"გაგრამ" სეზონისა და ევროპის ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო, გუნდის თავკაც ანატოლი პისკოვეცს კი თბილისში დღეს,20 ივნისს ელიან
"გაგრამ" სეზონისა და ევროპის ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. უკვე გაცნობეთ, რომ გუნდში რადიკალური ცვლილებები არ იგეგმება - ევროპის ლიგის მატჩებამდე დარჩენილ მცირე დროში ეს არასასურველად ჩათვალეს - კლუბის მეპატრონე ბესიკ ჩიხრაძე და მთავარი მწვრთნელი ანატოლი პისკოვეცი მხოლოდ ორიოდე პოზიციის გაძლიერებას აპირებენ.

გუნდი 17 ივნისს შეიკრიბა და "მერანზე" ვარჯიშობს. ანატოლი პისკოვეცი საქართველოში ჯერ არ ჩამოსულა, მას თბილისში დღეს ელიან, მთავარი მწვრთნელის არყოფნაში კი გუნდს მისი ასისტენტი ზვიად ჯელაძე ავარჯიშებს.

"გაგრას" პრესატაშე მიხეილ აფხაზავას თქმით, გუნდი დატოვა მეკარე ლადო ნადირაშვილმა. მას კონტრაქტი დაუმთავრდა და, ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, თამაში ფოთის "კოლხეთში" განაგრძოს.

შევიტყვეთ, რომ პისკოვეცი ევროპის ლიგის მატჩებამდე მარცხენაფლანგელ გელა ხუბუას დამატებას აპირებს. რუსთავის "ოლიმპის" ყოფილი ფეხბურთელი უკვე გუნდში ვარჯიშობს. 26 წლის ხუბუას გასული სეზონი ტრავმის გამო გაუცდა.

"ხუბუას ამბავი ჯერ არ გადაწყვეტილა, მასთან კონტრაქტი არ გაფორმებულა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის გარეშე გუნდში ვერავინ ივარჯიშებს, პისკოვეცი კი ხუბუას "ოლიმპში" მუშაობის პერიოდიდან იცნობს", - ამბობს აფხაზავა.

გუშინ, 19 მაისს "გაგრამ" მუხრანის ბაზაზე ორი საკონტროლო შეხვედრა გამართა: უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულები ჯერ თენგიზ სულაქველიძის აკადემიის 1994 წელს დაბადებულთა გუნდს შეხვდნენ (მწვრთნელი ვახტანგ კოპალეიშვილი), მერე კი - რევაზ ძოძუაშვილის უგუნდოების ნაკრებს.

საქართველოს თასის მფლობელმა აკადემიელებს 3:0 მოუგო (გოლების გაიტანეს გიორგი გრძელიძემ (2) და "ბაიადან" მიწვეულმა 18 წლის თავდამსხმელმა მურთაზ ჩანგელიამ), "უგუნდოებს" კი 2:0 სძლია (21-ე წუთზე "გაგრას" ყოფილმა მცველმა, ამჟამად ძოძუაშვილთან მოვარჯიშე ჩასემმა საკუთარ კარში ჩაჭრა, მე-40-ზე კი შალვა კვანტალიანმა მეორე ბურთი შეაგდო).

სამწუხაროდ, "გაგრას" თავდამსხმელი და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა აბაიომო სეუნი ოვონიკოკო ვერ ვარჯიშობს და ევროპის ლიგაზე მისი თამაში საბოლოოდ გამოირიცხა - ნიგერიელ თავდამსხმელს ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი და ოპერაცია სჭირდება. არადა, ბელგიურ "ლოკერენში" მისი გადასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა