რუმინეთთან გამარჯვებით კარგ ხასიათზე მყოფი საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, 6 ივნისს, ევროპული ფეხბურთის ერთერთ გამორჩეულ წევრ ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს ენსხედეში, "დე გროლში ვესტეზე" დაუპირისპირდება.

SPORTALL.GE-ის ვარაუდით, დღევანდელ შეხვედრაში ვილი სანიოლი იმ შემადგენლობას დაეყრდნობა, რომელიც შემოდგომის ოფიციალური შეხვედრებისთვის, მეტ-ნაკლებად, ოპტმალურად მიგვაჩნია. შეგახსენებთ, ამჟამად გუნდთან ერთად არაა ერთერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. ნაკრებს სხვა მოთამაშეებიც აკლია - ჯაბა კანკავა, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე...

მეკარე - სანიოლი დებიუტანტებზე დაყრდნობას არ ერიდება, თუმცა, ჩვენი ვარაუდით, ძლიერ მეტოქესთან კარს ნაკრების ძირითადი კიპერი, გიორგი ლორია დაიცავს.

მარჯვენა მცველი - რუმინეთთან მატჩამდეც ვწერდით, რომ დიდი შანსი იყო პირველ ამხანაგურ შეხვედრაში დაცვის ფლანგზე გრიგოლ ჩაბრაძე ყოფილიყო, ნიდერლანდებთან კი ოთარ კაკაბაძეს ეასპარეზა. ფრანგი სპეციალისტი ასე მოიქცა თავის სადებიუტო მატჩებში და იმავეს ველით ახლაც - მარჯვნივ კაკაბაძეს უნდა დააყენოს.

მარცხენა მცველი - გურამ გიორბელიძე ავსტრიაში გამართული შეხვედრების გამო, ეროვნულ ნაკრებს ყველაზე გვიან შეუეერთდა და მისი რუმინეთში თამაში გამორიცხულიც იყო. დღეს, კი, სავარაუდოდ, ძირითადში ვიხილავთ. საინტერესოა, ამ დონის მეტოქის წინააღმდეგ ახალგაზრდა მცველი თავს როგორ წარმოაჩენს...

ცენტრალური მცველები - პლოიეშტში გამართულმა მატჩმა დაგვარწმუნა, რომ გურამ კაშიას გარეშე დაცვის ცენტრალურ ზონას დალაგება და სტაბილურად თამაში უჭირს, ასე რომ, ნაცნობ ქვეყანაში კაშიას სასტარტოში ველით.

დიდი შანსია, სანიოლმა დაცვის ხაზის ის წყვილი აღადგინოს, რომელსაც ოფიციალურ მატჩებში დაეყრდნო და თბილისის "ლოკომოტივის" გამოცდილ მცველს ლაშა დვალი შეუწყვილოს.

ნახევარმცველები - რუმინეთში გამარჯვებას მას შემდეგ მივაღწიეთ, რაც მოედანზე ოთარ კიტეიშვილი გამოჩნდა. ამიტომ, "შტურმის" ფეხბურთელს ნახევარმცველების სამეულში აუცილებლად ველით. დიდი ალბათობით, ოთარმა ისევე როგორც წინა შეხვედრაში, ნიკა კვეკვესკირი უნდა ჩააცვლოს.

გიორგი აბურჯანიამ განვლილ მშვენიერი შთაბეჭილება დატოვა და ნაკრებში სადებიუტო გოლიც გაიტანა. მას ძირითადში ველით. თან თამაში იმ არენაზე მოუწევს, სადაც "ტვენტეს" რიგებში ასპარეზობდა.

ბუბა დაუშვილმა მოგებულ შეხვედრაში დიდი ენერგია დახარჯა, ორთაბრძლოებს არ ერიდებოდა და მოძრავიც იყო. ენსხედეში კი ვაკო გვილიას სასტარტოში გამოჩენას ვვარაუდობთ, მას წინა შეხვედრაში ცოტა დრო მიეცა.

შეტევის ფლანგები - საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მას ზურიკო დავითაშვილის საქმეში ხილვა სურდა. კვარაცხელიას არყოფნაში და იმ ფონზე, როცა წინა მატჩში ოქრიაშვილმა და შენგელიამ იასპარეზეს, დღეს მათ შესაძლოა, დასვენების საშუალება მიეცეთ, დავითაშვილს სასტრატოში ველით.

საბა ლობჟანიძე რუმინეთში ცვლილებაზე მშვენივრად შემოვიდა. ჩანს, რომ მის მიმართ სანიოლს ნდობა აქვს და მისი სასტარტოში ხილვა რეალური ჩანს.

ფორვარდი - გიორგი მიქაუტაძეს ისევ სასტარტოში ველით - ის ნაკრებს კარგად შეეწყო, გოლიც გაიტანა და შესათმაშებლად ახლა უფრო მეტი დრო ექნება. თანაც, ნიდერლანდების დონის მეტოქესთან კიდევ ერთი გოლის გატანა უფრო მეტად ფასობს.

დინამო გულის ფიცარზე...
ჩემი აზრით ამ თამმაში სანიოლო 3-5-2 განლაგებას გამოიყენებს. ლორია კაშია-ხოჭოლავა-დვალი, აბურჯანია-გვილია ლობჟანიძე-კიტე-დავითაშვილი კუხიანიძე-მიქაუტაძე
niko
ლორიას ნაცვლად მამარდაშვილს ვისურვებდი, ასევე არ მეიმედება დავითაშვილი ფლანგზე.
ტოტონცი
შენი ქართული ენის მასწავლებელი ვჭამე, რა
tk
მიქაუტაძეს ძალიან ვგულშემატკივრობ შეუძლია ამ ბიჭს რომ ძალიან დიდი პრობლემა მოგვიგვაროს თავდამსხმელის პოზიციაზე აი ცისარტყელას სამკლაურიანი ნაკრების კაპიტნად არ უნდა იყოს
gizo
კვირკველია ძირითადში ჭამის და სმის ვირტუოზი ხომ უნდა იყოს მინდორზე,დავითიანი თუ ვინც არის,რუსეთი ოკუპანტია...
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"საქართველოს ნაკრებისგან გოლების გატანა იშვიათია" - ნიდერლანდური პრესის პრევიუ
გენერალური რეპეტიცია საქართველოს ნაკრებთან - ფრანკ დე ბურმა შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მიქაუტაძის გარეშე და კომფორტული სხვაობით - უცხოური პრესის სავარაუდო შედეგი და შემადგენლობა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია