საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ამხანაგური მატჩებისთვის მზადების ფარგლებში, დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. ვილი სანიოლის გუნდი რუმინეთთან და ნიდერლანდებთან მატჩებისთვის 24 ფეხბურთელთან ერთად ემზადება. გურამ გიორბელიძემ ავსტრიის ბუნდესლიგის კონფერენციის ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრა დღეს გამართა და საქართველოში ხვალ ჩამოვა. დღევანდელ ვარჯიშს საქართველოს ნაკრების კაპიტანი კაბა კანკავაც ესწრებოდა, რომელიც მცირე ტრავმის გამო ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საქართველოს ნაკრები თბილისში ბოლო ვარჯიშს 31 მაისს, ს.კ."ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე გამართავს.

მიმდინარე შეკრებისა და ამხანაგური მატჩების შესახებ კომენტარი ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა გააკეთეს:

ვაკო გვილია: "რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ შეკრებისთვის დიდი დრო გვაქვს. ასეთი შესაძლებლობა იშვიათად გვაქვს. ეს დრო აუცილებად უნდა გამოვიყენოთ შესათამაშებლად და ახალი ტაქტიკური მონახაზის დასამუშავებლად. შეკრების საწყის ეტაპზე შედარებით მსუბუქი ვარჯიშები გვქონდა, ახლა კი უფრო ინტენსიურად ვემზადებით. პატარა პაუზის შემდეგ კვლავ ფორმაში შევდივართ და ამხანაგურ მატჩებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. ნიდერლანდების წინააღმდეგ თამაში ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებოა, მაგრამ ნაკრებში გამართული თითოეული მატჩი, მეტოქის მიუხედავად, საამაყოა. საინტერესო თამაშებს ველოდები. რუმინეთი უხერხული მეტოქეა, ნიდერლანდები კი ძალიან დიდი გუნდია. ასე რომ, ორივე მატჩი ჩვენთვის კარგი გამოცდა იქნება."

გიორგი ბერიძე: "წინა შეკრებისგან განსხვავებით, დიდი დრო გვაქვს და ეს ხელს შეგვიწყობს,რომ კარგად მოვემზადოთ თამაშებისთვის. უფრო გავიცნობთ ერთმანეთს და უფრო კარგად შევთამაშდებით ამხანაგური თამაშებისთვის. როდესაც საქმე ეხება ეროვნულ ნაკრებს, არ აქვს მნიშვნელობა, თამაში ამხანაგურია თუ ოფიციალური. მოტივაცია მაღალ დონეზეა და ორივე თამაშში წარმატებისთვის ვიბრძოლებთ."

სერგო კუხიანიძე: "ჩემი გამოძახება მოულოდნელი იყო, ამას არ ველოდი, მაგრამ რადგან მწვრთნელებმა შემარჩიეს, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათი ნდობა გავამართლო. ძალიან კარგი შეკრება გამოდის. ეს სიტუაცია ჩემთვის უცნობი არაა, რადგან 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშის გამოცდილება მაქვს. ადაპტაციის პროცესი მარტივად გავიარე, ბიჭებმა კარგად მიმიღეს და ყველაფერში დამეხმარნენ."

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, ქონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ამხანაგური მატჩების განრიგი

2 ივნისი. 22:45 - პლოიეშტი

რუმინეთი - საქართველო

6 ივნისი. 20:00 - ენსხედე

ნიდერლანდები - საქართველო

nakrebi.ge

ნიკო
რუმინეთს მაგრად უნდა დავადოთ.ძველი ჯავრი გვჭირს.
შოთა
წარმატებები ბიჭებს და ძალიან მინდა დებიუტანტებმა თავი კარგად წარმოაჩინონ. უფალი თქვენსკენ!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ