"ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრაზე კომენტარი გააკეთა
უეფას ოფიციალურმა საიტმა ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრაში მონაწილე გუნდების წარმომადგენლებს შედეგებზე კომენტარების გაკეთება სთხოვა. "ზესტაფონი"-"დაჩიას" დაპირისპირებაზე ზესტაფონელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და მოლდოვური გუნდის ქართველმა ნახევარმცველმა ლევან კორღალიძემ ისაუბრეს.

გია გეგუჩაძე, "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი: ვფიქრობ, გუნდებს შემდეგ რაუნდში გასვლის თანაბარი შანსი აქვთ – 50-50-ზე. მოლდოვას ჩემპიონისადმი პატივისცემით ვართ განწყობილნი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი შემდეგ რაუნდში გასვლა იქნება. "დაჩიას", სულ ცოტა, ორ ფეხბურთელს კარგად ვიცნობ – დავით გამეზარდაშვილიცა და ლევან კორღალიძეც ერთ დროს ჩვენ გუნდში გამოდიოდნენ.

მართალია, "დაჩიას" თამაში არასდროს მინახავს, სამაგიეროდ, კარგად ვიცი სხვა მოლდოვური გუნდი – "შერიფი", რომლის თამაშმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რამდენადაც წელს "დაჩია" გახდა ჩემპიონი, ე.ი. ეს გუნდი, მინიმუმ, "შერიფზე" სუსტი არ უნდა იყოს.

ლევან კორღალიძე, "დაჩიას" ნახევარმცველი: კენჭისყრით კმაყოფილები ვართ. ძალიან არ გვინდოდა ზაგრების "დინამო" შეგვხვედროდა. "ზესტაფონი" კარგი გუნდია. ფეხბურთელები კარგა ხანია ერთად თამაშობენ და ტექნიკურები არიან.

"დაჩიაში" ერთი წელი გავატარე და ვიცი მისი შესაძლებლობები. შანსებს თანაბრად შევაფასებ,თუმცა, რა თქმა უნდა, ამ საინტერესო დუელიდან გამოსვლა გამარჯვებულებს გვსურს. კარგია, პირველი თამაში რომ საქართველოში გაიმართება.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა