BUSINESS Online-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ მისთვის საყვარელი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე გახლდათ. როგორ ხვიჩამ თქვა, საქართველოში ყველას სჯეროდა, რომ მას უდიდესი პოტენციალი გააჩნდა. "რუბინის" ამჟამინდელი ფეხბურთელი ასაკის გამო უფროსი მეგობრების თამაშებს ვერ უყურებდა, თუმცა ახლა აქვს იმის საშუალება,რომ ჩანაწერებით დატკბეს.

სხვადასხვა თაობის ქართველი ტალანტები ერთმანეთთან ხშირად კონტაქტობენ, მეტიც ქინქლაძე ინგლისსა და ნიდერლანდებში ხვიჩას თავისი კავშირებით ეხმარება.

კარიერის საუკეთესო წლები "ქალაქელებთან" გაატარა

ქინქლაძემ საქართველოს ჩემპიონატში 3 წლის განმავლობაში გამოდიოდა, რის შემდეგაც ის მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატების დასაპყრობად გაემგზავრა. თავდაპირველად ქართველი გერმანულ "ზაარბრიუკენს" ესტუმრა, შემდეგ მეორე ბუნდესლიგაშიც გამოდიოდა. ნახევარმცველმა 11 შეხვედრა გამართა და "ბოკა ხუნიორსისკენ" გაემართა.

ჩაატარა ორი შეხვედრა, ქართველი თავს შესანიშნავად გრძნობდა, თუმცა დიეგო მარადონამ დაბრუნება გადაწყვიტა, რის გამოც ქართველი შემადგენლობიდან ამოვარდა. ლეგენდამ კონტრაქტი "ბოკასთან" გააფორმა.

"გესმით? არანაირი შანსი არ მქონდა მსგავს კონკურენტთან" - განაცხადა ქართველმა Sport Express

გიორგის თამაში სურდა, თავდაპირველად მადრიდის "რეალის" "სანახავად" წავიდა, საბოლოოდ კი ქართველი "მანჩესტერ სიტიში" 2 მილიონი ევროს სანაცვლოდ აღმოჩნდა. 1995 წლის "სიტი" და დღევანდელი "ქალაქელები" რადიკალურად განსხვავებული გუნდები არიან. თუ ახლა ის პრემიერ ლიგის ლიდერია და ნებისმიერი გუნდის დამარცხების ძალა აქვს, მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო, მათი მისია ინგლისის ლიგაში ადგილის შენარჩუნება გახლდათ.

ქინქლაძის ნიჭი ამ გუნდში კაშკაშებდა. მისი წყალობით კლუბმა ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვა, გაუტანა "საუთჰემპტონს" ზღაპრული გოლი, სადაც 5 მოწინააღმდეგე მოედნიდან მარტივად გააქრო, თუმცა სამწუხაროდ, მანჩესტერელებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და გაემგზავრენ ჩემპიონშიპში. აღსანიშნავია, რომ დაქვეითების მიუხედავად გიორგი გუნდიდან არ წავიდა, მეტიც მათთან ერთად შეუდგა ბრძოლას.. გულშემატკივრები მისი მიმართულებით მღეროდნენ და აღმერთებდნენ, თუმცა გუნდი ვერც ამან გადაარჩინა და ინგლისის სიძლიერით მესამე ლიგაში ჩაეშვა, ამის შემდეგ კი "ქინქიმ" "ქალაქელები" დატოვა.

შემდეგ იყო "აიაქსი", "დერბი" და კვიპროსული "ანორთოსისი", შემდეგ კი ფეხბურთელი რუსეთს ეწვია, თუმცა ვერავინ ისე ვერ შეიყვარა, როგორც მანჩესტერელებმა. Goal.com-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველი ფეხბურთელი "მანჩესტერ სიტის" ისტორიაში საუკეთესოდ აღიარეს, თანაც ქინქლაძემ მხოლოდ და მხოლოდ 3 სეზონი ითამაშა, ხოლო მაგალითად, კოლინ ბელმა 394 შეხვედრა გამართა და 117 გოლი გაიტანა, მიუხედავად შესანიშნავი სტატისტიკისა, ბელზე წინ მაინც ქინქლაძე აღმოჩნდა.

2005 წლის აგვისტოს თვის მიწურულს, გიორგი ქინქლაძემ ყაზანური კარიერა წამოიწყო, სადაც ადგილობრივ "რუბინთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ქართველი ახალ გუნდში მხოლოდ ნახევარ მატჩებს თამაშობდა.

"ეს მისთვის სარგებელი იყო, ის ძალიან ლამაზად თამაშობდა. გამოსარჩევი მომენტი კი "ზენიტთან" იყო, როდესაც ქართველმა ბაირამოვს შესანიშნავად უპასა, "რუბინმა" კი მრისხანე მეტოქე 1:0 დაამარცხა. ყაზანში მას თავისი გამოგნებელი ცრუ მოძრაობები ნამდვილად არ უჩვენებია, ორი გოლი გაიტანა და ხელმძღვანელობა კონტრაქტის განახლებაშიც დაარწმუნა. ქინქლაძე ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, რომელსაც ფეხბურთში საკმაოდ კარგად ერკვევა. ის დიდებული ფეხბურთელი გახლდათ. " - განაცხადა მაქსიმ ლოპუხოვმა.

მომდევნო სეზონში კი ქართველი პრაქტიკულად არ თამაშობდა, რადგან საზარდულის ტრავმა აწუხებდა, 2006 წელს კი კლუბთან კონტრაქტი გავიდა, ფეხბურთელმა კი 33 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.

ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ქინქლაძე ერთ სტილში

ამ ორ ქართველს შორის უამრავი პარალელის გავლება შეიძლება, ორივე ყაზანთანაა დაკავშირებული, უბრალოდ ერთმა კარიერა აქ დაიწყო, მეორემ კი დაასრულა.

მოედანზე ისინი ფაქტობრივად არ განსხვავდებიან, რა თქმა უნდა, მათი პოზიციები სხვაა, თუმცა სტილი ერთია. ქინქლაძე "სიტიში" მთავარი გამთამაშებელი იყო, ბურთს მეტოქის ნახევარზე მიიღებდა და მაღალი სიჩქარით მცველებს თავბრუს ახვევდა. გიორგი ყველაფერს მარტივად აკეთებდა, ის უბრალოდ გენიალური იყო

ხვიჩაც იმავეს აკეთებს, უბრალოდ ფლანგიდან. ბურთს მოედნის კიდესთან იღებს, მოწინააღმდეგეებს ისე ატყუებს, თითქოს სავარჯიშო მანეკენები იყვნენ.

წყარო: business-gazeta

1.
ქინქლაძეს თავი გაანებონ, ... რუსეთში იყო კიდევ ერთი ფეხბურთელი - მას ოთარ მარცვალაძე ერქვა. გაიხსენონ რას აკეთებდა ის, და რა გაუკეთეს. ხვიჩა მათ სწორედ მას უნდა აგონებდეთ და უნდა ნანობდნენ რაც გააკეთეს.
აფსუს.
როგორ "გაექცათ" რუსებს ქინქლაძე ევროპაში. სიომინებს, საიმანოვებს ... როგორ დასწყვიტა გული.
levan
გიორგისგან განსხვავებით, ხვიჩა შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული და ჭკვიანი ბიჭია. გიორგი ვერ მიხვდა რა ნიჭის პატრონი იყო და წყალს გაატანა... (((
ზურაბი
ქაჯაია ფინალშია?
დემე
ხვიჩა დიდი ტალანტია, მაგრამ ქინქლაძეზე დიდი ტალანტი არ დაიბადება. მიუხედავად ამისა ხვიჩა ქინქლაძისგან განსხვვაებით ფეხბურთელი დადგება.
kombato
ar daigales an ar daigalet amdeni cerit. rac iqneba gamochndeba ra. rad unda marchieloba da mazgachoba
Milani
Imedia xvicha shromismoyvareobashi ar daemsgavseba. Sxva monacemebi martla magari qonda. Rus xalxs roar vzulvvart kide magaze vityvi, jer erti rato unda vzuldet eg ar mesmis, dapyrobili vyavart da kide magat unda vzuldet? Da meore kidev, xalxia sxvaa da mtavroba sxvao izaxian xolme, erti 1000 kaciani aqcia gamaxsenet 150 milionian rusetshi, saqartvelos okupacia rom gaeprotestebinot. Magram yvelafers tavis dro aqvs da tu ariqna istoriuli samartlianoba agdhenili mashin araferi aryofila am qveyanaze.

არ ვძულვართ, მაგრამ საკუთარი გუბერნია ვგონივართ. პუტინ ხუილო
aburjga
აშკარაა ევროპა ამერიკსგან განსხვავებით რუს ხალხს ქართველი ხალხი არ სძულს!
გიო
ქინქლაძე ჩემთვის ყველაზე დიდი ტალანტი იყო დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გასაგებია რომ მაშინდელ სიტისაა და დღევანდელ სიტის შორის უზარმაზარი განსხვავებაა მაგრამ ქინქლაძე მაშინ არ წავიდა როცა უნდა წასულიყო სიტიდან და ამის მერე აერია კარიერა მერე გუნდი გავარდა უმაღლესი ლიგიდან და ახლა იმედი მაქვს რომ ხვიჩაც მალე წავა რუსეთიდან რადგან როცა ფეხბურთელს კარგი დრო უდგას მასზე მოთხოვნა და შესაძლებლობა ეძლევა კარგ გუნდში გადასვლის ეს შესაძლებლობა ხელოდან არ უნდა გაუშვას აუცილებლად უნდა წავიდეს ზაფხულში უკეთეს გუნდში და ჩემპიონატში სასურველია ტოპ 5 ში მაგრამ არც პორტუგალიური და არც ჰოლანდიური გრანდი არ იქნება ცუდი მაგ აიაქსი პორტუ ბენფიკა წარმატებები ხვიჩას იმედი მაქ ქინქლაძის შეცდომებს არ გაიმეორებს
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა — ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
"თავი მაღლა, ძმაო! საქართველო ყოველთვის შენს გვერდითაა!" - ქინქლაძე თოფურიას მარცხს ეხმაურება