ელიტის დებიუტანტ "აუგსბურგში" ჩემპიონ აკაკი გოგიას ელოდებიან

ბუნდესლიგის ახალი სეზონისთვის მზადება 18 კლუბიდან პირველმა „აუგსბურგმა“ დაიწყო - გუნდმა, რომელმაც გასულ სეზონში გაიფორმა პირველი ბუნდესლიგის საგზური და ელიტაში დებიუტანტი იქნება.

პირველივე ოფიციალურ ვარჯიშზე, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა იოს ლუჰუკაიმ შაბათს ჩაატარა, აუგსბურგელებმა რეკორდი დაამყარეს - კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ გუნდის ვარჯიშს 2000 გულშემატკივარი დაესწრო. ფანები თავიანთ გმირებს უდიდესი აპლოდისმენტით შეეგებნენ.

პირველი ვარჯიშის შემდეგ, „აუგსბურგის“ მენეჯერმა ანდრეას რეტიგმა განაცხადა, რომ აგვისტოს ბოლომდე გუნდს მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს და მაქსიმუმ 2 ახალწვეული შეემატება. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, აუგსბურგელები „შალკეს“ ნახევარმცველ ალბერტ შტრაიტს ეპატიჟებიან, რომელიც გელზენკირხენულ კლუბში ორი წლის წინ „აინტრახტიდან“ დიდი იმედებით გადავიდა, მაგრამ იმედგაცრუების გამო მოყვარულებში გადაისროლეს და პირველ გუნდში დღემდე არ დაუბრუნებიათ. „შალკეს“ შტრაიტის თავიდან მოშორება უნდა - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

მოგეხსენებათ, „აუგსბურგმა“ „ვოლფსბურგის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი, წარმოშობით ქართველი, ისე კი გერმანიის მოქალაქეობის მქონე და გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ნახევარმცველი აკაკი გოგია გადაიბირა. ამ უკანასკნელმა შაბათს გერმანიის ახალგაზრდული ჩეპიონატის ფინალში ითამაშა და გერმანიის A იუნიორთა შორის ჩემპიონი გახდა: „ვოლფსბურგმა“ „კაიზერსლაუტერნი“ 4:2 დაამარცხა, გოგიამ კი მეოთხე გოლი გაიტანა. შესაბამისად, აკაკი გოგიას „აუგსბურგის“ პირველ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია. მასთან ერთად, ლუჰუკაის კანადელი მარსელ დე იონგი (შვებულებაშია) და ალბანელი თავდამსხმელი ედმონდ კაპლანიც (სანაკრებო პაუზა) დააკლდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა