საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში აზერბაიჯანის წინააღმდეგ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე საწვრთნელ შეკრებაზე, ძირითადად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეები იმყოფებიან.

ტრავმების გამო ამხანაგურ შეხვედრებში ეროვნულ ნაკრებს თეონა სუხაშვილი და ლანა გორგაძე ვერ დაეხმარებიან. გიორგი ჩხაიძის გადაწყვეტილებით, მათ ნაცვლად, ეროვნულ გუნდს თბილისის "კვარტალის" მეკარე თეკლე გულორდავა შეუერთდა. დაზიანების გამო ასევე საეჭვო იყო ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელის, ტატა მატვეევას თამაში, თუმცა ფეხბურთელი მატჩებისთვის გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თეკლე გულორდავა (კვარტალი, თბილისი)

მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი), ანი ძაძუა (კვარტალი, თბილისი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), სოფო ნარსია (ლანჩხუთი)

ნახევარმცველები: თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი, თბილისი), ამალი ხანდაზიანი (კვარტალი, თბილისი), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ტატა მატვეევა (ნიკე, თბილისი)

თავდამსხმელები: მარიამ მოდრეკილაძე (ნორჩი დინამო, თბილისი), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი)

საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებთა პირველ ამხანაგურ შეხვედრას 11 ივნისს, 18:00 საათზე, სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ბასა" უმასპინძლებს. 14 ივნისს კი ნაკრებები ერთმანეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის YouTube-არხი შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

Levani
არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს ქალთა ფეხბურთის..ის კი არა ჩემი 7 წლის გოგო მთხოვს ფეხბურთზე მიმიყვანეოდა ვაპირებ ამ დღეებში მივიყვანო.. უბრალოდ ვინმეს თუ შეუძლია ამიხსნას რა საჭიროა ქალთა ფეხბურთი..ფედერაცია რო ატარებს პროგრამებს და "საჭიროებაზე" გველაპარაკება-საერთოდ ვინმემ თუ იცის რა საჭიროა? მასობრიობა და ა.შ. გასაგებია.. მაგრამ მოთხოვნა ქმნის პროდუქტს,ასე სუბსიდიებით გადარჩენილი კაცთა ლიგა აღარ გვინდა და ეს ქალთა ფეხბურთი,რავიცი-სინჯარაში გამოყვანილი მცენარესავითაა
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
საქართველოს ქალთა ნაკრები ყაზახეთთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრები გოლის გატანას ვერ ახერხებს და ისევ დამარცხდა
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები თბილისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა საემიროებს მეორედაც მოუგო [VIDEO]
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები შვედეთთან დამარცხდა