ლოკაუტთან დაკავშირებული ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ NBA-ის კომისარმა დევიდ სტერნმა მოთამაშეები და კლუბების მფლობელები გააფრთხილა
ლოკაუტთან დაკავშირებული მორიგი, ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ NBA-ის კომისარმა დევიდ სტერნმა გააფრთხილა მოთამაშეები და კლუბების მფლობელები - 30 ივნისამდე თითქმის აღარაფერი დარჩა და შემდეგი შეხვედრა, რომელიც სამშაბათს გაიმართება, შეიძლება გადამწყვეტი გახდეს.

"შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. დრო თითქმის აღარ დარჩა, მხარეები კი, ჩემი აზრით, შორს არიან შეთანხმებასთან. მაგრამ მოთამაშეები და მფლობელები აპირებენ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ 30 ივნისამდე მიაღწიონ კონსენსუსს. ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი - იქნება თუ არა ლოკაუტი", - განაცხადა სტერნმა.

ლიგის ხელმძღვანელობას სურს ამ საკითხის მოგვარებას მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმობს, ამიტომაც გააუქმა ლას ვეგასში დაგეგმილი საზაფხულო ლიგა. NBA-ის კომისრის თანაშემწემ ადამ სილვერმა განაცხადა, რომ ლიგის გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ლოკაუტი გარდაუვალია.

"დღევანდელ შეხვედრაზე გადავწყვიტეთ გავაუქმოთ ზაფხულის ლიგა. ვალდებულნი ვიყავით ამის შესახებ სწორედ ახლა გამოგვეცხადებინა, რადგან იწყებოდა სასტუმროებისა და საკალათბურთო მოედნების დაჯავშნის პროცესი", - ამბობს სილვერი.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის ლიგის პოპულარობა ბოლო წლებში შესამჩნევად გაიზარდა. მის მატჩებს NBA-ის სპეციალიზირებული ტელეარხი გადასცემდა და ამით გულშემატკივრებს ლიგის ახალბედათა ოსტატების შეფასება შეეძლოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა