საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს. ახალგაზრდა სპეციალისტის სახელს ქალთა ფეხბურთის ბოლო წლების ყველაზე დიდი წარმატება უკავშირდება - გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით, საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი" პირველი ქართული კლუბი გახდა, რომელმაც უეფას 2020/21 წლების სეზონის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. გიორგი ჩხაიძე ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთში" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2018 წელს მუშაობდა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ კი მშობლიური ქალაქის ქალთა კლუბს უკვე 2020 წელს დაუბრუნდა და საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული თამაშის შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით, „ლანჩხუთი“ ევროპის საუკეთესო 32 კლუბს შორის მოხვდა. გიორგი ჩხაიძესთან ერთად, ქალთა საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი" საქართველოს ჩემპიონატში ორჯერ დაეუფლა ვერცხლის მედლებს.

გიორგი ჩხაიძე საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლევან ბაჯელიძეს შეცვლის. გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მატჩები მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან 2022 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

ალექსანდრე იაშვილი - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ლევან ბაჯელიძეს, რომელმაც რთულ პერიოდში ჩაიბარა საქართველოს ქალთა ნაკრები. მან ბევრი გააკეთა ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად და მისი საქმიანობა საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. რაც შეეხება ახალ მთავარ მწვრთნელს, მჯერა, რომ ის ენთუზიაზმი და საქმისადმი დამოკიდებულება, რომელიც გიორგი ჩხაიძემ გამოავლინა ქალთა საკლუბო ფეხბურთში, ახალი, საინტერესო ეტაპი იქნება ჩვენი გუნდისთვის. დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა ქალთა საფეხბურთო ნაკრების გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად წარმატებას მოუტანს ჩვენ ნაკრებს. მაქსიმალურად იქნება გამოყენებული რესურსი, რომელიც აქვთ ქალ ფეხბურთელებს, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ისინი იყვნენ ეროვნული ნაკრების წევრები და მათ შეუძლიათ კიდევ უფრო გაზარდონ ინტერესი ახალი თაობის უფრო მეტი ჩართულობის მხრივ. წარმატებები ახალ მთავარ მწვრთნელს თავის საქმიანობაში".

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა დაგეგმილ სიახლეებზე, რომლებიც უკავშირდება ქალთა როგორც ასაკობრივ, ისე ეროვნულ ნაკრებს.

„უახლოეს პერიოდში ჩვენ ბევრ სიახლეს ვგეგმავთ. ქალთა ნაკრებების მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლის მიზანიც იყო გოგონათა მეტი ჩართულობა ფეხბურთში. ჩვენ ყოველწლიურად ვხედავთ ფეხბურთში გოგონათა რაოდენობის ზრდას. მინდა გამოვყო წარმატებული პროექტი - We Play Strong. სწორედ ამ პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ნია წივწივაძე, რომელიც ამიერიდან როგორც ეროვნულ, ისე ასაკობრივ ნაკრებში იმუშავებს. ის იქნება ქალთა ეროვნული გუნდების ხელმძღვანელი და დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით მისი საქმიანობა წარმატებული იქნება“.

გიორგი ჩხაიძე - საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რადგან ნდობა გამომიცხადეს. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის და ნამდვილად დიდი გამოწვევაა. ამ გამოწვევაზე საპასუხოდ დრო დამჭირდა, ასეთ ნაბიჯს დაუფიქრებლად ვერ გადადგამ, რადგან შენ უკან შენი ქვეყანა, შენი ნაკრები დგას და ორმაგი პასუხისმგებლობაა. ვეცდები, რომ იმედები გავამართლო. თავს არ დავზოგავ შრომისთვის. ჩვენი მიზანი იქნება შედეგის გაუმჯობესება. ვეცდებით, ყველანაირად დღითი დღე მოვუმატოთ, მეტი ქულა დავაგროვოთ და მეტმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიიღოს მონაწილეობა, გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად".

nakrebi.ge

ამ ვითომ ფეხბურთელებმა ნიკა ბასილაშვილს რომ შეუტიეს ხმა რატომ არ ამოიღო ფეხბურთის ფედერაციამ?? მარტო ფულის ხვეტაში რომ არიან მაგრები ეს უვარგისები
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
შევალიე ტრანსფერს ითხოვს, ლუის ენრიკეს საფონოვის არ სჯერა - რას გეგმავს პსჟ?
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] მესის მე-900 გოლი - მაიამის "ინტერი" კონკაკაფს გამოეთიშა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
[VIDEO] გასაოცრად გარდასახულმა "ლივერპულმა" "გალათასარაი" "ნოკაუტში გაგზავნა" და 1/4-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები შვედეთთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრები ყაზახეთთან დამარცხდა
გიორგი ჩხაიძე საქართველოს ქალთა ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს
საქართველოს ქალთა ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება
ბრაზილიელი და ამერიკელი ქალი ფეხბურთელები "ლანჩხუთში" - ახალწვეულები ახლო ხედით [PHOTOS]
საქართველოს ქალთა ნაკრები გოლის გატანას ვერ ახერხებს და ისევ დამარცხდა
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები თბილისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ლანჩხუთი" აზერბაიჯანელით გაძლიერდა და ჩემპიონთა ლიგაზე უკრაინელებს შეხვდება
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა საემიროებს მეორედაც მოუგო [VIDEO]
"მოედნიდან ლაჩრებივით არ გამოვალთ" - საქართველოს გურული ჩემპიონები ისტორიის გასაგრძელებლად ითამაშებენ
კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]
გიორგი ჩხაიძე "ბორჯღალოსანთა" მწვრთნელს აკრიტიკებს: "არ ხარ შენ კაი კაცი, მილტონ"