onefootball-მა 20 წლამდე მარცხენა გარემარბებზე ფრიად საინტერესო ანალიტიკური წერილი გამოაქვეყნა, საუკეთესო ათეულში „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა და ვრცლად და არა ზედაპირულად დაახასიათა.

U20-ის საუკეთესო ტალანტი მარცხენა ნახევარმცველები 2021 წელს - უახლოეს წლებში ისინი საფეხბურთო სამყაროს გაახარებენ:

ანდერ ბარენეჩეა (სოსიედადი)

ანსუ ფატი (ბარსელონა)

ბრიან ხილი (ეიბარი)

ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი)

ტალეს მანიო (ვასკო და გამა)

ნათანელ მბუკუ (სტად რეიმსი)

ბუკაიო საკა (არსენალი)

კამალდინ სულემანა (ნორდსიელანდი)

ნაკი უნიუვარი (აიაქსი)

ალან ველასკო (ინდეპენდენტე)

ხვიჩა კვარაცხელია - საქართველოს სუპერვარსკვლავი - იმედი

ფეხბურთელი მოკლე პროფილში
ძლიერი მხარეები: დრიბლინგი, კონტრშეტევა

სუსტი მხარე: იერიშის დასრულება

კახა კალაძე, შოთა არველაძე და ლევან კობიაშვილი, მათი თბილისის „დინამო“ ოდესღაც სსრკ-ის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო და ამ გუნდიდან წასული რამდენიმე ფეხბურთელი წარმატებული ლეგიონერი გახდა. ამჟამად კვარაცხელია ახდენს ევროპელებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას. მისით უკვე „დორტმუნდი“ და „ბაიერნი“ დაინტერესდნენ.

ამბობენ, რომ როდესაც 2019 წლის ზაფხულში მოსკოვის „ლოკომოტივი“ დატოვა, ამ ფაქტის გამო მაშინდელმა მწვრთნელმა იური სიომინმა იტირა.

თათრეთში გამოცდილი მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის ხელმძღვანელობით სწრაფად განვითარდა და 51 მატჩში (საშუალოდ 64 წუთს თამაშობს) 7 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კვარაცხელიას ყველაზე ძლიერი მხარე დრიბლინგია. გიჟური 14 ცდა 90 წუთში და ამ მაჩვენებლით რუსეთის ელიტურ ლიგაში გასულ სეზონში დიდი უპირატესობით ლიდერი იყო. თუმცა მომენტების ნახევარზე ცოტა მეტს აგვირგვინებს. აღსანიშნავია, რომ უამრავი სახიფათო შეტევის საიმედო წყაროა.

ქართველი კონტრიერიშისას ხშირად ბურთს ძალიან წინ იგდებს, რათა სისწრაფე გამოიყენოს. 20 წლის ხვიჩა ფლანგიდან კარში იშვიათად ურტყამს, უპირატესობას მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეჭრას ან საჯარიმოს გასწვრივ მოძრაობას ანიჭებს, საიდანაც მარჯვენა ფეხით გადამწყვეტ დარტყმას ახორციელებს.

პრემიერლიგის არც ერთი ფეხბურთელი არ ქმნის ამდენ სახიფათო მომენტს (2.1 90 წუთში). საჯარიმოში მეტოქესთან კონტაქტს ეძებს და ხშირად პენალტს მოინადირებს.

საკვანძო გარღვევების (0.71) და მოსალოდნელი პასების (xA, 0,31) კარგი მაჩვენებელი გააჩნია. სამხრეთკავკასიელის მიერ დასკვნით ფაზაში მიღებული გადაწყვეტილებები და დროის სწორად შერჩევა ჯერ კიდევ უკეთესის სურვილს ტოვებს.

ქართველი ხშირად მიდის დრიბლინგისას ძალიან ბევრი მეტოქის წინააღმდეგ, შემდეგ კი, ვარიანტების არარსებობისას, იძულებულია ნაკლებად პერსპექტიული გაგრძელება აირჩიოს. მარტის დასასრულს ესპანეთთან და საბერძნეთთან გატანილმა გოლებმა შეიძლება პოტენციურად ტრენდის (მიმდინარეობის) შემობრუნებაზე მიგვითითოს.

თუ საქართველოს 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი მართლაც მდგრადად გააუმჯობესებს თავის საგოლე კოეფიციენტს და გაზრდის დრიბლინგის სარგებლიანობა-მიზანშეწონილობას, ევროპის ტოპ 5-ის რომელიმე ლიგაში წარმატებულ კარიერაში ხელს ვერაფერი შეუშლის.

გიო
მესხი ,მეტრეველი,ხურცილავა,გუცაევი,შენგელია,დარასელია,ხიზანიშვილი,არველაძები და კიდევ მრავალი რითარიან ზემოთ ჩამოთვლილებზე ნაკლები საუბარი არა მაქვს მესისა დარონალდინოზე(ეს ჩემი აზრია და მაქვს უფლება მეს და ყველას)ესეთები საუკუნეში ერთეულები არიან,დანარჩენები ჩვეულებრივზე კარგი ფეხბურთელები არიან დაცვისა მიაღწევს მათ დონეს მგონია
დავით 67
ხვიჩა ნიშნავს წვრილს. ქართულ ვარიანტში წვრილ წვრილი ვარსკვლავები იგულისხმება და არა მოკაშკაშე. ისე თუ ხვდები დისლაიქებს რატომ გისვამენ? მე პირადად არც დისლაიქს გისვამ და არც ლაიქს. კითხვა მიჩნდება ასეთი. რატომ გგონია შენ(მეგრელს) თავი უფრო მეტი, ვიდრე საქართველოს სხვა კუთხის შვილებს?? ეს რომ ასეა შენ ყველა კომენტარში სჩანს. არა იმიტომ რომ მეგრულად წერ , უბრალოდ უფრო მეტად მიგაჩნია თავიც სხვა წარმატებული მეგრელებიც. იქნებ აგვიხსნა რატომ შვები ასე?
Milani
Art tyuilad laparakob megobaro, dges chvens qveyanashi tkbili tyuili urchevniat mcare simartles. Amat goniat ertxel dila gatenda da roni da messi msoflio fexburtis varskvlavebi gaxdnen. Tan imasac fiqroben arundat xvichastvis kargio. Vacadot am bichs da yvelaferi kargad iqneba, ubralod vacadot.
არტ
კარგით რა ხალხნო ზედმეტი მოგდით . უნიჭიერესი ბიჭია. მაგრამ ჯერ ბევრი აქვს სამუშაო და დასტკიცებელიც. დრიბლინგი კარგია მაგრამ ყველაფერი არ არის და არც დრიბლინგი პლუს კარგი დარტყმაა ყველაფერი. შემტევ ფლანგელს ამ ყველაფერთან ერთად დროული სწორი გახსნის უნარი, თამაშის წაკითხვა კარგი პასი..და კიდევ რამდენიმე უნარი ჭირდება. გადავიდეს ხვიჩა წამყვან ჩემპიონატში დაიხვეწოს, შედეგიანობა გაზარდოს და ვარსკვლავობაზე მერე ვილაპარაკოთ. ნუ აგიჟებთ ბიჭს. თავში არ აუვარდება, ეგეთი არ ჩანს, მაგრამ რაღაც პერიოდი რომ არ წაუვიდეს თამაში( ეს კი შეიძლება ყველას დაემართოს) შეიძლება გატყდეს ამდენი ქება- გაღმერთების ფონზე.
Milani
Ronaldu da messis tamashze nayurebi gavt imedia. Egeti araferi ar gamigia arsad. Daushvat aqvs am bichs amxela monacemi. magram marto monacemia saqme? Ronaldinio, robinio, pato, aimari, saviola, rikardo quareshma, es arasruli chamonatvalia im fexburtelebis romeltac saocari monacemebi qondat magram ver achvenes is rasac matgan elodnen. didi fexburtis tamashi sxva temaa da tu itamashebs pirveli var vinc mxars dauchers. Ubralos cidan daeshvit xalxo da xmeletze iaret ra.
დევკალიონი
მე უფრო ბრწყინვალე მომწონს ))
H
იმიტომ გიდისლაიქებენ, რომ ზედმეტად უსვამთ ხაზს, რომ მეგრელია ხვიჩა, რაც ცოტა გაღიზიანებას იწვევს ხალხის. გავიგეთ ძმაო,რომ სამეგრელოდან არის, მაგრამ პირველ რიგში ქართველია და შეიგნეთ ეს. არანაკლები ფეხბურთელი იყო ქინქლაძე, მაგრამ ქართველად მოიხსენიებენ და არა თბილისელად. დიდი ქართველი ფეხბურთელების უმრავლესობა ქუთაისიდან იყო, მაგრამ არავინ უსვამდა ხაზს განსაკუთრებულად. ჩემი აზრით პროვინციული და შეიძლება სეპარატისტული გამოვლინებაა ასეთი ხაზგასმა.
ბაჩი
ეს კოლხური ლექსის ქართული თარგმანია: მზე დედაა ჩემი, მთვარე მამა ჩემი, მოკაშკაშე ვარსკვლავები, და და ძმაა ჩემი... ახლა დედანს დავწერ: ბჟა დიდა რე ჩქიმჲ, თუთა მუმა ჩქიმჲ, ხვიჩა ხვიჩა მურუცხეფჲ, დო დო ჯიმა ჩქიმჲ. ხვიჩა მეგრული სიტყვაა და ნიშნავს კაშკაშას მეგრულ ენაზე... წავიდა დისლაიქებიიიი
ბაჩი
აი გამაგებინეთ რა სადაც სიტყვა მეგრელი ან მეგრული იხსენიება იქ ვიღაცეებს რატომ უჩნდებათ დაადისლაიქების სურვილი?იქნებ ხვიჩას წარმომავლობაც დაადისლაიქოთ?!!! ადმინ შენ იცი ეხლა გაამზიურებ თუ არა კომენტარს რომელსაც ასევე დაადისლაიქებენ ის ვიღაცეები
beqa
საჯარიმოში უფრო მკვლელი უნდა გახდეს. შორიდან დარტყმებზე ვარჯიში და ეგაა კრიშტიანუზე უკეთესი :))
ბაჩი
იმედა გასაგებია მაგრამ ხვიჩა მეგრულ ენაზე კაშკაშას ნიშნავს და ის თავის სახელსაც ამართლებს და შენს მიერ დარქმეულ იმედასაც
Me
დავიღალე უკვე რით ვერ დაასრულეთ. გასაგებია ხვიჩა კაი ბიჭია ნუ შეგვჭამეთ, რომ დადასტურდება ტრანსფერი მერე გვითხარით. გიოც მასე დათარსეთ და ისეა კარიერას შეეშვას ლამის.
დიმო
ნუ მპარავ აზრებს ძმა მე დავწერე ეგ პირველად მაკედონიის თამაშის მერე:))))) მართალია ზურა იმედო უნდა ერქვას ძლივს გვეღირსა ფეხბურთელი!
ზურა
ჩვენი ხვიჩა ჩვენი იმედია!!! მას ქართველმა გულშემატკივრებმა იმადა უნდა დავარქვთ!!! იმედა კვარაცხელია!!!
Milani
Susti mxare, ukve varskvlavia da ra unda meti. Gatishe xvicha telefoni tore es xalxi daggupavs. Amdeni qeba shennair tavmdabal kaczec cudad imoqmedebs. Armiekaro masobrivi informaciis sashualebebs da did fexburts itamasheb. Carmatebebs gisurveb da imedi maaqvs chvens nakrebze guls momibruneb sheni tamashit.
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"გაცილებით დაბალ დონეზეა, ხვიჩაზე ეს ამას არ ამართლებს..." - რას წერენ პსჟ-ის ფანები კვარაცხელიას შესახებ "მონაკოსთან" მატჩის შემდეგ
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს