ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება. დე ბურის ვარსკვლავურ ნაკრებს გენერალური რეპეტიცია 6 ივნისს, ესხედეში ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრებთან ექნება, მანამდე (ორ ივნისს) კი შოტლანდიას უმასპინძლებს.

ნიდერლანდების ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: იასპერ სილესენი ("ვალენსია", ესპანეთი), ტიმ კრული ("ნორვიჩი", ინგლისი), მაარტენ სტეკელენბურგი ("აიაქსი", ნიდერლანდები)

მცველები: მატეის დე ლიხტი ("იუვენტუსი", იტალია), სტეფან დე ვრეი ("ინტერი", იტალია), პატრიკ ვან აანჰოლტი ("კრისტალ პალასი", ინგლისი), ნათან აკე ("მანჩესტერ სიტი", ინგლისი), ჯოელ ველტმანი ("ბრაიტონი", ინგლისი) დეილი ბლინდი ("აიაქსი", ნიდერლანდები), დენზელ დუმფრისი ("პსვ ეინდჰოვენი", ნიდერლანდები), იურიენ ტიმბერი ("აიაქსი", ნიდერლანდები), ოუენ ვეინდალი ("ალკმაარი", ნიდერლანდები)

ნახევარმცველები: ფრენკი დე იონგი ("ბარსელონა", ესპანეთი), ჟორჟინიო ვეინალდუმი ("ლივერპული", ინგლისი), დონი ვან დე ბეეკი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), მარტენ დე როონი ("ატალანტა", იტალია), რაიან გრავენბერხი ("აიაქსი", ნიდერლანდები), ტიონ კოპმეინერსი ("ალკმაარი", ნიდერლანდები), დევი კლაასენი ("აიაქსი", ნიდერლანდები)

თავდამსხმელები: მემფის დეპაი ("ლიონი", საფრანგეთი), ლუუკ დე იონგი ("სევილია", ესპანეთი), ქვინსი პრომესი ("სპარტაკი", რუსეთი), ვაუტ ვეგჰორსტი ("ვოლფსბურგი", გერმანია), სტევენ ბერგუისი ("ფეიენოორდი", ნიდერლანდები), კოდი გაკპო ("პსვ ეინდჰოვენი", ნიდერლანდები), დონიელ მალენი ("პსვ ეინდჰოვენი", ნიდერლანდები).

ნიდერლანდების ნაკრებს ტრავმის გამო ერთერთი ლიდერი, ვირჯილ ვან დეიკი აკლია. ევროპის ჩემპიონი ნაკრები ჯგუფში უკრაინას, ავსტრიასა და "ერთა ლიგის" D დივიზიონის გამარჯვებულ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. ნიდერლანდები, როგორც ერთ-ერთი მასპინძელი, ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრას ამსტერდამში გამართავს. სადებიუტო მატჩი 13 ივნისს, უკრაინის ნაკრებთან შედგება.

შეგახსენებთ, ასევე 26 ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული ვილი სანიოლს. საქართველოს ნაკრები ესხედურ შეხვედრამდე, ორ ივნისს, ამხანაგური მატჩისთვის რუმინეთის ნაკრებს ესტუმრება.

გიგი
ქართველს სანამ ფეხბურთის ფედერაციაში ნოდარ ახალკაცივით მაღალი IQ და პატრიოტი ხალხი არ იქნება. მათემატიკიდან დაწყებული მედიცინით დამთავტებული მცოდნე იყო.
რომა
ისეთი ცნობილი მარცხენა მცველი არ ყავთ ჰოლანდიელებს წესით მაგრად უნდა ათრიოს კვარამ.... აყლაყუდა ვირჯილაც არ იქნება..
ქართველი
ნეტა როდის იქნება ჩვენი ფეხბურთელების გასწვრივ ასეთი გუნდების სახელები. ჩვენისთანა პატარა ქვეყანააა და როგორ აქვს აწყობილი საფეხბურთო ინდუსტრია. ამათგან უნდა ვისწავლოთ ჩვენც თორე ტალანტები გვყავს. წარმატებები ჩვენს ნაკრებს.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
"საქართველოს ნაკრებისგან გოლების გატანა იშვიათია" - ნიდერლანდური პრესის პრევიუ
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მიქაუტაძის გარეშე და კომფორტული სხვაობით - უცხოური პრესის სავარაუდო შედეგი და შემადგენლობა
გაუტანს თუ არა მიქაუტაძე გრანდს?! - სავარაუდო შემადგენლობა ნიდერლანდების წინააღმდეგ
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია