„რუბინის“ ხელმძღვნელობა ადრე სულ აცხადებდა, რომ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე არც ერთ ევროპულ კლუბს არ მიუმართავს, თუმცა ეს სიმართლე არ აღმოჩნდა და ამის შესახებ „БИЗНЕС Online“-სთან კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ ისაუბრა. როგორც ირკვევა, არაა გამორიცხული „რუბინს“ ფინანსური პრობლემები შეექმნას და ამიტომ იძულებულია ტრანსფერი განახორციელოს:

„რუბინმა“ მომავალ სეზონში ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლება მიიღო, მაგრამ კონფერენს ლიგაზე, როგორც ჩანს, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ითამაშებს. კლუბმა არ დაადასტურა, რომ ტრანსფერი სწორედ ახლა შედგება, მაგრამ არ დაუმალავთ, რომ სხვა კლუბებთან იმყოფებიან კონტაქტზე. ამასთან საუბარია დიდ თანხებზე, რომელიც შეიძლება რუბინელებმა მიიღონ, რომლებმაც ჯერ არ იციან, მიიღებენ თუ არა კვლავ სასპონსორო თანხებს „СИБУР „-თან შერწყმის შემდეგ „ТАИФ“-ისგან.

ყაზანურ კლუბში უკვე არ მალავენ, რომ ხვიჩასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სრული სვლით მიმდინარეობს. ამის შესახებ „БИЗНЕС Online“-სთან კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ ისაუბრა:

„რუბინში“ პირველ რიგში ფეხბურთელებს ისე ეპყრობიან, როგორც ადამიანებს და არ შეიძლება არ გავუშვათ ხვიჩასნაირი ფეხბურთელი ისეთ ევროპულ კლუბში, რომელიც მისით დაინტერესებულია და მოლაპარაკებებს აწარმოებს. ეს უბრალოდ არასწორია. ყოველთვის მტკივნეულია კვარაცხელიას დონის მოთამაშის დაკარგვა. თუმცა, ის, სამწუხაროდ, ბებიას ეზოში ბურთის საგორებლად არ მიდის. დიდი ალბათობით ევროპის რომელიმე ტოპ-ჩემპიონატში გადავა“.

შესაძლო ტრანსფერის ფინანსური მხარის გამჟღავნებაზე დირექტორმა კატეგორიული უარი განაცხადა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე კლუბთან მიმდინარეობს და პირობები ყველასთან შეიძლება ინდივიდუალური იყოს: „ხვიჩა ძვირფასი ფეხბურთელია, ძალიან ძვირფსიც კი. წელს ყველა კლუბის რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამას გარკვეული კორექტივები შეაქვს. ხვიჩასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ გასაიდუმლოებულია. თან მოლაპარაკება იმართება სხვადასხვა მხარეებთან და სხვადასხვა სტადიაზეა. ამჟამად ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ყოველთვის დროის ამ პერიოდში. ყველაფერი მეტ-ნაკლებად კონკრეტულ ფაზაში გადადის“.

აპრილის შუა რიცხვებში „ურალთან“ მიღებულმა ტრავმამ კვარაცხელიას ტრანსფერში ხელი არ უნდა შეუშალოს: „ხვიჩა დაშავებული იყო და უკანასკნელ ტურებში მონაწილეობა არ მიუღია. ახლა სრულად ჯანმრთელადაა, მაგრამ „როტორთან“ მისი თამაში სარისკო გახლდათ, ვინაიდან მსგავს ტრავმას სამედიცინო პროტოკოლი გააჩნია და ჩვენ მას მკაცრად ვიცავდით. შესაძლო გაყიდვის გამო არ ვუფრთხილდებოდით, რადგან რაღაცის რაღაცის გამო გაფრთხილება - ზედმეტია. შეიძლება გაუფრთხილდე კოსტუმს ქორწილისთვის და ვერასოდეს ვერ დაქორწინდე. მერე კოსტუმიც არ გჭირდება, რამეთუ ქორწილი არ იქნება“.

ფეხბურთელის მაინცდამაინც ამ ზაფხულში წასვლაზე სპორტული დირექტორი კატეგორიულად არ საუბრობს. „შანსი იმისა, რომ ხვიჩა „რუბინში“ დარჩება, ისეთივეა, როგორც ტვერის ქუჩაზე ქალის დინოზავრთან შეხვედრა. 50/50-ზე - ან შეხვდება, ან არა“ ,- ირინიულად აღნიშნა იაროვინსკიმ, თუმცა ადრე მოსკოვის მთავარ ქუჩაზე დინოზავრები არ დასეირნობდნენ, ამდენად მათთან შეხვედრის შანსი ნულის ტოლია, ისევე, როგორც ჩანს, ყაზანელთა შანსი კლუბში მთავარი ვარსკვლავის შენარჩუნებისა“.

რაულ გონსალეს ბლანკო
გაირკვა, რომ არაფერი არ გარკვეულა და ჟურნალისტი ჩვენი დახმარებით ცდილობს გარკვევას!
xuta
აბა, რა გაირკვა?
ირაკლი
ძალიან სწორი და ადამიანურად გამართლებული პოზიცია აქვს რუბინს. მწვრთნელიც კარგია და ხელმძღვანელობაც. გავაგრძელებ რუბინის გულშემატკივრობას მომავალშიც.
გიგა
აი ასე რო ეპატრონათ ჩაკვესთვის ბელგიელებს ვინ იცის ახლა სად იქნებოდა
ტყეშელაანთ გიჟი
ზოგადად პათოსში გეთანხმები, მაგრამ მოდი ჯერ დაუსვან წერტილი ჩვენი ოქროს ბიჭის ტოპ ჩემპიონატში ტრანსფერს. ამის შემდეგ, დიდზე დიდ მადლობას ნამდვილად არ დავამადლით "რუბინს"
₾ადო
ყოჩაღ! რუბინს და მის ხელმძღვანელობას! ნეტავ, ყველა ქართველ (კარგ!) ლეგიონერს მსგავსი მწვრთნელი და მეპატრონე ჰყავდეს. წარმატებებს ვუსურვებ, რუბინს ცალკე და ჩვენს საამაყო ბიჭს ცალკე
ნუგო
ხვიჩა! შენ მაინც ქენი მადლი და გაგვაგებინე საბოლოოდ სად გადადიხარ!!!!!!!!!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"კვარაცხელიას ფასი არ შეიცვალა (20 მილიონი), მაგრამ მოვრიგდებით" - "რუბინის" დირექტორი
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
"შეუძლებელია ხვიჩა დიდებამ და ფულმა გააფუჭოს" - "რუბინის" ყოფილი დირექტორი ქართველს ადიდებს
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
"კვარაცხელიაზე კინოსცენარის დაწერაა საჭირო" - ამბობს "რუბინის" დირექტორი
კვარაცხელიას ტრანსფერის დეტალები: ჯუღელი, ბერიძე, საიმანოვი და "რუბინის" წილი - რუსული გამოცემა "კომბინაციას" განმარტავს
"ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ფეხბურთელთან მუშაობა მომიწია" - "რუბინის" დირექტორი კვარაცხელიაზე
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"რუბინის" დირექტორი კვარაცხელიაზე - ლეგიონერების შენარჩუნებაში უმწეონი ვართ
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს