ველომრბოლებმა მოახლოებულ ტურ დე ფრანსამდე ბოლო რეპეტიცია გაიარეს - მათ ტრადიციულად შვეიცარიის ტურზე გაარკვიეს ურთიერთობა
ველომრბოლებმა მოახლოებულ ტურ დე ფრანსამდე ბოლო რეპეტიცია გაიარეს - მათ ტრადიციულად შვეიცარიის ტურზე გაარკვიეს ურთიერთობა. წელს ამ პრესტიჟული რბოლას ძალიან დრამატული ფინალი ჰქონდა და მან მოგვაგონა 1989 წლის ტურ დე ფრანსის ბოლო ეტაპზე - 25 კილომეტრზე განცალკევებით რბოლაში განვითარებული დრამა. ამ ეტაპის წინ ფრანგი ლორან ფინიონი 50 წამს უგებდა ამერიკელ გრეგ ლემონდს და წინასწარ იღებდა მილოცვებს. მაგრამ ამ 25 კილომეტრზე ლემონდმა კონკურენტს 58 წამი მოუგო და ელისეს მინდვრებზე ტრიუმფატორის რანგში მივიდა. მას შემდეგ ტურ დე ფრანსის ბოლო ეტაპზე განცალკევებითი რბოლა აღარ იმართება.

დაახლოებით იგივე გააკეთა შვეიცარიის ტურის დასკვნით ეტაპზე 37 წლის ამერიკელმა ვეტერანმა ლევი ლაიპჰაიმერმა. 9-დღიანი ველორბოლა 32-კილომეტრიანი განცალკევებითი რბოლით სრულდებოდა. ამ ეტაპის წინ დამიანო კუნეგო ორ წუთს უგებდა პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორს და თითქოს ყვითელი მაისურის მფლობელის საკითხი დახურული იყო. რბოლის სტარტმა დაადასტურა ეს მოსაზრება - კუნეგო დისტანციის პირველი მესამედი მხნედ გამოიყურებოდა და მისთვის კატასტროფას არაფერი მოასწავებდა, მაგრამ იტალიელმა საკუთარ ტემპს ვეღარ გაუძლო და ყოველ კილომეტრზე ოთხი წამის წაგება დაიწყო, რითაც ლაიპჰაიმერმა ეტაპის დასრულების შემდეგ საერთო ჩათვლაში ოთხწამიანი უპირატესობა მიიღო.

2004 წლის ჯირო დ'იტალიას ჩემპიონისთვის ეს მარცხი განსაკუთრებით დასანანია, რადგან შვეიცარიის მთებში მან ძალიან კარგი ფორმა აჩვენა. ასეთი გამოსვლა კუნეგოს კარგა ხანია არ უჩვენებია. ბოლო მრავალდღიანი ველორბოლა მან ოთხი წლის წინ მოიგო ("ტირენო-ადრიატიკო"), მას შემდეგ კი ერთდღიანი ველომრბოლების სპეციალისტად ჩამოყალიბდა. შვეიცარიაში "ლიამპრეს" ლიდერი ყველაზე სტაბილური იყო - ორჯერ მეორე და ერთხელ მესამე ადგილი მოიპოვა.

სავარაუდოდ, კუნეგოს დღევანდელი ფორმა საკმარისი არ იქნება ტურ დე ფრანსზე გასამარჯვებლად, მაგრამ ფავორიტებისთვის პრობლემების შექმნა მას შეუძლია. რაც შეეხება ლევი ლაიპჰაიმერს, ბოლო ორი წელია ის ელიტას აღარ განეკუთვნება და საფრანგეთში ფავორიტებს შორის მისი მოხსენიება არ შეიძლება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია შვეიცარიაში ტურ დე ფრანსის ფავორიტების - ძმები შლეკების გამოსვლა. ლუქსემბურგელებმა ამ რბოლაში აქცენტი უფროს ძმაზე - ფრანკზე გააკეთეს. უმცროსმა ანდიმ ძალიან ბევრი წააგო რბოლის პირველ ნაწილში და მხოლოდ მეშვიდე ეტაპზე მეორე ადგილით გამოიჩინა თავი. ფრანკი ბოლომდე ინარჩუნებდა მესამე პოზიციას, მაგრამ განცალკევებით რბოლაში სამი წუთი წააგო და პირველი ექვსეულის მიღმა აღმოჩნდა. ტურ დე ფრანსის დაწყებამდე თითქმის თვე დარჩა და შლეკებს საკმარისი დრო აქვთ ოპტიმალური ფორმის ასაკრეფად.

საერთო ჩათვლა

1. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, "რედიოშეკი") - 31:45.02; 2. დამიანო კუნეგო (იტა, "ლიამპრე") - +0.04; 3. სტივენ კრეისვიიკი (ჰოლ, "რაბობანკი") - +1.02; 4. იაკობ ფუგლსანგი (დან, "ლეოპარდი") - +1.10; 5. ბაუკე მოლემა (ჰოლ, "რაბობანკი") - +2.05; 6. მიტიას ფრანკი (შვეიც) - +2.24...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის