დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ კანადის გრანპრის დროს "რედ ბულის" მოტორჰოუმს სტუმრობდა "მაკლარენის" პილოტი ლუის ჰემილტონი
დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ კანადის გრანპრის დროს "რედ ბულის" მოტორჰოუმს სტუმრობდა "მაკლარენის" პილოტი ლუის ჰემილტონი. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ 2013 წლის სეზონისთვის ტოპ-გუნდებში ადგილების დასაკავებლად ბრძოლა დაწყებულია.

რატომ 2013 წლისთვის და არა 2012-თვის? იმიტომ, რომ საგაისოდ წამყვან გუნდებში თითქმის ყველაფერი გარკვეულია. "მაკლარენი" შეინარჩუნებს ჰემილტონსა და ჯენსონ ბატონს; "ფერარის" მრავალწლიანი კონტრაქტი აქვს ფერნანდო ალონსოსთან და თან იტალიურ გუნდში არაერთხელ უთქვამთ, რომ ფელიპე მასაც დარჩება ერთი წლით.

თუ ბრაზილიელი რჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ მარკ უებერი კიდევ ერთ წელს გაატარებს "რედ ბულის" შემადგენლობაში. ავსტრიულ საჯინიბოს აქვს "ტორო როსოდან" რომელიმე ახალგაზრდას დაწინაურების საშუალება, მაგრამ არც სებასტიან ბუემი და არც ხაიმე ალგერსუარი ამ შანსის გამოსაყენებლად ჯერ მზად არ არიან.

ნიკო როსბერგი და მიხაელ შუმახერი წესით "მერსედესში" უნდა დარჩნენ, რაც შეეხება "ლოტუს-რენოს", ამ გუნდში ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად აღიდგენს კონდიციებს რობერტ კუბიცა.

ასე რომ, თუ სიტუაცია 2012 წლის სეზონისთვის საკმაოდ სტატიკურია, 2013 წელს სატრანსფერო ამბები, შესაძლოა, ძალიან საინტერესო გამოვიდეს. იქ იქნება ძალიან ბევრი თავისუფალი აგენტი და პელოტონის სათავეში მყოფი გუნდების შემადგენლობებში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი.

დღევანდელ სამ ტოპ-გუნდში ("რედ ბული", "მაკლარენი" და "ფერარი") მხოლოდ სებასტიან ფეტელსა და ფერნანდო ალონსოს აქვთ კონტრაქტები 2013 წლის ბოლომდე. ეს იმას ნიშნავს, რომ "რედ ბულსა" და "ფერარის" თითო ვაკანსია აქვთ, "მაკლარენში" კი ორი ვაკანსია არსებობს. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო სიტუაციას ქმნის. ყველა ეს ადგილი მეტად მიმიზიდველია, ყველაზე საინტერესო კი ის არის, როგორ განვითარდება ჰემილტონისა და ბატონის კარიერა.

ჰემილტონისთვის "ფერარიში" გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ალონსო ვეტოს დაადებს ბრიტანელთან თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივას - ამ დუეტს წარუმატებელი პარტნიორობა ჰქონდა 2007 წელს "მაკლარენში".

ასე რომ, ლუისს მკაფიო არჩევანი აქვს - "მაკლარენში" კარიერის გაგრძელება ან "რედ ბულში" გადასვლა. ოღონდ მოქმედმა ჩემპიონმა ფეტელმა უნდა მიიჩნიოს, რომ ჰემილტონი შესაფერისი პარტნიორია მისთვის.

ცხადია, რომ ჰემილტონსა და სხვა გუნდებს შორის არანაირი ფორმალური მოლაპარაკებები ჯერ არ ყოფილა. საბოლოო გადაწყვეტილება იმაზე იქნება დამოკიდებული, ლუისი რომელ გუნდს ჩათვლის იმ კონკრეტულ მომენტში უკეთ მომზადებულად.

მონრეალის რბოლაში ბრიტანელი, შესაძლოა, კმაყოფილი ვერ დარჩენილიყო თავისი "მაკლარენით", მაგრამ იქვე ბატონმა იგივე მანქანით რბოლა მოიგო. ამის წყალობით, ლუისს შესაძლოა, სხვა თვალით შეეხედა ბრიტანული საჯინიბოს პერსპექტივებისთვის. მართალია, "რედ ბულს" კვალიფიკაციაში გიგანტური უპირატესობა აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლო რბოლებში "მაკლარენი" უფრო სწრაფია.

თუ ასე გაგრძელდა და ლუისი დარწმუნდა იმაში, რომ "მაკლარენს" შეუძლია ედრიან ნიუის დაამარცხება, სხვაგან გადასვლის საჭიროებაც აღარ იქნება.

ბატონსაც აქვს საინტერესო ვარიანტები. კანადის გრანპრის გამარჯვებული დღეს ტკბება "მაკლარენში" ყოფნით - მან იპოვნა გუნდი, რომელიც თავად უყვარს და იგივეს გრძნობს საჯინიბოს მხრიდან. მის განკარგულებაშია მანქანა, რომელიც ისეთი ლამაზი გამარჯვებების საშუალებას იძლევა, როგორიც მონრეალში იყო.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჯენსონმა ამ "თბილ" ადგილზე უარი თქვას და სხვაგან გადასვლაზე იფიქროს. სულაც არ არსებობს იმის გარანტია, რომ "რედ ბულში" ან "ფერარიში" ის ისევე კომფორტულად მოეწყოს, როგორც ახლა "მაკლარენშია".

ბატონი ღიად ამბობს, რომ უნდა კარიერის დარჩენილი ნაწილი "მაკლარენში" გაატაროს, მაგრამ, შესაძლოა, ცდუნებას ვერ გაუძლოს და "სკუდერიაში" ამოჰყოს თავი. თუ, რა თქმა უნდა, შესაბამის შეთავაზებას მიიღებს იტალიური მხარისგან.

ერთმნიშვნელოვნად, მას აქვს სისწრაფე, იმიჯი, გარკვეულია ტექნიკაში და პერსონალური თვისებებიც არ დაეწუნება, რაც გაუადვილებს ალონსოსთან თანამშრომლობას. ის კი კარგად არის ცნობილი, რომ ნებისმიერი თავმოყვარე პილოტი მარანელოდან სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში თავს ვერ შეიკავებს და იტალიაში გაემგზავრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს