"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულებული IRB-ის ერთა თასის გათამაშების ბოლო ტურში ნამიბიის ნაკრები 23:18 დაამარცხეს
საქართველო-ნამიბია 23:18

საქართველო (15-9) მ.ურჯუკაშვილი (ბ.ურჯუკაშვილი 70), გუგავა, თოდუა, გიგაური, ჩხიკვაძე, ხმალაძე, სამხარაძე (1-8) შველიძე, ბრეგვაძე, ქუბრიაშვილი (კაკოვინი 50), ზედგინიძე (ნემსაძე 62), ვ.მაისურაძე, ბერიშვილი (ბასილაია 20), კოლელიშვილი, ზ.მაისურაძე

2ლ: სამხარაძე, გიგაური. 3ს,2გ: მ.ურჯუკაშვილი

სინბინი: ჩხიკვაძე

ნამიბია (15-9) ბოთა, ვინკლერი, ვიკი, დ.დე ლა ჰერპი, ბოკი (ფილანდერი 56), იანტისი, რ.დე ლაჰარპი. (1-8) რედელინჰაუზი, ოკალაჰანი, ტოიტი, კოლი (ბლომი 41), ესტერჰუიზენი, დუ პლესი, კიტშოფი (ფან ლილი74), ნიუვენჰაუზი.

2ლ: ვინკლერი, ბოკი. 2ს,გ: იანტისი

მსაჯი: ენდრიუ სმოლი (ინგლისი)

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულებული ტურნირის ბოლო ტურში ნამიბიის ნაკრებთან შარშან განცდილი მარცხის გამო რევანში აიღო - 23:18.

თამაში ჩვენი გუნდისთვის ძალიან ცუდად დაიწყო და მე-15 წუთისთვის უკვე თორმეტი ქულის სხვაობით აგებდნენ. ნამიბიელებმა მე-6 წუთზე შერკინებაში ბურთი წაგვართვეს და მარჯვნივ ხაზზე გაათამაშეს. "ბორჯღალოსნების" დაცვა ადგილზე დახვდა, მაგრამ აფრიკელებმა ორჯერ ფეხით გადაიკიდეს და ბოლოს კიდესთან ახლოს, ბურთი გარემარბ ჰეინი ბოკის ნადავლი გახდა, რომელმაც ანგარიში ლელოთი გახსნა. ფულბეკმა ქრისანდერ ბოთამ გარდასახვა ვერ გამოიყენა - 5:0.

აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო კარში ბოლო დარტყმა, რომელიც ნამიბიელებს გაუცუდდათ. ბოთამ და მგეზავმა ევგენი იანტისმა ჯამში 6 საჯარიმო ვერ გაიტანეს.

ოთხ წუთში იანტისმა ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა რვა ქულამდე გაზარდა - 8:0.კიდევ ოთხ წუთში უკვე საქართველოს ნაკრების ფულბეკმა მალხაზ ურჯუკაშვილმა ორმოცი მეტრიდან ასევე საჯარიმო გაიტანა - 3:8.

მალ ნამიბიელებმა შსეანიშნავი კომბინაცა გაითამაშეს. ჩვენ 22-მეტრიან ზონაში ბურთი შერკინებიდან გამოიტანეს, სწრაფად მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გამოათამაშეს, იანტისმა კიდესკენ ფეხით გადაჰკიდა და გარემარბმა ლიველინ ვინკლერმა ლელო გაგვიტანა, იანტისმა გარდასახა - 15:3.

ამის შემდეგ ნამიბიელებს, მეტ-ნაკლებად ხეირიანი აღარაფერი გაუკეთებიათ. ქართველმა მორაგბეებმა ნელ-ნელა შეძლეს გონს მოსვლა და 35-ე წუთზე ლელოს გატანაც მოახერხეს.

დერეფანი ნამიბიელთა ლელოდან 30 მეტრში მოვიგეთ. ბურთი მგეაზავ ლაშა ხმალაძეს გაუტანეს, რომელმაც დაცვის ხაზის გაჭრა შეძლო, მას ჯერ შერკინების კვაჭიჯაბა ბრაგვაძე წამოეშველა, რომელმაც ბურთი მარჯვნივ მესამეხაზელ ვიქტორ კოლელიშვილს გაატანა, ამან სამი მეტოქის გარემოცვაში ათიოდ მეტრი გაიარა, წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ცხრა ნომერმა ბიძინსა სამხარაძემ აიტაცა და მარცხნივ, გრძელი ფრთისკენ შეუტია, აქ ცრუ მანევრით ორ მეტოქეს ხელიდან გაუსხლტა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. მალხაზ ურჯუკაშვილმა გარდასახა - 10:15, ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნები" უპრატესობას დაეუფლნენ, შერკინება ჩვეულად მძლავრად ამოქმედდა და თამაშის განახლებიდან ოთხ წუთში ანგარიშში დავწინაურდით. ჩვენმა მორაგბეებმა მეტოქეს ზედ კარის პირდაპირ ლელოს მისადგომებთან სამწუთიანი შტურმი მოუწყვეს, მერე სამხარაძემ, მოულოდნელად, მარცხნივ ხაზზე შუამარბ რეზო გიგაურს გადააწოდა, რომელმაც გვერდი ორ მოწინააღმდეგეს აუარა და ბურთი ჩათვლის მედანში შეიტანა, ურჯუკაშვილმა გარდასახა და მატჩში პირველად დავწინაურდით - 17:15.

ნამიბიელებმა ერთ წუთში ანგარიში ისევ სათავისოდ ხელსაყრელი გახადეს. იანტისმა საჯარიმო გაიტანა - 18:17. ამაზე "მახომ" ორი საჯარიმოთი უპასუხადა მე-60 წუთისთვის 23:18 დავწინაურდით.

თამაშის დასრულებამდე ოცი წუთი იყო დარჩენილი. ეს საკმარისი დროა, ასეთი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად, მაგრამ ნამიბიელებმა, მიუხედავად იმისა, რომ 66-ე წუთდან არბიტრმა ირაკლი ჩხიკვაძე სინბინში გაუშვა და კაცნაკლულნი დავრჩით, დაცვაში ყურადღებით მოთამაშე "ბორჯღალოსნებს" ვერაფერი დააკლეს. მონაგარს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ხელსაყრელი ვითარება შექმნეს, ვერც ჩვენმა მორაგბეებმა შემატეს რამე, თუმცა გამარჯვების მოსაპოვებლად 23 ქულაც საკმარისი აღმოჩნდა.

მატჩის შემდეგ

რიჩი დიქსონი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: "მიზანი, რასაც ჩვენი ამ ტურნირში მონაწილეობა ითვალისწინებდა, მიღწეულია. განვლილმა თამაშებმა ბევრ კითხვაზე გაგვცა პასუხი. ახლა ჩვენთვის მთავარია გუნდი მსოფლიო თასისთვის სათანადოდ მოვამზადოთ".

ჯონ მაგლტონი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოს ნაკრებთან მუშაობა შარშან ნოემბერში დავიწყე. ვფიქრობ საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავე. ალბათ ხედავთ, რომ ეს ბიჭები ნელ-ნელა იზრდებიან. ისინი ძალიან მონდომებულები არიან, უნდათ სულ უფრო მეტი ისწავლონ და თამაშისას უკომპრომისო ხასიათით გამოირჩევიან.

ჩვენი ნაკრების შერკინება ძალიან ძლიერი და მობილურია, ახლა მთავარია, მათ დონეს გავუთანაბროდ უკანახაზელების თამაშის დონეც, რაც მეტ ეფექტს და ბევრად უკეთეს შედეგს მოგვცემს.

ქართველები ძალიან ლამაზი, კეთილშობილი ხალხია. ყველა ღონეს ვხმარობ, რომ ქართული ვისწავლი და მათ მშობლიურ ენაზე ვეაუბრო. ვფიქრობ, რომ ეს უფრო სარგებლის მომტანი იქნება და მათი მხრიდან მეტ პატივისცეამას დავიმსახურებ"

IRB-ს ერთა თასი

პორტუგალია-ს.აფ.კინგზი 39:12

რუმინეთი-არგენტინა A 13:37

სატურნირო მდგომარეობა

1. ს.აფ.კინგზი - 13 ქულა, 2. საქართველო - 8, 3. არგენტინა A - 7, 4. ნამიბია - 6, 5. რუმინეთი - 5, 6. პორტუგალია - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე