რუსეთის პრემიერლიგა. ქართველი ლეგიონერები: ჯანოს და საბას პირველ-პირველი, ამისულაშვილი სიმბოლურშია
რუსული "ჩემპიონატი" ჯანო ანანიძის სატრანსფერო ღირებულებად 2 მილიონ ევროს მიიჩნევს, თუმცა, თუკი ჩვენებური ასე გააგრძელებს, მისი ფასი საგრძნობლად გაიზრდება - შაბათს 18 წლის ლეგიონერმა წლევანდელ პრემიერლიგაში პირველი გოლი გაიტანა, თან ეს მოსკოვურ დერბიში მოახერხა.

"სპარტაკი" "ლოკომოტივს" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ანანიძემ რუსულ პრემიერლიგაში მეხუთე გოლი მიითვალა და ეს 35 მატჩში მოახერხა (8 თამაში, 2 გოლი - 2009 წლის სეზონში, 23 თამაში, 2 გოლი - 2010-ში და 4 თამაში, 1 გოლი წლეულს). გოლამდე ჯანომ ერთი დიდებული პასიც გააკეთა, გოლი კი 44-ე წუთზე გაიტანა, როცა "სპარტაკი" მასპინძელთა შეტევებს იგერიებდა. ანანიძემ საჯარიმოს რკალიდან მეკარისგან მარცხენა კუთხეში დაარტყა ზუსტად. 2 წუთში ესპანელმა სერხიო როდრიგესმა მეორეც შეაგდო. ჩვენებური ვალერი კარპინმა 83-ე წუთზე შეცვალა. "ჩემპიონატმა" მას 6,5 ბალი დაუწერა (სულ სამმა მიიღო ასეთი შეფასება, როდრიგესმა, ჯანომ და მეკარე დიკანმა). "სპარტაკი" 14 მატჩიდან 21 ქულით მე-8 ადგილზეა.

ნიჟნი ნოვგოროდის ქართული ლეგიონი პირველად გავიდა მოედანზე ომარ თეთრაძის დარიგების გარეშე, მისმა შემცვლელმა დიმიტრი ჩერიშევმა კი სადებიუტო მატჩში ვერ ივარგა, "ვოლგამ" შინ "ზენიტთან" 0:2 წააგო. წაგების მიუხედავად, ეს მატჩი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ სეზონში გოგიტა გოგუასთვის, მისი თანაგუნდელები კი ვერაფრით გამოირჩნენ. ოთხი ქართველი სასტარტოში იყო (ლაშა სალუქვაძე, გია გრიგალავა, გოგიტა გოგუა და ოთარ მარცვალაძე), 63-ე წუთზე კი მათე ვაწაძეც გამოჩნდა. გოგუამ ფლანგზე ქართული წარმოშობის ზენიტელი იგორ ჩემინავა დაჩაგრა, რომელმაც თამაშის შემდეგ აღნიშნა კიდეც ეს: "გოგუას წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელი იყო. მას ძალიან კარგი დრიბლინგი აქვს. გამუდმებით ცენტრისკენ იწევდა და შემდეგ კარს ემუქრებოდა. თუმცა ჩვენ "ვოლგას" თამაში კარგად შევისწავლეთ და მეც მწვრთნელის მითითებებს ვასრულებდი". სხვათა შორის, ერთ-ერთ ეპიზოდში ჩემინავამ გოგუას წინააღმდეგ ფეხებში ვარდნა შეასრულა, მსაჯმა კი ჩვენებური გააფრთხილა სიმულაციისთვის. "ჩემპიონატმა" გოგუას 6 ბალი დაუწერა, სალუქვაძეს - 5,5, სხვებს - 5. "ვოლგა" 13 ქულით მე-13 ადგილზეა.

დავით სირაძის "სპარტაკი" ნალჩიკში ვერას გახდა "ცსკა-სთან - 0:2. ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს (შეფასება - 6). აი, რა თქვა თამაშის შემდეგ დათომ: "დასანანია, მომენტები ჩვენ არანაკლები გვქონდა, მაგრამ ცსკა-ს ძალიან უმართლებდა, ყველა დარტყმა კარში წავიდა". ნალჩიკელები 9 ქულით ბოლო ადგილზე არიან.

ნუკრი რევიშვილმა კარი კვლავ მშრალად შეინახა. ამ სეზონში ეს "ანჟის" გოლკიპერმა მეექვსედ მოახერხა 12 თამაშში. მართალია, პერმში "ამკარის" ფორვარდები სულ სამჯერ დაემუქრნენ მის კარს, მაგრამ 59-ე წუთზე ბელორუკოვის დარტყმულს საგოლე ეთქმოდა. ამასთან, რუსული მედიის აზრით, ჩვენებური ორჯერ შეცდა გამოსვლაზე. "ჩემპიონატმა" ქართველ მეკარეს 6 ბალი დაუწერა. "ანჟი" 23 ქულით მე-5 ადგილზეა.

დერბი მოიგეს ალეკო ამისულაშვილმა და მისმა "კრასნოდარმა" (1:0). როგორც დერბის შეშვენის, "ყუბანთან" მატჩში იყო წითელი ბარათებიც, ვერგატანილი

პენალტიც და კვანძის დრამატული გახსნაც - გოლი ბოლო წუთებზე. ალეკომ 90 წუთი ითამაშა (6 ბალი), "კრასნოდარი" 20 ქულით მეცხრეა.

ლევან გვაზავას "ტერეკმა" 2:0 მოუგო "კრილია სოვეტოვს". ჩვენებურმა 70 წუთი ითამაშა (6 ბალი). კარიერაში პირველად მოხვდა რუსული პრემიერლიგის მატჩის განაცხადში 19 წლის საბა კვირკველია - "რუბინმა" სტუმრად "როსტოვს" 3:1 მოუგო, საბა კი სათადარიგო იყო. სხვათა შორის, წინა დღეს მან დუბლების მატჩში (რომელიც "რუბინმა" მერაბ ურიდიას გოლით 1:0 მოიგო) შეუცვლელად ითამაშა.

წუხელ "ჩემპიონატმა" მე-14 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ერთი ჩვენებური მოხვდა - ალეკო ამისულაშვილი.

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის