თქმულა, წარმატებული კაცის უკან კარგი და მზრუნველი მეორე ნახევარი დგასო, ამის კიდევ ერთ მაგალითს ამჯერად ირლანდიურ ოჯახში შევხვდებით.

UFC-ის 2 სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩემპიონ კონორ მაკგრეგორს მარტივი ცხოვრება ნამდვილად არ გაუვლია, დღეს დიდძალი ქონების პატრონი მამაკაცი ერთ დროს დუბლინიდან ნახევარი საათის სავალზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, არც შემოსავლით არ გამოირჩეოდა და თავის რჩენაც მეტად რთულ პირობებში უწევდა, თუმცა მის გვერდით დი დევლინი იდგა, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი ჩადო, რათა მის მეუღლეს ყველაფერი გამოსვლოდა.

2008 წლიდან მოყოლებული კონორი და დი ცოლ-ქმარი არიან, ჰყავთ 3 შვილი კროია, ჯეკი და რაიანი, თუმცა ამ უდიდეს ბედნიერებამდე რთული გზა გაიარეს.

"სამსახური არ მქონდა, რადგან მთელ ჩემს დროს დარბაზში ვატარებდი. მჯეროდა, რომ ერთ დღეს ჩემპიონი გავხდებოდი და ჩემი მეუღლე ამაში დამეხმარებოდა. დი არასდროს მეუბნებოდა, რომ ეს საქმიანობა მიმეტოვებინა, მიუხედავად უსახსრობისა (თვიდან-თვემდე უმუშევრობის გამო შემწეობას ვიღებდით, რომელიც 188 ევროს შეადგენდა), ის მაინც ჩემს გვერდში იყო და ნებისმიერ ფასად სჯეროდა ჩემი წარმატების" - ჰყვება მაკგრეგორი.

"ფული თითქმის არაფერზე გვყოფნიდა, თუმცა დი ჩემი კვების რეჟიმის დაცვას ცდილობდა და კარგადაც გამოსდიოდა, მოდიოდა ჩემთან ერთად დარბაზში, მამხნევებდა, ცდილობდა ოქტაგონს გარეთ მჯდარიყო, პატარა, უმნიშვნელო წარმატება კი ძალიან ახარებდა".

"ახლა უკვე მილიონებს ვშოულობ, ჩემი ბრძოლები ათასობით მაყურებელს აგროვებს, შემიძლია თავს ნებისმიერი მანქანის ყოფილს უფლება მივცე, ნებისმიერი ღირებულების სამოსით შევიმოსო, მაგრამ სწორედ ის არის ადამიანი, ვინც ამ ყოველივეს იმსახურებს, დიახ, ჩემზე მეტადაც კი".

საოცარია ასეთი ადამიანური და ერთმანეთის ერთგული წყვილი, რომელმაც საერთოდ არაფრიდან შეძლეს და დასახულ მიზანს მიაღწიეს, დღეს მაკგრეგორი შერეული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, მიუხედავად ბოლო დროს ჩავარდნილი შეხვედრებისა, ამ სპორტის მოყვარულების გულებში აუცილებლად დარჩება ოქროს მოგონებად თუ რა სიჩქარით შემოიჭრა ირლანდიელი ოქტაგონის შუაგულში და მოიპოვა 2 სხვადასხვა წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამარი.

daviti
ეს ტიპი სულაც არ მომწონდა,მაგრამ მისმა ოჯახურმა იდილიამ ერთბაშად დადებითად განმაწყო მის მიმართ. ყოჩაღ!
ძინ პინი
ზოგი მოხუცი იმდენად ახვარია დარტყმა ყველაზე მინიმუმია რაც უნდა გაუკეტო. ასე რომ ის რომ ადამიანი მოხუცია ეს არ არის არგუმენტი.
zura
კონორის დამსახურებაა რომ UFC ამ დონეზეა. მის ორთაბრძოლებზე ხალხი თვეობით ელოდებოდა. იცის პიარი, იცის საქმე როგორ აკეთოს, გახსოვთ ეს რომ მეივეზერს ეჩხუბა? რა აყალ მაყალი ქონდათ ჩხუბამდე? ეს პიარია იყოს ორივეს მხრიდან. და რა მოხდა ბრძოლის დასრულებისთანავე? ძმები დაუძახეს ერთმანეთს. როგორც მებრძოლიც კარგი იყო. კაცი რომელიც სანტექნიკოსი იყო და ორ კატეგორიაში გახდა ჩემპიონი. ეს ქნა ბევრმა? განა ბავშვობიდანვე ვარჯიშობდა? არა. ამ ბოლოს კაცი დაჟე იმხელა პიარშიკია და იმხელა ნდობა აქ ჩელსის ყიდულობდა 3 მილიარდად. და არის მილიარდერი? არა. აბა საიდან ამდენი ფული? ესეიგი ყავდა სპონსორი და ქონდა იმის ტრაკიც რომ ეყიდა. მალადეც რა. შემნა თავისი ტიპაჟი და ოჯახთან კიდე სხვაა. ნამდვილი მეოჯახე. ვენაცვალე კონორს რა. წარმოიდგინეთ ასეტი ოჯახი რამდენია მსოფლიოში. მემგონი ძალიან ცოტა. ბრავო კონორს

რა თავმდაბალი? მოხუც ადამიანს დაარტყა ახვარმა
q
ვერ ვიტანდი მაკგრეგორს, მაგრამ ასეთი კარგი ცოლები მხოლოდ კარგ კაცებს ჰყავს, საღოლ შენ კონორ და საღოლ შენს მეორე ნახევარს.
ს
კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც ეს კაცი იმსახურებს პატივისცემას! მას შეეძლო წარმატების შემდეგ ნებისმიერ ქალთან ჰქონოდა ურთიერთობა მაგრამ არ ივიწყებს წარსულს, დიდი მებრძოლის გარდა, დიდი პიროვნებაცაა, ამას წინათ ვკითხულობდი ოქტაგონის გარეთ როგორი სხვა ადამინია, ბევრად თავმდაბალი, უბრალოდ ცხოვრებაა ესეთი, ეგ უბრალოდ მისი პერსონაჟია, ამპარტავანი და ნაბი*ვარი, მან აწია UFC იმ დონემდე, დღეს რომ არის, მისი ე.წ-მა პერსონაჟმა მოუტანა ამხელა რეიტინგი, უბრალოდ ეს ბიზნესია და საქმის ნაწილია როგორც თვითონ ამბობს, არავინაა ბოროტი, უბრალოდ ფული ეგრე კეთდება, რაც უფრო მეტია თრეშ ტოლქი, მით უფრო მეტია ინტერესი მაყურებლის მხრიდან, ესაა და ეს :)
JojoLLA
აი რას ნიშნავს წესიერი ქალის შერჩევა ცხოვრებაში + სიყვარული და პატივისცემა ქალისადმი + მისი გამხნევება, თანადგომა და კონორის წარმატება! ამაზე კინო უნდა გადაიღოს ჰოლივუდმა, მიხარია ასეთი რომანტიულ-წარმატებული ისტორიები. იმედია კონორი ფულს არ დახამდება არ გააფუჭებს ფული და თავის სიყვარულს გულს არ გაუტეხავს და არ მოიქცევა ისე როგორც ვარსკვლავების 99% იქცევა - თავშიავარდნილი იდიოტივით. ხოდა კაცებო ისწავლეთ: თქვენი წარმატების რეცეპტის უმთავრესი კომპონენტი სიყვარული და ქალის გვერდში თანადგომაა!
aburjga
ღმერთმა დაგლოცოთ! არ მეგონა ეს კაცი ასე ადეკვატური და ახლა ძალიან გახარებული დავრჩი! კარგია ასეთი ცოლ-ქმრობა, ერთგული და მზრუნველი მეუღლე ღმერთისგან კაცისათვის ყველაზე დიდი საჩუქარია!
დ
არ მევასებოდა ეს ტიპი, მაგრამ ამ სტატიამ აზრი შემაცვლევინა, ასთი ოჯახის პატრონი უდაოდ პატივისცემას იმსახურებს.
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
[VIDEO] "მერაბის მიმართ მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა მაქვს" - უაითმა დვალიშვილთან კონფლიქტი დასრულებულად გამოაცხადა
"ბრმა დარტყმა გავუშვი... იმ 1%-ს, ვისაც ძალიან გაგიხარდათ, გილოცავთ..." - გიგა ჭიკაძემ სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა
აღიარებაც ასეთი უნდა - კაპაძე 2025 წლის ნაკრებების საუკეთესო მწვრთნელთა ათეულშია
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
მაკგრეგორი: ლაჩრებო, დვალიშვილი ლეგენდაა
"ვოლკანოვსკი თოფურიას დაანოკაუტებს" - მაკგრეგორის პროგნოზი
"დავამარცხებდი თუ არა 2015 წელს კონორს?" - ვოლკანოვსკიმ რთულ შეკითხვას უპასუხა
კონორ მაკგრეგორს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს
თოფურია: ჩაიცვი წითელი ტრუსი, ეტყოდა მაკგრეგორი მეუღლეს ჩემთან ბრძოლის შემდეგ
"პატარა სულელო, თავს წაგაცლი... " - რა პასუხი გასცა კონორ მაკგრეგორმა ილია თოფურიას?