ქუთაისში, 20 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობაზე მსოფლიოს პირველობის ორი საგზურისთვის 31 წარმომადგენელი იბრძოდა
გუშინ ქუთაისში დამთავრდა 20 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობა (მთავარი მსაჯი ალექსანდრე არსენიძე), რომელშიც სხვადასხვა რეგიონის 31 წარმომადგენელი იბრძოდა მსოფლიოს პირველობის ორი საგზურისთვის. ეს შეჯიბრება წლეულს ინდოეთში გაიმართება.

გოგონებში ჩემპიონობა მოიპოვა დიდოსტატმა ქეთი წაწალაშვილმა. ბოლო ტურში მან ანა თედოშვილს სძლია და 8 ქულა მოაგროვა. წარმატებას მიაღწია მერი არაბიძემაც (შავი ფიგურებით მარიამ წულაიას აჯობა), მანაც 8 ქულა მოაგროვა, მაგრამ უარესი კოეფიციენტით მეორე ადგილი ერგო. 6,5 ქულით მესამე ადგილი ანა შამათავას ხვდა.

ვაჟებში კარგა ხანს ერთპიროვნულად მეწინავეობდა დავით ბენიძე. ბოლო ტურში მან გიორგი სიბაშვილთან პაექრობისას მონაგარს კიდევ ერთი ქულა შესძინა და 8 ქულით ოქროს მედალთან ერთად მსოფლიოს პირველობის საგზურიც დაიმსახურა. დავით ლომსაძემ გუშინ გიორგი ცხადაძე დაამარცხა და 6,5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. 5,5 ქულით ბრინჯაო მამუკა ქოჩაკიძემ მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა