პირველი ბუნდესლიგური კლუბი, რომელმაც ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, ელიტაში ახლახან აღზევებული „აუგსბურგი“ გახლდათ
გუშინდელ ნომერში ვწერდით, რომ პირველი ბუნდესლიგური კლუბი, რომელმაც ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო, ელიტაში ახლახან აღზევებული „აუგსბურგი“ გახლდათ. აკაკი გოგიას კლუბს გუშინ „ფრაიბურგმაც“ მიბაძა - ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მარკუს ზორგმა, რომელმაც „ფრაის“ თავკაცის პოსტზე „ლევერკუზენში“ გადასული რობინ დუტი შეცვალა, გუშინ პირველად ავარჯიშა. 45 წლის სპეციალისტს პირველივე ვარჯიშზე მიეცა იმის საშუალება, რომ საქმეში ახალწვეულებიც ენახა. ესენი არიან გარა დემბელე, ბეგ ფერატი და დანიელ ბატცი.

„გუნდს ძალიან კარგად ვიცნობ, ზოგადად კი 12 წელია, მწვრთნელი ვარ. ასე რომ, ახალბედა არ მეთქმის,“ - განაცხადა ზორგმა, რომელიც აქამდე „ფრაიბურგის“ 17 წლამდელთა გუნდს და მეორე გუნდს ავარჯიშებდა. მიუხედავად იმისა, რომ „ფრაიმ“ გასულ სეზონში სენსაციურად კარგად იასპარეზა, ელიტაში დარჩენა ფინიშამდე დიდი ხნით ადრე გაინაღდა და საბოლოოდ მე-9 ადგილი დაიკავა, ზორგი ამბობს, რომ მისი მიზანი მომავალ სეზონშიც პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება.

ყველაზე საინტერესო ის იყო, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ახალ მწვრთნელზე გუნდის სამიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ახალწვეული დემბელე - ამ უკანასკნელმა ხომ „ფრაის“ თავდასხმა უნდა გააძლიეროს და საჭირო გოლები გაიტანოს. „ერთი ვარჯიშით ფეხბურთელის შესახებ დასკვნების გაკეთება შეუძლებელია, თუმცა რაც ვნახე, იმით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, დემბელეს გადმობირების შემდეგ თავდასხმაში უკვე ძალიან კარგად ვართ დაკომპლექტებულები,“ - თქვა ზორგმა ვარჯიშის შემდეგ.

ახლა ყველაზე საინტერესო ის არის, დარჩება თუ არა გუნდში პაპის დემბა სისე - თავდამსხმელი, რომელმაც გასულ სეზონში 22 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა, ჩამორჩა რა მხოლოდ მარიო გომესს (28 გოლი). თუ ბრაისგაუელებმა სისეს შენარჩუნება მოახერხეს, ფაქტია, რომ ზორგს ბუნდესლიგაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავდასხმა ეყოლება. თუმცა სისეს ძალიან ბევრი მთხოვნელი ჰყავს, რომელთაგან რამდენიმე საკმაოდ სერიოზული და „ფრაიბურგზე“ გაცილებით პრესტიჟული კლუბია. ამას წინათ „ფრაის“ ხელმძღვანელებმა თქვეს, სისეს 15 მილიონ ევროზე იაფად არ დავთმობთო და როგორც გაირკვა, ასეთი თანხა სენეგალელის ერთ-ერთ მთავარ მსურველს, კიევის „დინამოს“ სულაც არ ებევრება. „კიკერის“ ინფორმაციით, უკრაინულმა გრანდმა „ფრაიბურგს“ უკვე მიმართა ოფიციალური წინადადებით და ისეთი თანხა შესთავაზა, რომელზეც უარის თქმა გაუჭირდებათ.

დემბელესთან ერთად, პირველ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს სხვა ახალწვეულებმაც - მეკარე დანიელ ბატცმა, რომელიც „ფრაიში“ „ნიურნბერგიდან“ გადავიდა და შვეიცარიელმა ნახევარმცველმა ბეგ ფერატიმ (ბაზელიდან იყიდეს). მათთან ერთად, ზორგმა მეორედან პირველ გუნდში ახალგაზრდა მოთამაშეები, სიმონ ბრანდშტეტერი და კრისტიან ბიკელიც გადაიყვანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა