რომში, პლაჟის ფრენბურთში მსოფლიოს რიგით მერვე ჩემპიონატში ოქროს მედლებს კარგად ნაცნობი ბრაზილიური და ამერიკული წყვილები გაითამაშებენ
იტალიის დედაქალაქ რომში დასასრულს მიუახლოვდა პლაჟის ფრენბურთში მსოფლიოს რიგით მერვე ჩემპიონატი. ოქროს მედლებს კარგად ნაცნობი ბრაზილიური და ამერიკული წყვილები გაითამაშებენ.

ფრენბურთის ეს ნაირსახეობა სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. შემთხვევითი არ არის, რომ წლევანდელ პირველობაზე 31 ქვეყნის 96-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, საპრიზო ფონდმა კი მილიონი დოლარი შეადგინა. გამარჯვებული წყვილი 60 ათასს მიიღებს, ვერცხლის მედლის მფლობელი - 45 ათასს, ბრინჯაოსი - 35 ათასს.

ტურნირი იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ადგილას გაიმართა - "ფორო იტალიკოს" პარკში, რომელიც 1960 წლის ოლიმპიადისთვის აშენებული ოლიმპიური სტადიონის მეზობლად მდებარეობს. პარკში რეგულარულად ტარდება სპორტის სხვადასხვა სახეობაში დიდი საერთაშორისო ტურნირები, მათ შორის ჩოგბურთში იტალიის ღია პირველობა. ამჯერად, ჩოგბურთელებისთვის განკუთვნილ ხუთ კორტზე ქვიშა დაყარეს და ასპარეზი ფრენბურთელებს დაუთმეს.

ბრმა წილისყრის გამო კაცებს შორის მერვედფინალურ ეტაპზე "ნაადრევი ფინალი" გაიმართა - ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პირველ ნომრად განთესილი დუეტი და წინა ჩემპიონატის გამარჯვებული. მოედნის ერთ მხარეს ამერიკელები - ტოდ როჯერსი და ფილ დალჰაუსერი იდნენ, მეორე მხარეს გერმანელი მოქმედი ჩემპიონები - ჯულიუს ბრინკი და იონას რეკერმანი.

ფავორიტად ამერიკელები მიიჩნეოდნენ და მათ მოიგეს კიდეც პირველი სეტი - 21:17, მაგრამ მომდევნო ორ პარტიაში ორ-ორ ქულიანი უპირატესობით (21:19) ბრინკმა და რეკერმანმა იმარჯვეს.

საბოლოოდ მათ ნახევარფინალამდე მიაღწიეს, მაგრამ იქ ორი სეტი ერთნაირი ანგარიშით - 15:21 წააგეს ბრაზილიელებთან - ალისონთან და ემანუელთან, რომლებსაც "დიდი სლემის" ბოლო ორი ტურნირი აქვთ მოგებული პრაღასა და პეკინში.

ასევე წილისყრას უნდა დავაბრალოთ ის, რომ ლატვიელთა წყვილს (მარტინს პლავინში/იანის სმედინში) ნახევარფინალამდე იოლი გზა ჰქონდა, მაგრამ იქ მესამე ნომრად განთესილ ბრაზილიელებს - მარსიო არაუჟოსა და რიკარდოს გადაეყარა (თავად ბალტიისპირელთა განთესვის ნომერი იყო - 15). სხვათა შორის, ბრაზილიელ ვირტუოზებს იოლად არ გაუმარჯვიათ, განსაკუთრებით პირველ სეტში - 22:20, 21:16. ასე რომ, კაცებში ფინალი ბრაზილიური იქნება.

ქალებს შორისაც იყო ერთი მოულოდნელობა: საუკეთესო ოთხეულში მოხვდა ჩეხური დუეტი ჰანა კლაპალოვასა და ლენკა ჰაჟეჩკოვას შორის. ამ სპორტსმენებს სამშობლოშიც კი არ მიიჩნევენ უძლიერესებად. მათ ოქროსკენ გზა გადაუღობეს დღეისთვის უძლიერესმა ბრაზილიელებმა - ლარისამ და ჟულიანმა.

მეორე ნახევარფინალში პეკინის ოქროსმედალოსნებმა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონებმა, ამერიკელებმა კერი უოლშმა და მისტი მეი-ტრენორმა ურთიერთობა გაარკვიეს ბოლო ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორებთან ჩენ სიუსთან და სი ჟანთან. მართალია, ჩინელებმა ბოლო დროს ძალიან მოუმატეს, მაგრამ თუნდაც არაოპტიმალურ ფორმაში მყოფ სუპერამერიკელებს მაინც ვერ გაუმკლავდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
ქამბექი და მოგება - საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპირველობაზე ითამაშებს
ბრაზილიური საფრენბურთო გოგონათა კლუბის წევრები დაქორწინდნენ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა