ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში „დილამ“ სახლში 2:0 სძლია ბათუმის „დინამოს“ და ამით დასრულდა ზღვისპირული გუნდის 11-მატჩანი წაუგებელი სერია.

მატჩი მართლაც საინტერესო გამოდგა. პირველ ტაიმში ბუღრიძის პასით ღუდუშაურმა მასპინძლები დააწინაურა, შემდეგ სტუმრებმა დიდი ძალებით შეუტიეს, მაგრამ გორული გუნდი ორგანიზებულად და უნარიანად იცადა თავს და მოწოდების სიმაღლეზე იდგა მათი მეკარე გუგეშაშვილი, რომელიც უდავოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, თუმცა ტემპმა მოიმატა, „დინამო“ უტევდა, „დილა“ კი სახიფათო კოტრიერიშებით პასუხობდა და 86-ე წუთზე ვანდერსონ სილვას შორიდან დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა კუპატაძის კარს. 89-ე წუთზე კი საჯარიმოდან ჩიტეიშვილის ჩაწოდებულ ბურთს მიწაზე დაუშვებლად გაგნიძემ აჭარული გუნდის კარში მიუჩინა ადგილი. კომპენსირებულ დროში მამუჩაშვილი საჯარიმოში კამარამ წააქცია და პენალტით ერთი საპასუხო გოლი თავად დაზარალებულმა გაიტანა.

ბათუმის“ „დინამო“ 18 ქულით მეორე ადგილზე დარჩა და თბილისელ თანაკლუბელებს 4 ქულით ჩამორჩა, „დილა“ კი 17 ქულით მესამე პოზიციაზეა.

აღსანიშნავია, რომ მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა.

24 აპრილს „დილა“ „შუქურას“ დაუპირისპირდება, ბათუმის „დინამო“ კი 25 აპრილს „ტორპედოს“.

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე“

დილა - დინამო (ბთ) 2:1

გოლები: 1:0 ღუდუშაური (23), 2:0 გაგნიძე (89), 2:1 მამუჩაშვილი (90+5, პენ)

დილა (4-3-3): გუგეშაშვილი, ჭიჭინაძე, სანტოსი (ჩიტეიშვილი 71), სილვა, ეტოუ, ბუღრიძე (წოწონავა 66), ნონდი, გაგნიძე, ბიძინაშვილი (მოსიაშვილი 71), ღუდუშაური (კამარა 59), კაპანაძე (კ)

მწვრთნელი: დემჩენკო

დინამო (ბთ) (4-4-2): კუპატაძე, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე (ჩუკვურა 70), ჯიღაური, მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (გროზურეკი 79), ნიქაბაძე (მჭედლიძე 55), ფანცულაია (ზარია 70)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

გულშემატკივარი
გეგუჩაძემ ინტერვიუში თქვა, წაგების მიზეზი ჩვენი ცუდი თამაში იყო და არა მეტოქის სიძლიერეო. ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებისა და დამოკიდებულების გამო კიდევ ბევრჯერ დაისჯება მისი გუნდი. ისე უნდა აღინიშნოს, რომ ბუღრიძემ და ღუდუშაურმა ააწიოკეს ეროვნული ნაკრების სანაქებო მცველები, გაგნიძემ და ბიძინაშვილმა ცენტრი და გუგეშაშვილმა არ გაახარა ბათუმის არცერთი შემტევი. გორის ლეგიონერები კი ბათუმის ლეგიონერებისგან განსხვავებით, 100 % -ით იტვირთებიან და სკამის შესავსებად არ ჰყავთ ჩამოყვანილი,
liga
ცეცაძე სასწრაფოდ ბათუმის დინამოში,თუ ჩემპიონობა გვინდა დროზე უნდა გაუშვან გეგუჩაძე
ბათუმი
ამდენი კარგი ფეხბურთელისს კვალობაზე შედეგია 0. მოედნის ხედვა არ აქვთ, არ ეტყობათ რომ რაიმე ქონდეთ დამუშავებული, ვერ ამწვავებენ შეტევებს როგორც საჭიროა, არცერთ ფეხბურთელს არ აქვს თვითშემოქმედება, ალბათ მწვრთნელის ბრალია. პრესინგის დავალება ნებისმიერ ქუჩიდან მოყვანილ მწვრთნელს შეუძლია. შეტევის დროს უკან არ უნდა ბრუნდებოდე უაზრო კორპუსის ჩადგმით და შეტევას არ უნდა ამუხრუჭებდე, ასევე სისწრაფეები არ არის და ფიზიკური მომზადება მეტი შეიძლება-მითუმეტეს პირობები არის და ფულიც იხარჯება სხვებთან შედარებით... არ დაბლოკოთ პლზ...
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?