრად ძლიერი თავდამსხმელი. დაპირისპირება იყო რათქმაუნდა არველეძეებთან , მაგრამ ეს ბუნებრივია, ყველა მოთამაშე ცდილობს თავის კონკურენტს აჯობოს. იყო 2 ჯგუფი თავდასმაში - არველაძეებთან დაკავსირებული და რუსეთის ჩემპიონატის მოთამაშეები. ნაკრების ბირთვის იმ დროს იყვენენ ყოფილი დინამოელები. და მათ მიყავდათ ასე ვთქვათ პარადი. და მათ შორის რომ იყო დაპირისპირება ეს თავად მოთამაშეების ბრალი კი არ იყო არამედ მწვრთნელის, რომელსაც პირველ რიგში ევალება დაპირისპირების გადაზრდა ჯანსაღ კონკურენციაში, რაც თავის დროზე თავი ვერ გაართვეს ყიფიანის და ძოძუაშვილის ტანდემმა. მახოსვს ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და ძირითადში დააყენეს ჯანაშია აშვეთიას დუეტი, და მაშინდელმა მწვრთნელმა გაოცება ვერ დამალა თუ როგორი შეთამაშებული იყვნენ და რა მარAლი დონის თამაში აჩვენს, მაგრამ რად გინდა შემდეგ ისევ არველაძე დააყენა ძირითადში. მაგალითად ძოძუაშვილმა გააკეთა განაცხადი, რომ ჯანაშია არის მაღალი დონის თავდამსხმელი მაგრამ მე მაინც არველაძე მირჩევნიაო. აი ასეთ უპასუხისმგებლო განცახდებას რომ გააკეთებს ნაკრების მწვრთნელი, ფაქტიურად დააკნინებს თავისი გუნდის მოთამაშეს რაღაზეა საუბარი. ასეთი გამოთქმის შემდეგ ნებისმიერი გუნდი გაათავისუფლებდა ასეთ მწვრთნელს. ეხლა წარმოგიდგენიათ რომ პოჩეტინომ გააკეთოს განაცხადი ნეიმარი დაბალი კლასის მოთამაშეა მბაპესთან და მესისთან სედარებითო, ხო ეგრევე პანჭურის კვრით გააგდებენ გუნდიდან :) აი ეს იყო მიზეზი რომ იმ თაობამ ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია.

ეგ იყო ალბანეთთან თბილისში გუცაევის მწვრთნელობის დროს. 5 წუთში ძალით მიიღო 2 ყვითელი და თავი გააგდებინა მსაჯს. მაგას ნორმალური ფეხბურთელი გააკეთებს?

• მერაბ გ. ნუ მბლოკავთ!

ჯანაშია ტყუის! ის იყო უდისციპლინობის განსახიერება! ხან ა/მანქანით მოვდივარო და 4 დღის დაგვიანებით მოვიდოდა, ხან ტრამვას იმიზეზებდა, ხან 10 კგ-ით მომატებული ღიპით ჩამოდიოდა ...

• გენა

100%

• დავით 67

უძლიერესი თავდამსხმელი იყო ზაზა!ვინ იცის რა წარმატებებს მიაღწევდა, რომ არ დაემალათ მისადმი დაინტერესება ლაციოდან. დარწმუნებული ვარ იტალიურ გრანდში ვერ დაარღვევდა წესრიგს. იქ სხვა სიტუაციაში იქნებოდა. რა თქმა უნდა არველაძეებს ასი თავით სჯობდა!

• ვახო

შეიძლება იყო ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ძლიერი ფეხბურთელი მარა ის მცირედი აღნიშვნა, რომ ამდენი წლის მერეც ამართლებს იმას რომ მანქანით ჩამვიდა ნაკრების შეკრებაზე ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში იქ უკვე დამთავრებულია ყველაფერი...აქ ჩანს მისი დისციპლინა და ზოგადად აზროვნების დონე !!!

• ირაკლი

“ქინქლაძას ვარჯიშიც არ სჭირდებოდა” - ამ მიდგომით რომ იყავით, იმიტომ… თორემ ზაზა ჯანაშიასაც რომ ევარჯიშა, ისიც ძალიან მაგარი იყო… შენც მაგრად გგულშემატკივრობდი ჩემო ზაზა

• გეგი

ეეჰ ამის მაკრატელა როგორ მახსოვს ლაციოს კარში.

• mirosan

კიიი...ეგრე იყო.... ნაკრებში, აღარ მახსოვს ვის ვეთამაშებოდით, სტადიონზე ვიყავი, შეცვლაზე სანამ მთელი სტადიონი არ აყვირდა ჯანაშია, ჯანაშიაო არ გამოიყვანეს და მერეც პაას არ აძლევდნენ...

• მარგალი

ძალიან უყვართ ზაზა ლოკომოტივის ფანებს, ქარიზმატული მოთამაშე იყო.

• სოსო

ზაზა ჯანაშია კაშკაშა ტალანტი იყო,ცარიელი ტვინით.ტალანტის ხარჯზე გაიბრწყინა და უეფას თასზე საუკეთესო ბომბარდირიც გახდა,მაგრამ უტვინობის,უდისციპლინობის გამო,ძალიან სწრაფად ჩაიძირა და დაკარგა ფორმა.მისი ფიზიკური მონაცემების პატრონს,ძალიან დიდხანს შეეძლო ვარსკვლავურ დონეზე ეთამაშა.ინტერვიუში არც თვითონ დაუმალავს,რომ ლოკომოტივის შემდეგ,მაგრად სვამდა და გრიალებდა.სამწუხაროა მისი ისტორია და იმედი მაქვს,თავის შეგირდებს თავის შეცდომების არ გამეორებაშიც დაარწმუნებს.ზაზას დიდ წარმატებებს ვუსურვებ და იმედია, სამეგრელოში ფეხბურთის აღორძინებას დაეხმარება.მის ხელში,ნამდვილად თვითმყოფადი ფეხბურთელები გიზრდებიან.ტალანტები კი,სამეგრელოს არასოდეს აკლდა.

• Gia

ალბათ 10 წელია ტეხავს უკვე სოფლელი დაუძახო ვინმეს, შეიცვალა ეგ ტრენდი

• დიდუბელი

• ypourcel@free.fr

რა როგორ იყო ჯანაშიას შესახებნ ვერაფერს ვიტყვი, არაფერი ვიცი, მაგრამ რაც თბილისის "დინამოზე" დასწერეთ, სრულიად გეთანხმებით. ყველას ძალიან გვიყვარს "დინამო", მაგრამ ამ გუნდმა უდიდესი ზიანი მოუტანა ქართულ ფეხბურთს და ასევე ყველა იმ გუნდებს, ვინც კი საჩემპიონო მარათონში ჩაერთო. ქართული ფეხბურთის "კეთილმოსურნეებმა" ყელი გამოღადრეს ფეხბურთს საქართველოში, აღარ არიან სამტრედია, ზესტაფონი, ფაქტიურად გაანადგურეს და დაშალეს "ტორპედო", "გურია", რომელიც სსრკ-ს ჩემპიონატში მონაწილეობდა, პირველ მეორე თუ მესამე ლიგაშია, აფხაზეთის გუნდებს ადგილი არა აქვთ უმაღლეს ლიგაში, სამეგრელოს და გურიის გუნდებმა მრავალი შესანიშნავი და სახელგანთქმული ფეხბურთელები მისცეს საქართველოს, კერძოდ "დინამოს", ახლა კი ფაქტიურად თბილისის ჩემპიონატით და მოღოღიალე "ფეხბურთელების" "თამაშებით" ტკბებიან, შემდეგ ერთ დროს ეს სახელგანთქმული და ყველასთვის საყვარელი "დინამო" მეთევზეებთან და ფოსტალიონებთან, მეხანძრეებთან და ოფიციანტებთან აგებენ დიდი ანგარიშებით და ...შემდეგ თავგადაკლულები განადგურებული საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვიან, რათა ისევ თავი "გამოიჩინონ" ევროპის სტადიონებზე......ზაზა

• ბაჩი

მე ვიცი რომ სოფლელს ეძახდნენ ზაზას,ზოგადად ტრენდულია დღემდე ამ სიტყვით არათბილისელების კნინება

• Levani

ახლა რაღაცას დავწერ და ბევრი დამცინებს-მარტო ვისაც "სამტრედიას" თამაშები ახსოვს ჩემპიონობა რო წაართვეს იმ გუნდის ის დამეთანხმება. ჯანაშია მაშინ 18 წლის იყო და სამტრედიაში თამაშობდა-იყო ძალიან ძლიერი,სუპერ მოთამაშე ხალხი მაგის საყურებლად დადიოდა სტადიონზე და თამაშის მერე საათობით ლაპარაკობდნენ მასზე. მისნაერი არავინ იყო მაშინ საქართველოში-მსოფლიო დონის ვარსკვლავი უნდა გამხდარიყო. ამის პარალელურად იყო უდისციპლინოც-დააქრებდა მთელი სიჩქარით მანქანას და არასპორტულ აქტივობებშიც იღებდა მონაწილეობას(ყველაფერს არ დავწერ) ამ დროს მოხდა ინციდენტი ერთ-ერთი თამაშის დროს ჯანაშიას ხელი წაუცდა, არბიტრს გლიჯა და 1 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცა სფფმ(სფფ მაშინ დინამოს მასტავდა-დღეს რო ლეგენდებს ყვებიან ახალკაცზე მაშინ მთელი სამტრედია აგინებდა) საქმე იმაშია რო მაშინ მსაჯს ყველა უტყაპუნებდა,მსაჯის ცემა მაშინ ისეთივე მოვლენა იყო როგორც დღეს მსაჯთან კამათია-მიეცათ 4-5 თამაშიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა ხო შეიძლებოდა(რა თქმა უნდა დისკვალიფიკაცია სწორად მისცეს,მაგრამ საბოლოოდ ქართული ფეხბურთი დაზარალდა-ამიტომ ვამბობ "ხო შეიძლებოდა") ერთი წლის მერე ჯანაშია დაბრუნდა-საკუთარი თავის აჩრდილი,სხვების დონეზეც ვერ თამაშობდა და არც არავის დასწყვეტია გული როცა მოსკოვის გუნდმა წაიყვანა(იმათ ადრე ჰყავდათ ნანახი სანამ ფორმაში იყო) ანუ სუპერფეხბურთელი გახდა-ჩვეულებრივი ფეხბურთელი. მერე მოსკოვშიც რაც ითამაშა-კლასის ხარჯზე. ჩვენ მისგან ბევრად მეტს ველოდით-რო არა 18 წლის ბიჭის ერთი წლით გაჩერება და გაფუჭება ბრილიანტი ჰყავდა ქართულ ფეხბურთს და ევროპაზეც ვითამაშებდით და მსოფლიოზეც ისეთი მოთამაშე იზრდებოდა-რა არველაძეები და ყიზილაშვილი?ახლოსაც ვერ მივიდოდნენ ჯანაშიასთან. მერე ფედერაციის ასეთი დინამოსადმი მიკერძოებით იმედგაცრუებულმა ადგილობრივმა ბიზნესმენმა 2-3 წელი როცა ნახა ფედერაციას მარტო დინამოს ჩემპიონობა უნდოდა-დაშალა გუნდი და თავის გზას გაუდგა(პარლამენტში შეძვრა) ასე დამთავრდა მაშინ ერთი მაგარი ქართული გუნდის ისტორია.

• წითელიმწვანე

ეხლაც კი არ აღიარებს შეცდომება ამდენი წლის მერე, ისევ მართალი გონია თავი, არადა იდეალური ფორვარდი იქნებოდა

• ჟორა გაბრიჭიძე

ყველა დროის ჩვენს ფეხბურთელთა აბსოლუტურ უმრავლესობას სჭირდა და სჭირს ეს ავადმყოფობა, ანუ ერთდროულად არიან ფეხბურთში და მეგობარ-ამხანაგთა წრეში, ანუ რომ იტყვიან არაფერს რომ არ იკლებენ. ამიტომ ფეხბურთელს ბავშვობიდან უნდა ასწავლო, რომ ფეხბურთელის კარიერა საშუალოდ 30 წლამდე გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი ფეხბურთს უნდა მისცე და ემსახურო. თუ ასე მოიქცევი ამის შემდეგ ცხოვრებას ფეხბურთი გაგილამაზებს და მოგემსახურება. ვერ გამიგია ფეხბურთელების, თითქოს მაგარი ფეხბურთელები არიან, კარგი ხელფასები აქვთ, დაამთავრებენ კარიერას და 1-2 წელიწადში პურის ფული აღარ აქვთ. საკითხავია, სად აქვს კარგ ფეხბურთელს იმის დრო, რომ კარგი ხელფასი დახარჯოს? გამოდის რომ კარიერის დროს "არაფერს იკლებდა".

• ბექა

ნიჭიერი ფეხბურთელი იყო მაგრამ უდისციპლინო, მკაცრ მწვრთნელთან რო ყოფილიყო დიდ ფეხბურთს ითამაშებდა, რაც შეეხება ამ კომენტარს ,, კი, ჩამოვედი ავტომანქანით, მაგრამ ბოსკამპს ამით რაში შეეშალა ხელი?! დროულად არ გამოვცხადდი თუ რაიმე დავაკელი?!,, ამაზე რა უნდა თქვა, მოსკოვიდან მანქანით გასავათებული რო ჩამოხვალ იმ დატვირთვით ითამაშებ როგორც საჭიროა? ან სხვა ფებურთელებიც რო მანქანით ჩამოსულიყვნენ(ვინც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე თამაშობდნენ) რომელი ითამაშებდა სრული დატვირთვით? ასეთმა მიდგომამ შეაფერხა ეს კაცი სამწუხაროდ. წარმატებებს ვუსურვებ...

• sake

მართლაც ძალიან მაგარი თაობა იყო და ალბათ მეტი პროფესიონალიზმი იყო საჭირო,მეტი დისციპლინა,ეს მარტო ჯანაშიას არ ეხება,მართალია ირაკლი,ხორვატების სულისკვეთება,საკუთარი ქვეყნის სიყვარული, (ომით განადგურებული ქვეყნის ნაკრებმა რაც შეძლო ყველამ ვნახეთ)მაგრამ ეს უკვე ისტორიაა და ეხლა მაინც ვისწავლოთ სწორი გზით სიარული,და არა მარტო ფეხბურთში.

• ქართველი

ჯანაშია იმ პერიოდში მართლაც ტალანტი თავდასხმელი იყო. თანაც კარგი ფიზიკური შესაძლებლობებით.

• გიორგი

დაუჯინიათ ერთიდაიგივე, ქუჩაში არ თამაშობენო. წინა ზაფხულს თბილისში ცარიელ სტადიონს ვეძებდით და ძლივს ვპოულობდით, გადავსებული იყო მოთამაშეებით. გაიარეთ და ნახეთ, ჰაერზე რომ საუბროთ.

• ნოე

სხვას ნურაფერს დააბრალებ, ეს შენ იყავი ხუშტურიანი! "ჩამოვა თუ არ ჩამოვა?" "თვითმფრინავით მოდის თუ მანქანით"...

ეს იყო საშინლად არასპორტული და უდისციპლინო ფეხბურთელი. ეხლა რაც არ უნდა ილაპარაკოს, შოთა არველაძეზე უკეთესი არ იყო არასოდეს, რაზეც მისი მიღწევებიც მეტყველებს.კაცი მოსკოვის ლოკომოტივის დონეს ვერ გასცდა, არველაძე სადაც იყო, ყველგან შედეგი ჰქონდა. ნაკრების თამაშზე ალბანეთთან სულ 5 წუთის შემოსულმა თავი ძალით გააგდებინა მსაჯს, ამის შემდეგ ჩემთვის მაგარი ფეხბუთელი აღარ ყოფილა.მოსკოვიდან მანქანით წამოსვლაზე აღარაფერს ვამბობ

• hhh

პრობლემა ისაა, რომ ვერც კი ხვდება რა დააშავა იმით რომ მოსკოვიდან მანქანით ჩამოვიდა შეკრებაზე.

• ირაკლი

ვფიქრობ გადამეტებული შეფასება არ გამომივა და ვიტყვი რომ, მართლაც ძალიან მაგარი თაობა იყო. თუნდაც ხორვატების დონის მიდგომა რომ ჰქონოდათ საქმისადმი, აღარ ვამბობ გერმანულ-შვეიცარიულს და ზოგადად ევროპულს, ახლა სხვა რეალობა გვექნებოდა ფეხბურთში. ჩემი ღრმა პატივისცემა ზაზასაც, შოთასაც, გიოსაც და ყველას მათ, მაგრამ აშკარად დააკელით ბიჭებო რაღაც... წარმეტებები

• ვანჩოპე

ამაზე წერაც არ ღირს. არველაძეებს არ ევასებოდათ მათზე ძლიერი მოთამაშე. პასს არ აძლევდნენ.

• მგელი

ჯანაშია ჩემი აზრით იმ პერიოდში ძალიან ძლიერი თავდამსხმელი იყო, შოთა არველაძესაც სჯობდა, უბრალოდ არ ათამაშებდნენ და რატომ არ ვიცი

• თენგო

"არაორდინა-ლური" კი არა, "არაორდინა-რული".

• tngh

ჩივაძეს ნუ აბრალებთ საკუთარ ურეჟიმობას... ისიც გვახსოვს, ნაკრების შეკრებაზე დაგვიანებით, რომ ჩამოხვედი... და თანაც მოსკოვიდან ავტომობილით. კარგია, რომ დღეს ზაზა დაუბრუნდა ფეხბურთს და იმედია, ახალგაზრდულ შეცდომებს აღარ გაიმეორებს... წარმატებებს ვუსურვებ!!!

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"ვოცნებობ, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრები 2025 წლიდან საერთაშორისო არენაზე დაბრუნდეს" - ზაზა ჯანაშია

"ლივერპული?" ხვიჩასთვის ძლიერი მეტოქე არ არსებობს" - ზაზა ჯანაშიამ "კვარაზე" ისაუბრა

ზაზა ჯანაშია: ესპანეთი მთლად ისე ძლიერი არაა - ჩვენ ცხელი სისხლი გვაქვს

"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე

"უკეთესი იქნებოდა, "ზენიტს" ქართველი ფეხბურთელი ეყიდა და შემდეგ ის ამ ფასად გაეყიდა" - ჯანაშიამ რუსულ კლუბს ტრანსფერი არ მოუეწონა

"თუ ეს მოხდება, ხვიჩას "ოქროს ბურთის" მოგებაც შეუძლია" - ზაზა ჯანაშია კვარაცხელიაზე