„ჰამბურგის“ თავდამსხმელი მლადენ პეტრიჩი ახლა ნიუ იორკშია, სადაც შვებულებას ატარებს და ტრავმას იშუშებს
„ჰამბურგის“ თავდამსხმელი მლადენ პეტრიჩი ახლა ნიუ იორკშია, სადაც შვებულებას ატარებს და ტრავმას იშუშებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდება მოედანზე ხორვატი ფორვარდი, რომელსაც ჩრდილოგერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული. სამაგიეროდ, ერთი რამ უკვე ცხადია და წყალი აღარ გაუვა: მლადენი მომავალ სეზონშიც „ჰამბურგში“ ითამაშებს. გადაწყდა, რომ ჰამბურგელები თავიანთ საუკეთესო თავდამსხმელს (11 გოლი გასულ სეზონში) არ შეელევიან.

ბოლო დროს პეტრიჩის „ჰამბურგიდან“ აბარგებაზე არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა და სპეკულაციებს ბოლო HSV-ს მთავარმა მწვრთნელმა მიხაელ იონინგმა მოუღო, რომელმაც ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, გადაწყვიტა, რომ ხორვატი ძალიან სჭირდება და გუშინ ჩვენს გერმანელ კოლეგებს უთხრა, მლადენი ჩვენთან რჩება, მორჩა და გათავდაო.

30 წლის თავდამსხმელი „ჰამბურგში“ 2008 წლიდან თამაშობს და ამ გუნდის მაისურით ბუნდესლიგაში 73 შეხვედრა ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ის ჰამბურგელთა საუკეთესო თავდამსხმელია, მასზე მეტი გოლის გატანა თვით რუუდ ვან ნისტელროიმაც კი ვერ მოახერხა. მიუხედავად ამისა, საკმაოდ ბევრი რამ მეტყველებდა იმაზე, რომ პეტრიჩი ამ ზაფხულს გუნდს დატოვებდა. უპირველესი მიზეზი ის გახლდათ, რომ კლუბის ხელმძღვანელები და მლადენი ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებოდნენ და რაკი პეტრიჩის ხელშეკრულებას ვადა გაისად ეწურება, „ჰამბურგისთვის“ მისი წელს გაყიდვა ფინანსური ხეირის ნახვის უკანასკნელი შანსი გახლდათ. მართალია, კონტრაქტი არ გაგრძელებულა, მაგრამ პეტრიჩი მაინც რჩება.

„მლადენ პეტრიჩი არსად არ წავა. ის მომავალ სეზონშიც აუცილებლად „ჰამბურგში“ იასპარეზებს. ჩვენ არაერთმა ფეხბურთელმა დაგვტოვა, მლადენის გაშვება კი არაფრისდიდებით არ მინდა,“ - თქვა გუშინ იონინგმა.

შესაძლოა, „ჰამბურგი“ და მლადენი ახალ კონტრაქტზე მომავალი სეზონის მიმდინარეობის დროსაც ვერ შეთანხმდნენ, რაც იმის მაუწყებელი იქნება, რომ ერთი წლის შემდეგ პეტრიჩი HSV-ს უფასოდ დატოვებს, მაგრამ „ჰამბურგი“ დიდ ზარალს არ ნახავს, რადგან მლადენის ფასი სატრანსფერო ბაზარზე 3 მილიონი ევროა. ამ ფასად კი, ჩრდილოელები ასეთი კლასის თავდამსხმელს ნაღდად ვერ იყიდდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა