გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელია!

საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეს ჩვენი ეროვნული გუნდის ლიდერი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი საკალათბურთო ლიგის MVP გახდა. “ტენერიფე ლენოვოს” ქართველი ლეგიონერი, რომელმაც 3 დღის წინ დასრულებული ესპანური ლიგის რეგულარული ჩემპიონატი უძლიერესად ჩაატარა, საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ლიგაში, სადაც ნბა-ს ახლო წარსულის ვარსკვლავები – პაუ გასოლი, ნიკოლა მიროტიჩი, რუდი ფერნანდესი და მრავალი სხვა ექსტრაკლასის კალათბურთელი თამაშობს, გიორგი შერმადინი საუკეთესოდ დაასახელეს. ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სეზონში მატჩის, ტურისა და თვის იმდენი MVP-ის ტიტული მოიგო, სათვალავი შესაძლოა ბევრს აერია, მაგრამ ყველაზე მთავარი, ლიგა ენდესას (ესპანეთის უმაღლეს ლიგას ოფიციალურად ეს სახელწოდება აქვს) სეზონის MVP-ის ტიტული შერმადინმა დღეს, 26 მაისს დაისაკუთრა.

ხსენებული MVP-ის ტიტულების გათვალისწინებითა და ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე ინდივიდუალური სტატისტიკით, შერმადინი ყველანაირად იმსახურებდა სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზს, თუმცა, არსებული წესებით, საუკეთესო გამოკითხვით უნდა გამოვლენილიყო. ლიგა ენდესას მესვეურებმა გამოსაკითხად 4 სეგმენტი – გულშემატკივრები, ჟურნალისტები და ესპანური ლიგის მწვრთნელები და მოთამაშეები შეარჩიეს. თითოეულს 25-პროცენტიანი ძალა ჰქონდა და შერმადინმა გულშემატკივართა გამოკითხვა, რომელიც Instagram-ით, Tweeter-ითა და ACB.COM-ის აპლიკაციით მიმდინარეობდა, დიდი უპირატესობით მოიგო. შერმადინმა 7200 ხმით აჯობა მეორე ადგილზე გასულ მადრიდის "რეალის" ცენტრ ედი ტავარეშს. ამით გიორგიმ MVP-ის ტიტულის მოსაგებად 25 პროცენტი დაისაკუთრა, ხოლო მწვრთნელების, მოთამაშეებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგები სოციალურ ქსელებსა და მედიაში დღემდე არ ქვეყნდებოდა. დღეს საბოლოო შედეგები ერთბაშად გამოაქვეყნა ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა ACB.COM-მა.

ცნობისთვის, შერმადინი ესპანური ლიგის 38 მატჩში საშუალოდ 23.19 წუთს თამაშობდა და 17.0 ქულით საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ. გიორგი ბომბარდირთა დავაში ბოლო ტურებში გალიდერდა, თუმცა მანამდე მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერობდა სარგებლიანობის ინდექსით, რაც მთელი დადებითი სტატისტიკური მაჩვენებლების ერთიანობას წარმოადგენს და რომლის მიხედვითაც ადგენენ კონკრეტული მატჩის MVP-ს. ყველაზე ღირებული სწორედ სარგებლიანობის ინდექსია, რაშიც შერმადინმა მეორეზე გასული ონდრეი ბალვინი მთელი 3 ერთეულით ჩამოიტოვა.

გიორგი შერმადინი 22,5

ონდრეი ბალვინი 19,5

ედი ტავარეში 19,2

დაჯილდოება ესპანეთის უმაღლეს წერტილში, მთა ტეიდეზე შედგა. აღნიშნული მთა ესპანეთში უმაღლესია და კანარის ერთ-ერთ კუნძულ ტენერიფეზე მდებარეობს. დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ესპანური ლიგის ქართველმა MVP-მ სპეციალურად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდისთვის კომენტარი ჩაწერა.

GBF.GE

fani
2005 წელი - ჯამლეტ ხუხაშვილი (თბილისის "მაკაბი"-ს მწვრთნელი): "ყოჩაღ, შერმადინი!" 2021 წელი - "ლიგა ენდესა" და ქართველი ქომაგი: "მართლაც ყოჩაღ შენ, გიო!"
გიორგი
ევროლიგის ორ გზის გამარჯვებული,პანათინაიკოსის და ოლიმპიაკოსის რიგებში,ესპანეთის ლიგის წლის საუკეთესო კალათბურთელი,მგონი ყველაზე ტიტულოვან ქართველი კალათბურთელია გიო,მალე ევრობასკეტის MVP_მოგველოცოს
სანდრო
ამ ინდივიდუალური მიღწევით, შერმადინი მგონი საქართველოს კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელი გამოდის? არა? აბა ვინ მაშინ?
დიმა
გიორგი არის ნათელი მაგალითი რას შეიძლება მიაღწიო შრომისმოყვარეობით და მონდომებით.
შოთა
გილოცავ გიო და ასევე მთელს საქართველოს ვულოცავ! შენ გენაცვალე! ეს სასწაულია შეიძლება ითქვას. ნამდვილი ლომი ხარ!
irakli
შემთხვევით დავსვი დისლაიქი.ბოდიშI
ისიდორე
მაგარი სპორტსმენი ხომ არის , მაგრამ როგორც პიროვნება ბრწყინვალე ადამიანია. წარმატებები გიორგის
suares
iko dro bevri icinoda masze da baton jamletis natkvamze. axla xom sheignet vincaa giorgi shermadini! carmatebebi gio!
*გიორგი
ქართველებისგან,ყველაზე დაუფასებელი კალათბურთელი,ეხლა მაინც დავაფასოთ
zura
NBA-ს შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში რომ ყველას აჯობებ, თან შედარებით სუსტ გუნდში რომ თამაშობ და რეალის და ბარსას კალათბურთელებს კატლეტის ჩეკივით ჩამოიხევ, ესე იგი მართლა მხეცი ხარ! მთელი საქართველო ამაყობს შენით გიო!
ოზუზი
ესპანეთში ფეხი შედგა, "დიდმა მთებმა იწყეს დრეკა"!
გიორგი
ლიგაში სადაც,გასოლი,მიროტიჩი,ლული,ფერნანდესი და სხვა მაღალი დონის კალათბურთელები თამაშობენ,გახდე საუკეთესო თანაც ქართველი,უდიდესი მიღწევაა ქართული სპორტისთვის,მეამაყები გიო
მეგრელი
ესპანეთში ესეთი აღიარება არაა პატარა საქმე, გიო საღოლ!!!
giabar
მადლობა შენ, კარგო ადამიანო. სულ წარმატებით გევლოს
დავით
შენთან ერთად გვიხარია შენი წარმატება ! ღმერთის წყალობით და შენი მონდომებით კიდევ დიდხანს იყავი წარმატებული , როგორც სპორტსმენი ასევე როგორც კაცური ადამიანი, ნაღდი ქართველი !
შერმინატორის გულშემატკივარი
გიო გილოცავ მთელი სულითა და გულით! შენ იმსახურებ საუკეთესოობას და უფრო დიდ წარმატებებს გისურვებ საქართველოს ნაკრებთან ერთად!
ლუკა
გილოცავთ!!!! მთელს ქვეყანას!!!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში