"რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას "ლიდსში" შესაძლო გადასვლაზე წერილი ბრიტანულმა hitc.com-მა გამოაქვეყნა.

"რეპორტაჟი: "ლიდსი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მილაპარაკებას აწარმოებს. "რუბინის" დირექტორი 26 მილიონ ფუნტს ითხოვს.

"ლიდსმა" ზაფხულში შეიძლება კიდევ ერთი გარემარბი დაიმატოს და ძიებამ რუსეთში მიიყვანა.

"რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია პერსპექტიულია და როგორც ჩანს, "ლიდსს" ძალიან უნდა თავისთან, ინგლისში წაიყვანოს.

Soccer.ru-ს მტკიცებით, "ლიდსს" კვარაცხელიას შეძენა სურს და ვიკტორ ორტა (კლუბის დირექტორი) უკვე შეხვდა ფეხბურთელის წარმომადგენლებს, რათა განეხილათ პოტენციური ტრანსფერი.

ხვიჩასთვის შეიძლება დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზის მიღება პრობლემა გახდეს და თანაც, მისი სამსახურით "ინტერი", "ნაპოლი", "ატალანტა", "დორტმუნდი", "ბაიერნი", "აიაქსი", "მონაკო", "მილანი" და "იუვენტუსი" არიან დაინტერესებულნი.

ეს იმას ნიშნავს, რომ "ლიდსს" კვარაცხელიას გადასაბირებლად სერიოზული ბრძოლა მოუწევს, მაგრამ ძნელია არ აგაღელვოს იმ პერსპექტივამ, რაც "რუბინში" გამოავლინა.

ის ჩინებული დრიბლინგის უნარების მქონე გარემარბია და გასაკვირი არ არის, რომ "ქართველი მესი" უწოდეს.

20 წლის კვარაცხელიამ ამ სეზონში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, მარჯვენაფლანგელ რაფინიასთან ერთად "ლიდსში" დაუჯერებელი ტანდემის შექმნა შეუძლია.

რბოლის მოგება ადვილი არ იქნება და როგორც ჩანს, "ლიდსს" დიდი თანხის გადახდა მოუწევს. ყაზანური კლუბის სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი ამბობს, რომ ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ აფასებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ "ლიდსს" 26 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

ეს დაახლოებით იმდენია, რამდენიც "ლიდსმა" გასულ ზაფხულს როდრიგოში გადაიხადა და უფრო მეტი, რაც რიო ფერდინანდის ტრანსფერი დაუჯდა (2000 წლის ნოემბერში "ვესტ ჰემისგან" იმ დროისთვის ბრიტანეთში სარეკორდო, 18 მილიონ ფუნტად იყიდა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მცველი გახდა - რედ.). ასე რომ, მოთხოვნილი თანხიდან გამომდინარე, ორტას დაფიქრება მოუწევს".

დავით 67
რატომ გერმანიის გუნდები არ აქტიურობენ? ყველაზე კარგი ვარიანტია ხვიჩასთვის დორტმუნდი. ყველაზე ცუდი ინგლისი, თუნდაც ლივერპული. ინგლისის პრემიერ ლიგა ძალიან უხეშია და თანაც მაღალტემპიანი.
გივი სიხარულიძე
რა 25 ტო? მე ლიჩნაად 25 წლის რო ვიყავი მაგარი ვიყავი
დათა თუთაშხია
ბოროტი და შურიანი კაცი ჩანხარ შენ ვახო კურალა - ასეა ეს
ბ.ჯ.
მთავარია ამანაც არ იფიქროს, ჩემპიონი გავხდები რუსეთის და მერე გადავალო
vaxo kurula
ქართველი მესი კი არა ქუთაისელი რონალდო არ გინდათ კიდევ?...არ წაიღეს კაცო ტვინი ამდენი იდიოტური სათაურებით და ცრუ ჭორებით? ახალგაზრდაა და დარბის ჩქარა, იქნება 25-26 წლის და ამის ნახევარი სისწრაფეც არ ექნება თუ პროფესიულად არ მოუდგება თავის მომავალს.
Levani
რიო ფერდინანდი რო იყიდეს მაშინ თბილისში 3 ოთახიანი ბინა 8000 დოლარი ღირდა
სანდრო
ar darche rusetshi!!!! chemi azrit arc italiashi unda gadavides, ik zalismier pexburts tamashoben!! an inglisi an germania. lidsi
gio
100% გეთანხმები, რუსები ყველაფერს პოლიტიკურად უყურებენ და მითუმეტეს ფეხბურთს, მათთვის პრინციპის საკითხია რომ საუკეთესოებმა პოსტსაბჭოთა სივრციდან მაგათ გუნდებში ითამაშონ, მაგრად გაჭირდება ხვიჩას მაგ ჭაობი ქვეყნიდან წასვლა.
Igroki
არზუმი არა აღლუმი
კოკო
დააცადეთ ამ ბიჭს ფეხბურთის თამაში!
გელა
მე არ ვენდობი რუებსს რუბინის ხელმძვანელობას და არც ჯუღელს ჯუღელმა თვითონვე თქვა, რომ მე რუსულ ბაზარზე ვმუშაობ და აქ მაქვს კონტაქტებიო. რუსები რომ მაქსიმალურად შეეცდებიან რომ ხვიჩა რუსეთში დატოვონ მაგაში ეჭვიც არ მეპარება თქვენ გაიხსენეთ არზუმის მაგალითი ირანელი ფეხბურთელი, რომელიც მართაც ძაან მაგარი ფეხბურთელია მასზეც ასევე ამბობდნენ, რომ ევროპაში გაუშვებდნენ ხელს არ შეუშლიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ და ა.შ ბოლოს აღმოჩნდა ზენიტში რუბინიდან ასე, რომ აქ უკვე ხვიჩაზეა დამოკიდებული ყველაფერი თუ ის პრინციპულად არ მოინდომებს ევროპაში წასვლას და რომელიმე რუსული გრანდის ზღაპრული კონტრაქტი თუ არ აცდუნებს ის აუცილებლად ითამაშებს ევროპულ გრანდში დღეს თუ არაა ხვალ ამისათვის უნდა წავიდეს მალევე თუ დიდი ფეხბურთის თამაში უნდა სექტემბრამდე სავარაუდოდ ყველაფერი გაირკვევა მაგრამ რუსების ნდობა არ შეიძლება.
გგ
აბა სად არის
უი გენაცვალე
ქართველი მესიო :) იქნებ რონალდოა? :))) მესი არა ნესვი :) იმედიმაქ რონალდოს პროფესიონალიზმი და ჟილკა ექნება
ბაჩი
როგორ არ არის მაგრამ უკეთესი არავინ...
მეგრელი
როგორ არა, ფეხბურთელების მეტი რა გვყავს, თან პრემიერლიგაში რო თამაშობენ ეგეთები.
ა.კ
რა გაა----ეთ ამ კვარაცხელიათი , ამის გარდა საქართველოში სხვა ფეხბურთელი არის ?
ერიჰაა
აგვიხსენით ბოლო-ბოლო, რომელია ქართველი მესი, კარპატელი მესი ან "გრუზინსკიი ჟორა".
ზურა222
არავითარი ლიდსიიი ! ჯერ ერთი სამუშაო ვიზას სანამ მისცემენ ნახევარი სეზონი გაუცდება და რაც მთავარია იქ დალეწავენ @ ინგლისში დრიბლიორებს უცერემონიოდ ცელავენ თანაც სასტიკი ფორმებით @
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონის შეცდომა. ეს რომ მამარდაშვილს გაეკეთებინა - "ლივერპულმა" "ლიდსთან" ქულები გაიყო
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
"ლიონს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს
ჩაკვეტაძის "უოტფორდი" სახლში ლიდერ "ლიდსთან" განადგურდა
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
მიქაუტაძის თანაგუნდელი პრემიერლიგის გუნდში გადავიდა
ჩაკვეტაძის "უოტფორდი" ისევ დამარცხდა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს