„სელტიკის“ თავკაცად ნილ ლენონს სტოვებენ, თან, გაუმჯობესებული კონტრაქტით
„სელტიკის“ თავკაცად ნილ ლენონს სტოვებენ, თან, გაუმჯობესებული კონტრაქტით. ჩრდილოირლანდიელი სპეციალისტი ოჯახთან ერთად დასასვენებლად პორტუგალიაში იყო და გლაზგოს დასვენებული დაუბრუნდა. ახალი შემართებით დახვდნენ კლუშიც -ერთწლიან ხელშეკრულებას, რომელიც ბოლოდროინდელ ჭორებსა და კამათს წერტილს დაუსვამს ხელმოწერაღა აკლია.

შვებულებაში გასვლის წინ ლენონს „პარკჰედის“ ბინადართან ნახევარწლიანი კოტრაქტი ჰქონდა გაფორმებული და ხელფასსაც გაცილებით ნაკლებს იღებდა ვიდრე მისი წინამორბედი მწვრთნელები. ახალი პირობები მას, რასაკვირველია, დააკმაყოფილებს. ლენონის ხელმძღვანელობით „სელტიკმა“ შოტლანდიის თასი მოიპვა, ჩემპიონობა კი, ვაგლახ, „რეინჯერსს“ გაატანა, თუმცა მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა.

აღსანიშნავია, რომ ნილ ლენონი ძლიერი პიროვნებაა. მან არად ჩააგდო უსიამოვნო ამბები, რომლებიც თავს გასული სეზონის განმავლობაში გადახდა. ჩრდილოირლანდიელს არც საკუთარი ქომაგი ინდობდა და არც სხვისი. მას, შინ, ფოსტით ტყვიებს უგზავნიდნენ, მეილით მუქარებს სწერდნენ და ერთხელ ედინბურგში, „ჰართსის“ სტადიონზე ვიღაც ხულიგანი თავს დაესხა კიდეც.

ლენონი ამ კვირაში 40 წლისა ხდება და სავარაუდოდ, დღეობას ახალი კონტრაქტით შეხვდება.

„სელტიკის“ ფეხბურთელები“ ლენოქსთაუნის საწვრთნელ ბაზაზე ხუთშაბათს ბრუნდებიან. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ლენონი ახალი ფეხბურთელების ყიდვასაც შეუდგება. ცნობილია, რომ ის ინგლისური „რედინგიდან“ 24 წლის ირლანდიელი თავდამსხმელის, შეინ ლონგის შეძენას აპირებდა, მაგრამ ჩემპიონშიპის გუნდმა ლონგი 7 მილიონ ფუნტად დააფასა და ამიტომ ლენონმა, შესაძლოა, ფეთაჰ თიქვას „მაკაბის“ მიმართოს - ისრაელის გუნდში 22 წლის ომერ დამარი თამაშობს, რომლის შეძენაც 3 მილიონად არის შესაძლებელი. მეტიც, „სელტიკი“ იმედოვნებს, რომ „მაკაბის“ ხელმძღვანელობას დაელაპარაკება და ფასს დაახლოებით 2 მილიონამდე დააკლებინებს.

არის ლაპარაკი კენიელ ფეხბურთელზე, 19 წლის ნახევარმცველ ვიქტორ ვანიამაზე, რომელიც ამჟამად ბელგიის „ჟერმინალში“ თამაშობს. ვანიამას ყიდვა ლიეჟის „სტანდარდსაც“ უნდა, მაგრამ თუ „სელტიკი“ შეატყობს, რომ საკუთარ ფეხბურთელს, 23 წლის ებრაელ ბერამ კაიალს კონტრაქტს ვეღარ უხანგრძლივებს, ლიეჟელებს დიდ კონკურენციას გაუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა