30 წლის შემდეგ, საქართველოს უმაღლესი ლიგის, დიდი 10-ის დიდი ფინალი ქუთაისში, “აია არენაზე” ჩატარდება.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში ფინალური შეხვედრა ერთადერთხელ, 1991 წელს გაიმართა და ‘ლოკომოტივის’ 11:6 ძლევით, მასპინძელმა ‘აიამ’ ზედიზედ მეორედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული!

დიდი ფინალი ‘აია არენაზე’ 5 ივნისს გაიმართება.

დიდ ფინალზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით!

ფინალამდე ფლეი-ოფის ორი ტურია

22 მაისს საჩემპიონო ბრძოლაში ოთხი გუნდი ჩაებმება და ორივე თამაში თბილისში გაიმართება. ‘აკადემია’, რომელმაც რეგულარული გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა, მეექვსეადგილოსან ‘ლოკომოტივს’ „რაგბი პლატოზე“ 16 საათზე მასპინძლობს, ხოლო მეოთხეადგილოსანი ‘იუნკერები’ ‘ყოჩებს’ (მე-5 ადგილი რეგულარულში) 18:45 საათზე „ავჭალაზე“ დაუხვდება.

შეგახსენებთ, ორი მოწინავე ‘აია’ და ‘ბათუმი’ ფლეი ოფში მეორე, ნახევარფინალური ეტაპიდან ჩაერთვება. 29 მაისს ‘აია’ იუნკერები-ყოჩებს შორის გამარჯვებულს მიიღებს, ხოლო აკადემია-ლოკომოტივს შორის მოგებული ‘ბათუმს’ ზღვისპირეთში ეწვევა.

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ ქუთაისელებმა გადამწყვეტი მატჩის მასპინძლობის უფლება ყოველმხრივ დაიმსახურეს:

„გამგეობის გადაწყვეტილებით, ფინალური მატჩი იმ გუნდის სტადიონზე ტარდება, რომელიც რეგულარულ პირველობას მოიგებს და ამ შემთხვევაში ეს გუნდი ქუთაისის ‘აიაა’. ესეც რომ არა, ქუთაისს მნიშვნელოვანი სარაგბო დანიშნულება აქვს და მათ დაიმსახურეს ფინალის მასპინძლობა. ბოლო წლებში იქ არაერთი მნიშვნელოვანი თამაში ჩავატარეთ – 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, ბორჯღალოსნების შეხვედრები და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ფინალიც ეკუთვნოდა, მით უმეტეს, რომ ეს თამაშითაც დაიმსახურეს“.

„ვულოცავ ქუთაისს ამ გადაწყვეტილებას. ქუთაისელებმა განსაკუთრებული გულშემატკივრობა იციან და თუ ‘აია’ გავიდა ფინალში, დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული სარაგბო ზეიმი გველოდება“.

„არაორდინალური იყო წლევანდელი სეზონი. პანდემიამ და გაურკვევლობამ დიდი გავლენა იქონია განრიგზე, ცხრილზე, თავად თამაშის ხარისხზე. მიუხედავად ამისა, საკმაოდ საინტერესო ჩემპიონატი გამოვიდა და წინ გველის მთავარი – ფლეი ოფები და ფინალი. მაქვს იმედი, რომ საინტერესო და სანახაობრივ თამაშებს ვიხილავთ“.

საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი ნიაზ მამრიკიშვილი ყურადღებას იმ სირთულეებზე ამახვილებს, რაც გაურკვევლობამ და პანდემიამ შექმნა. ის იმედოვნებს, რომ კოვიდ-ვირუსი ფლეი ოფების მსვლელობაში არ ჩაერევა:

„ჩემი გადასახედიდან, პირველი ექვსი ადგილი სწორედ ისე განაწილდა, როგორი ძალთა თანაფარდობაც არსებობდა. ვინ რა დამალა ფლეი ოფისთვის და რა სიახლეებს შემოგვთავაზებენ გუნდები ძნელი გამოსაცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ამ ეტაპზე დასამალი აღარავის არაფერი ექნება“.

„ასეთი რთული ჩემპიონატი პირადად მე არ მახსენდება. ურთულესი სიტუაციიდან გამოვედით და ეს მხოლოდ პანდემიის ბრალი არ არის. მიუხედავად ერთწლიანი გაურკვევლობისა, საშეჯიბრო კომიტეტი, განვითარების ჯგუფი და გამგეობის წევრთა ნაწილი სამუშაო რეჟიმში ვიყავით და ოპტიმიზსაც არ ვკარგავდით. გადაწყვეტილებების მიღება ფაქტობრივად ჩემპიონატის მსვლელობისას გვიწევდა. ორჯერ მოგვიწია კოვიდ-პროტოკოლის შეცვლა და სრულყოფა. ფაქტია, რომ გამოსავალი ვიპოვეთ და ფლეი ოფების ეტაპამდე მოვედით. იმედია პანდემია ფინალურ სტადიას არ ჩაგვიმწარებს“.

rugby.ge

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე