"არმიას" მომავალ სეზონში ლევან მოსაშვილის ნაცვლად კოტე ტუღუში გაუძღვება, რომელიც მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციებს შეასრულებს
ჩვენი გაზეთის გუშინდელ ნომერში დავწერეთ, რომ "არმიის" მთავარი მწვრთნელი ლევან მოსეშვილი მომავალ სეზონში გუნდს აღარ გაუძღვება. იქვე გაჩნდა კითხვა - ვინ გაწვრთნის გუნდს მომავალ სეზონში?

გუშინ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე სიახლეების შესატყობად კაპიტან კოტე ტუღუშს დავკავშირებოდი.

- "არმიას" მე გავუძღვები, - მითხრა კოტემ.

ცხადია, ეს ერთგვარად მოულოდნელი ამბავი იყო, რადგან კოტე გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ იგი სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას აპირებს...

- დროებით მწვრთნელად დაგნიშნეს, თუ გუნდს მომავალ სეზონშიც გაუძღვები?

- "არმიას" 2010-11 წლების სეზონში გავწვრთნი. მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციები მექნება. სხვათა შორის, ბავშვებს რამდენიმე წელია ვავარჯიშებ...

- "არმიას" მომავალ სეზონში სერიოზული მიზნები აქვს, პასუხისმგებლობაც შესაბამისი იქნება.

- პასუხისმგებლობასაც ვაცნობიერებ და ვთვლი, რომ ახალი სამუშაოსთვის მზად ვარ.

- ახლა გუნდზე გკითხავ. გასული სეზონის შემდეგ "არმიაში" რა სიახლეებია?

- სიახლეები ნამდვილად იქნება, მაგრამ დღეს ვერაფერს ვიტყვი. კვირის ბოლომდე კარგად ჩამოვყალიბდებით და ყველაფერი მერე გაცხადდება.

- მწვრთნელის ასისტენტად ვინ იმუშავებს?

- ესეც კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა