აქამდე ჟერარდ და დღეიდან "კომენდანტე" პიკემ Movistar-თან ინტერვიუში სუპერლიგის შესახებ ისაუბრა და კაპიტალიზმსაც გაჰკრა კბილი.

"საკუთარი თავი პრეზიდენტ ლაპორტას ადგილას წარმომიდგენია, როცა კლუბი ძალიან რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია. ის "ბარსელონასთვის" საუკეთესოს გაკეთებას ცდილობს. ჩვენი გუნდი სუპერლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელია და ამ გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი კლუბის ფინანსური მდგომარეობა იყო.

ფეხბურთელის თვალით რომ შევხედო, გლობალურად, არ ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი გრძელვადიან პერსპექტივაში ფეხბურთისთვის პოზიტიური იქნება. გრანდები ერთად იქნებიან და ყოველ სეზონში 5 სხვადასხვა გუნდი დაემატება. ამბობენ, რომ ეროვნულ ჩემპიონატს არ დატოვებენ. თან, როცა ჩემპიონთა ლიგას 3,5 მილიარდი ევრო მოაქვს, სუპერლიგა სამჯერ მეტს მოიტანსო. მათემატიკაში ასე კარგად ვერ ვერკვევი.

სატელევიზიო უფლებების ექსპერტებს თუ ვკითხავთ, ამბობენ, რომ ბაზარი ასეთი აღარ იქნება. დასაწყისისთვის ამბობენ, რომ ეროვნული ჩემპიონატები იარსებებენ. ამისათვის სპეციალურ საინვესტიციო ფონდებს შექმნიან, საბანკო საზოგადოებებს.

როცა წაგებისკენ წავლენ, თამაშებს ვიქენდებზე გადაიტანენ, სათამაშო დღეები ოთხშაბათი და შაბათი იქნება. მე ასე ვფიქრობ. იმ ფულს ჩაიგდებენ ხელში, რასაც ეროვნული ლიგები გამოიმუშავებენ. ამის მისაღწევად კი მთელ სისტემას ანგრევენ. რა გვინდა, რომ "სევილია", "ვალენსია", "ლესტერი", "ნაპოლი"... გაქრეს?

როგორც მე ვხედავ, ყველაფერი აქეთ მიდის. თუ ეს სურთ, გადადგან ნაბიჯი, თუმცა ჩვენ გვეცოდინება. ეს ამერიკული მოდელია, ასეთი რამეები იქ აქვთ და კარგი რამ არის. საქმე იმაშია, რომ ეს მოდელი უნდა შეიცვალოს. ბალანსი უნდა შევქმნათ, სადაც დიდი კლუბები არც ისე დიდ კლუბებთან ერთად იარსებებენ.

ლა ლიგისა და უეფას ტურნირებში მონაწილე კლუბებს უფრო მეტი წონა უნდა ჰქონდეთ, ვიდრე დაბალი დონის ჩემპიონატების წარმომადგენლებს. მეტი ხმა, მეტი შემოსავალი. მაგრამ ყველაფრისან გაქცევა, მთელი ეკოსისტემის მოშლა... ადამიანებს სამსახურებს ართმევენ...

ეს იმის ანარეკლია, რაც საზოგადოებაში ხდება. ეს წმინდა და დაუნდობელი კაპიტალიზმია. ეს იდეალური მოდელი არაა, უფრო დაბალანსებული სისტემა უნდა ვიპოვოთ", - თქვა პიკემ და ძვირფასი სამოსი დაიფერთხა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

master
მართლაც სამ ლეგიონერზე მეტი როარ შეიძლებოდეს ალბათ აიაქსი იქნებოდა საუკეთესო და ბილბაო ევროპაში.ქართული კლუბებიც უპრობლემოდ გააღწევდნენ ჩემპიონთა ლიგაში.ეჰ,კარგია ხან ოცნება...რა დრო იყო.არ სჯობდა ის საფეხბურთო დრო????ჩემი აზრით სჯობდა.პატარა კლუბებს ყოველთვის ქონდათ ევროტურნირების მოგების შანსი,სწორი მუშაობით და ტაქტიკით.ახლა კი ზღაპარშიც აღარ აღარ აქვთ არანაირი შანსი.გინდა სწორად იმუშავე,გინდა არასწორად,არავინ მიგასუნინებს ლიგაზე თუ ასმილიონიანი ბიუჯეტი და 15 ლეგიონერი არ გყავს.არ მესმის იმ ხალხის ვისაც თანამედროვე ფეხბურთი ურჩევნია სამ ლეგიონერიან ფეხბურთს.მაშინ ხო დონე გაცილებით თანაბარი იყო.და ყველას ქონდა ოცნების ახდენის შანსი,ახლა კი მილიონერებს აქვთ ეს ოცნებები წართმეული...
კახა
მაქსიმუმ 3 ლეგიონერი გუნდში და ვანახვებთ ბალანსის დაცვას. აღარ იციან რამდენი გადაიხადონ ბურთის გაგორებაში. ზღვრული ხელფასი და წარმატებულ ფეხბურთელს ბონუსი ისიც ზღვრულ ფარგლებში და არა მილიონები კვირაში.
გია
პიკუშ შე ძველო! ძალიან მიყვარს ეს ფეხბურთელი.
ბაბუაწვერა
საზოგადოებას,ფეხბურთს და ზოგადად დედამიწას ჰყავს ერთი საერთო მტერი,ესენი არიან უზომოდ გამდიდრებული ადამიანები,რომლებსაც უნდათ უფრო გამდიდრება და გამდიდრება ღარიბების ხარჯზე. შეიძლება ვინმეს გაეცინოს ამაზე,მაგრამ რაც დრო გავა უფრო და უფრი დავრწმუნდებით ამაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ერთ თვეში სექსი რამდენჯერ გაქვთ?" - პიკემ ამ კითხვას უპასუხა
ბოიან კრკიჩი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
ვანდა ნარას ურთიერთობა იკარდის ყოფილ თანაგუნდელთან აქვს, პიკემ ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა - საფეხბურთო ვარსკვლავების პირადი ცხოვრების ამბები [PHOTO]
პიკე: ასე ფეხბურთი უფრო საინტერესო გახდება
"მესი ჯუჯაა ჰორმონებზე და კანალიზაციის ვირთხა, პიკე კი, მეძავის შვილი" - "ბარსას" ყოფილი იურისტის წერილი
კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ, შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს