რალი. მსოფლიოს ჩემპიონატი
ამ უიქ ენდზე ფორმულა 1-ის პილოტები ისვენებდნენ, ამიტომაც საავტომობილო სამყაროში მთავარი მოვლენა რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი - ლეგენდარული რბოლა "აკროპოლისის რალი" იყო, რომელიც საბერძნეთის ქვა-ღორღიან გზებზე გაიმართა.

წელს რალის პირველობა საინტერესოდ მიმდინარეობს, რადგან აღარ შეინიშნება წინა ექვსი ჩემპიონატის ტრიუმფატორის სებასტიან ლოების დომინირება. ამ სეზონში ფრანგს ძალიან ავიწროებენ კონკურენტები და ამის დამადასტურებელი იყო "აკროპოლისის რალი".

მაგალითად, პირველ დღეს რალისტებმა ექვსი სპეცმონაკვეთი გაიარეს და "სიტროენის" პილოტმა, ნორვეგიელმა პეტერ სოლბერგმა 51 წამი მოუგო ამავე მანქანით მოასპარეზე ლოებს. თანაც ფრანგს კვალში ედგნენ მიკო ჰირვონენი "ფორდითა" და სებასტიან ოჟიე "სიტროენით" - მათი ჩამორჩენა ლოებთან 4-5 წამის ინტერვალში მერყეობდა. რა თქმა უნდა, პრეტენდენტებიდან მათი გამორიცხვა არ შეიძლებოდა.

საბოლოოდ, ყველაზე მეტად სებასტიან ოჟიეს გაუმართლა, რომელმაც ბოლო დღეს გამოსტაცა ხელიდან გამარჯვება ლოებს. ამით ახალგაზრდა ფრანგმა საერთო ჩათვლაში შეამცირა სხვაობა თანამემულესთან და ჰირვონენთან.

"ეს რალი ძალიან წარმატებული იყო ჩემთვის, - განაცხადა ბერძნული ეტაპის ტრიუმფატორმა. - პარასკევს ძალიან გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ ვიპოვნე საჭირო ტემპი, განსაკურთებით ბოლო დღეს, როცა მთელი ძალით ვუტევდი".

სხვათა შორის, "აკროპოლსის რალიში" მოპოვებული მეორე ადგილის წყალობით ლოებმა საიუბილეო - მეასე პოდიუმი დააფიქსირა, თუმცა ჩემპიონატის ლიდერი მაინც ვერ იყო ხასიათზე, რადგან ბოლო მომენტში დაკარგა გამარჯვება. ლოებს მიაჩნია, რომ ოჟიემ არა სისწრაფის, არამედ ტაქტიკის ხარჯზე გაიმარჯვა, რადგან ახალგაზრდა პილოტი სიჩქარეს აგდებდა, რათა მომდევნო დღე მეტოქეებს დაეწყოთ და შესაბამისად, მისთვის გზა გაეწმინდათ.

პირველი დღის ლიდერი პეტერ სოლბერგი, საბოლოოდ, მეოთხე ადგილზე გავიდა - მან წინ არამარტო "სიტროენის" პილოტები, არამედ ჰირვონენიც გაუშვა. რაც შეეხება კიმი რაიკონენს, მან ყოველგვარი რისკის გარეშე გაიარა მთელი დისტანცია და ქულათა ზონაში (მეშვიდე ადგილი) მოხვდა.

VII ეტაპი. საბერძნეთის რალი

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 4:04.44,3; 2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - +10,5; 3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +13,5; 4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +38.8; 5. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +5.24,7; 6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - +6.54,7; 7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - +8.29,4...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 146 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 129; 3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 124; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 76; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 73; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდ სტობარტი") - 48; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - 36; 8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 24; 9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 20; 10. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - 20...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა