ორმა ახალგაზრდა "ბორჯღალოსანმა" – მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ და ფულბეკმა დავით ნინიაშვილმა, ტოპ 14-ის ერთ-ერთ ლიდერ "ლიონთან" 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

22 წლის "ლელო-სარასენსის" აღზრდილი ბექა საღინაძე ქართული რაგბის ქომაგმა "უმცროს ბორჯღალოსნებში" თამაშით გაიცნო (18-წლამდელებში და 2017-18 წლებში 20-წლამდელებში). მას ეროვნულში დებიუტი 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა და იმავე წელს, იაპონიაში გამართულ მსოფლიო თასზე ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. დღემდე მის ანგარიშზე 21 სანაკრებო კეპი და სამი ლელოა.

2018 წელს საღინაძე პრო დე2-ის "ორიაკს" შეუერთდა და მიმდინარე სეზონში გუნდის ლიდერად იქცა. მან 14-იდან 13 მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ორი ლელო გაიტანა, ახალი სეზონიდან კი უკვე ტოპ 14-ის "ლიონისთვის" გაირჯება.

18 წლის "ხვამლის" აღზრდილი დავით ნინიაშვილი "ბორჯღალოსნების" შეკრებაზე პირველად 17 წლის ასაკში გამოიძახეს. შარშან, "შემოდგომის ერთა თასზე", მისი სანაკრებო დებიუტი ირლანდიასთან შედგა და იმავე ტურნირზე ფიჯის წინააღმდეგ ითამაშა. წელს მან რაგბი ევროპის ჩემპიონატის სამი შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

კონტრაქტი "ლიონის" ესპუარების გუნდთან გაფორმდა, რომელსაც ახალი სეზონიდან ჯონათან ვიშნევსკი ("რასინგ 92"-ის, "გრენობლის", "ტულონის", "ლიონის", საფრანგეთის "ა" ნაკრების და ფრანგი "ბარბაროსების" მგეზავი) გაწვრთნის. ახალგაზრდა ქართველი პერიოდულად პირველ გუნდთან ერთადაც ივარჯიშებს და არაა გამორიცხული, პირველსავე სეზონში პირველ გუნდშიც ვიხილოთ. აღსანიშნავია, რომ საკლუბო დონეზე მას "ხვამლთან" ერთად მხოლოდ საქართველოს რეგიონალურ და პირველ ლიგაში უთამაშია.

"ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ნაბიჯი გადავდგი. მოხარული ვარ, რომ "ლიონთან" 3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა და ვეცდები, მას ღირსეულად გავუმკლავდე. ლევან ღვაბერიძის დახმარებით, უკვე მქონდა საუბარი მწვრთნელებთან. მათგან დიდი პატივისცემა და ყურადღება ვიგრძენი, რაც ჩემს მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის".

"საუბრისას ითქვა, რომ "ლიონის" პირველ გუნდთან ერთად გავივლი მოსამზადებელ ეტაპს, ასევე პერიოდულად მექნება ვარჯიშები ძირითად ბირთვთან. კარგად მესმის, რომ ტოპ-გუნდებში ქართველი უკანახაზელების წარმომადგენლობით არ ვართ განებივრებულნი და პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. მაქსიმალურად ვეცდები, რომ დავიმსახურო ნდობა და პირველსავე სეზონში მომიწიოს ელიტაში თამაში. ჩემი მთავარი ამოცანა ახლა ფრანგული ენის შესწავლაა, რათა გუნდში ინტეგრირება გამიადვილდეს".

დავით ნინიაშვილს კონტრაქტზე ხელი უკვე მოწერილი აქვს და საფრანგეთში სავალდებულო სამედიცინო შემოწმებისთვის, ასევე, ფორმალობების მოსაგვარებლად ჩავა. ზაფხულში ის "ბორჯღალოსნებს" დაეხმარება, რის შემდეგაც ლიონში ჩავა და პირველ გუნდთან ერთად მოსამზადებელ ეტაპს დაიწყებს.

ნინიაშვილის მენეჯერი ლევან ღვაბერიძე დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა ფულბეკი პირველ გუნდთან ერთად დიდ დროს გაატარებს და აღნიშნავს, რომ "ლიონმა" მისი აყვანა "შემოდგომის ერთა თასზე" ნაჩვენები თამაშის შემდეგ მალევე გადაწყვიტა:

"პიერ მინიონიმ თქვა, რომ სურს დავითმა მოსამზადებელი ეტაპი პირველ გუნდთან ერთად გაიაროს. ჩვენი მიზანიც სწორედ ისაა, რომ მან პირველ გუნდში დიდი დრო გაატაროს".

"დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გვქონდა მცდელობა, რომ ნინიაშვილისთვის ინგლისური კლუბი მოგვეძებნა, მაგრამ იქ იმდენად გართულებულია სავიზო პროცედურები, პარალელურად ფრანგულ კლუბებთანაც დავიწყეთ საუბარი. მაშინვე გამოჩნდა "ტულონის" ვარიანტი, თუმცა პანდემიამ სინჯებზე ჩასვლის შესაძლებლობა არ მოგვცა. გარდა ამისა, იმ პერიოდში ნინიაშვილს მხოლოდ 18-წლამდელთა და 7-კაცა ნაკრებებში ჰქონდა ნათამაშები და მისი ცნობადობა დაბალი იყო".

"სექტემბრიდან ფრანგული კლუბების არეალი გაფართოვდა, დაინტერესებას ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის წამყვანი კლუბები გამოთქვამდნენ. ჩვენ ვეძებდით კლუბს, რომელიც მისი განვითარებისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. ამასობაში "შემოდგომის ერთა თასი" დაიწყო, სადაც ყველამ ვნახეთ, როგორ ითამაშა დავითმა და მის მიმართ ინტერესი გამძაფრდა. "ლიონმა" ყოველგვარი სინჯების გარეშე კონტრაქტის გაფორმების სურვილი გამოთქვა და ფაქტობრივად, 10 დღეში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საბუთების მომზადებას და პროცედურებს გარკვეული დრო დასჭირდა".

"მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ ყველაფერი კონტრაქტზე ხელის მოწერით დასრულდა. ჯონათან ვიშნევსკი, რომელიც კარიერას ამ სეზონის ბოლოს ასრულებს, "ლიონის" ესპუარების მწვრთნელად ინიშნება და მას დაევალა დავითისთვის ყურადღების მიქცევა. ვიმედოვნებ, რომ ნინიაშვილს წელსვე მიეცემა პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობა".

წყარო: rugby.ge

ამბოკარი
წინ ვაჟკაცებო, სამშობლოს უყვარხართ!
გლახუნა
ყ ო ჩ ა ღ, წარმატებები... გაგვახარეთ ბიჭებო.
სოსო
ბექას და დათოს ვულოცავ ამ კონტრაქტებს.იმედი მაქვს,საკმარისი სათამაშო დრო მიეცემათ.ცუდად მომხვდა თვალში,ახლა მთავარი ამოცანა,ფრანგული ენის სწავლააო.ვფიქრობ რაგბის აკადემიებში თუ ასაკობრივ გუნდებში,წესად უნდა დაიდოს ფრანგული და ინგლისური ენის გაძლიერებული შესწავლაც.18-19 წლის ბიჭებმა,უკვე რაღაც,თუნდაც ჩიქორთულ დონემდე მაინც უნდა იცოდნენ ეს ენები,რომ საფრანგეთ ბრიტანეთში მოხვედრის შემთხვევაში,ცაში არ აღმოჩნდნენ გამოკიდებულნი.ეს შეეხება სპორტის ყველა სახეობის სპორტ სკოლებსაც.თუმცა იქ,გათვალისწინებული უნდა იყოს ის ენები,სადაც უკეთაა განვითარებული სპორტის ის სახეობა და სადაც ძირითადად გადადიან ჩვენი ახალგაზრდები.
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
სანიოლის კაპიტულაცია
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა