იტალიური სპორტული მედია აშკარად ჩქარობს, როდესაც წერს, რომ 22 წლის ალექსის სანჩესი კარიერას კატალონიურ გრანდში გააგრძელებს
იტალიურ სპორტულ პრესაში არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ “ბარსელონასა” და “უდინეზეს’ შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და მომდევნო სეზონიდან 22 წლის ალექსის სანჩესი კატალონიურ გრანდში გააგრძელებს კარიერას. თუმცა, მედია აშკარად ჩქარობს და ამაზე “უდინეზეს” პრეზიდენტის სიტყვები ნათლად მეტყველებს. მოვუსმინოთ ჯამპაოლო პოცოს:

“სანჩესი “უდინეზეს” ფეხბურთელია და ჯერჯერობით არც ერთ გუნდში გადასვლასთან ახლოსაც არ არის. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არც ერთი კლუბისგან სერიოზული შეთავაზება არ მიგვიღია და შესაბამისად, ჩილელის გაყიდვაზე საუბარი არც ყოფილა. “ბარსელონასგან” წინადადება ჯერ არ მიგვიღია და ვნახოთ, იქნებ კატალონიელები მაინც გამოდგნენ შედარებით ადეკვატურნი. რამდენს ვაფასებთ სანჩესს? – რომელიმე გრანდში რომ თამაშობდეს, მისი ფასი მინიმუმ 50 მილიონი ევრო იქნებოდა და არ მესმის, ჩვენ რატომ უნდა გავასხვისოთ უფრო იაფად... მოკლედ, თუ ვინმეს ალექსისის გადაბირება სურს, ჯიბეზე გვარიანად უნდა გაიკრას ხელი”.

“უდინეზეს” კიდევ ერთ ფეხბურთელზე, გეკჰან ინლერზეა დუდი მოთხოვნა, თუმცა ჯამპაოლო პოცო არც მის გაშვებას აპირებს იოლად: “ინლერით “იუვენტუსი” და “ნაპოლი” იჩენდნენ ინტერესს, მეგონა სარფიან წინადადებებს შემომთავაზებდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც შევცდი. ტურინელებმა იმ თანხის ნახევარი გაიმეტეს, რასაც ველოდი, ნეაპოლელებმა კი სულაც ბარტერზე ჩამომიგდეს სიტყვა და მოლაპარაკების პროცესი მყისვე შევწყვიტე. ყოველივე ამის შემდეგ, ვგრძნობ, რომ ინლერი ჩვენთან დარჩება და მომდევნო სეზონშიც “უდინეზეს” ღირსებას დაიცავს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა