მთავარ ფოტოზე - კვირკველია და სალაჰი. საქართველო - ეგვიპტე

ფოთის "კოლხეთი" ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. მათ მთავარ მწვრთნელს, დავით კვირკველიას, წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. მარცხენაფლანგელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თითქმის ათი წლის განმავლობაში სტაბილურად გამოდიოდა და მის რიგებში დასამახსოვრებელი გამარჯვებების მონაწილეცაა.

კვირკველიას საკლუბო კარიერაშიც მრავალი გამორჩეული მომენტია, მათ შორის, ქართულ გუნდებთან ერთად.

რამ განაპირობა ჯგუფური ეტაპი?!

- თბილისის "დინამოს" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ქართული საკლუბო ფეხბურთისათვის დღემდე სერიოზულ წარმატებად მიიჩნევა. იმ გუნდში ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი ირიცხებოდა, მშვენიერი სამწვრთნელო შტაბით, მაგრამ მხოლოდ ეს ფაქტორები ვერ გახდებოდა საკმარისი...

მაშინ საქართველოს ჩემპიონატში საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო და საერთო დონეც გაცილებით მაღლა იდგა. იმ პერიოდის უამრავი კარგი კლუბის გახსენება შეიძლება, მაგალითად, "თბილისი", რომელიც დღეისთვის აღარ არსებობს.

გარდა ამისა, რეგიონული კლუბები მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენდნენ, ქუთაისის "ტორპედო" ხომ ყოველთვის ფლაგმანი იყო; ასევე ძლიერი გუნდი ჰყავდა თუნდაც ფოთის "კოლხეთს", საიდანაც გადავბარგდი "დინამოში"...

საუკეთესო შეხვედრა

- კარიერაში მართლაც ბევრი დასამახსოვრებელი შეხვედრა მქონია და გამარჯვებებიც მომიპოვებია. "კამპ ნოუზე" მოგება, რაც "რუბინში" მოვახერხეთ, ნებისმიერი გუნდისა და ფეხბურთელისთვის დიდი წარმატება და სიხარულია. არაერთხელ გავხდი ქვეყნის ჩემპიონი (როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში).

მოვიგეთ თანამეგობრობის თასი (თბილისის "დინამოში"), მაგრამ ერთი გამარჯვება ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და სასიამოვნო გასახსენებელია - ესაა მალხაზ ასათიანის გოლით რუსეთის ნაკრების ძლევა. ეს წარმატება ივო შუშაკთან ერთად მოვიპოვეთ, მწვრთნელის, რომელმაც "დინამოშიც" ბევრი გააკეთა...

გეგუჩაძე, ბერდიევი, ქეცბაია...

- სასიხარულოა, რომ არაერთ ძლიერ სპეციალისტთან მომიწია მუშაობა და ჩემ ჩამოყალიბებაში ყველამ თავისი დადებითი კვალი დატოვა. თითოეული მათგანის მადლიერი ვარ...

ზოგადად, მწვრთნელებთან ურთიერთობა არ მიჭირდა. ფაქტობრივად, არავისთან მიკამათია. თუკი თამაში არ მიწევდა, ეს მოტივაციას მიძლიერებდა, რათა საკუთარ თავზე მეტად მემუშავა...

გია გეგუჩაძესთან ერთად ევროტურნირზე ვმონაწილეობდით. "რუბინის" წარმატების შემოქმედი ყურბან ბერდიევი იყო. კარგი პერიოდი გვქონდა თემურ ქეცბაიას ფორმაციის საქართველოს ნაკრებშიც...

შრომისმოყვარეობის ძალით...

- რა თქმა უნდა, სპორტსმენის კარიერაში ნიჭს თავისი ადგილი აქვს, უფლის წყალობასაც და იღბალს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი წარმატება, მეტწილად, შრომისმოყვარეობამ განაპირობა. რთული პერიოდები გამივლია, ტკივილიც მიმიღია, მაგრამ არასოდეს ვნებდებოდი...

ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი

- "რუსთავში", კარიერის ბოლო წლებში, მე და ხვიჩა კვარაცხელია თანაგუნდელები ვიყავით. ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი გამოცდილება ახალგაზრდებისთვის გამეზიარებინა და მათ შორის ხვიჩაც იყო. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, ევროპულ გრანდში თამაშსაც წარმატებით შეძლებდა!..

სოსო
თურქულად სალახი სულელს ნიშნავს
გია_544
სალახი გასალახი ))
Irakli
შენთვის ა კარგო კაცო კირუსეთის დამრცხება ერთერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი, მაგრამ აი იმ გოლის ავტორი სამწუხაროდ მგონი არ ფიქრობს მასე :(
sul2
დაუფასებელი ფეხბურთელი
ზვიადი
კარგი კაცი
შახრუდინი
ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო დათო.რუბინში სასწაული პერიოდი ჰქონდა!ორჯერ გახდნენ ჩემპიონები უმაგრესი გუნდი იყო!ძალიან ტექნიკური შემტევი მარცხენა მცველი იყო….ჯარიმებს ურტყამდა და კუთხურებსაც ეგ აწოდებდა ოროვე ფლანგიდან რაც განაპირა მცველისთვის ხშირი არარის მითუმეტეს როდრეაც გუნდში არგენტინის ნაკრებში მოთამაშე ალეხანდრო დომინგესი გყავს და თურქი კარადენიზი.სალუქვაძე და კვირკველიას რუბინში გატარებული პერიოდი ყოველთვის მემახსოვრება
სოსო
ლაშა სალუქვაძე,სეხნიავ!მართლაც მაგრად ითამაშა!
ჭიათურის მაღაროელის გულშემატკივარი
ხო აი ერთი ხვიჩა ჩაძირეს რუსებმა ჭაობში და მეორე ეს რუბინის ქართველები. ობიექტურობა სად დაკარგეთ ხალხო? ჩაკვეტაძეც, ყენია და მჭედლიძეც პუტინმა გააფუჭა. ასათიანს და კვირკველიას რომ დაეზარათ სხვაგან გადასვლა, ეს ლავროვის დამსახურებაა?
Kutaisi
Imitom rom ragbit de judoti rusetze cin vart titi unda chagtxarot tvalshi rom mixvdet ratom midioden rusetshi pexburtelebi ??
ბაბუაწვერა
რუსებმა ეს ვერ ჩაძირე ჭაობში? არ გაინტერესებთ რუსულ ჭაობში რაღა მაინც და მაინც ფეხბურთელები იძირებიან? რატო მორაგბეები არ იძირებიან ან ჯუდოკები ან თოკო რატო არ ჩაიძირა?
გიორგი
ნორმალური მცველი იყო კვირკველია,წლების მანძილზე შეუცვლელი მარცხენა მცველი ჩვენი ნაკრების. ზემოთ ვიღაცამ დაწერა ბარსელონაში ძალიან მაგრად ითამაშაო არადა არც 2009-10 და არც 2010-11 წლების ჯგუფურ ეტაპზე კვირკველიას არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია ბარსელონას წინააღმდეგ. მაგ დროს სალუქვაძე იყო რუბინის ძირითადის მცველი და ეტყობა მასში აერია კომენტარის ავტორს კვირკველია.სალუქვაძემ მართლაც რომ არ გაატარა მესი კამპ ნოუზე მოგებულ მატჩში.
baba
სტაბილური კარიერა ქონდა და კარგი ფეხბურთელიც იყო
სოსო
ბარსელონაშიც ძალიან მაგრად ითამაშა.ფაქტობრივად არავინ გაატარა,მათ შორის მესიც.
tngh
რუსეთის ნაკრებთან თამაში სუკეთესო იყო დათოს კარიერაში...
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
წარმატებული უცხოელი მწვრთნელები, რომლებმაც ქართულ ხასიათს გაუგეს
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]
ვიტალი დარასელიას თასი: ეს მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ... [VIDEO]
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი
[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...