31 მაისს, სასტუმრო "შერატონში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 31-ე ყრილობა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარდგა. მან წინა ყრილობიდან დღემდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძირითად პრიორიტეტებსა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

მოხსენებისას ლევან კობიაშვილმა ძირითადი აქცენტი ფინანსურ დამოუკიდებლობაზე, ქალთა ფეხბურთსა და ეროვნულ ნაკრებ გუნდებზე გააკეთა. პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უეფას ეგიდით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაზე ქართველი მსაჯებისა და საფეხბურთო მენეჯერების საქმიანობის შესახებ. მოხსენების ფარგლებში ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის კომერციულ, სოციალურ და მედიაპარტნიორებს.

სფფ-ის 31-ე ყრილობაზე ფეხბურთის ფედერაციამ დამსწრე საზოგადოებას ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია წარუდგინა. დოკუმენტის პრეზენტაცია ქალთა ფეხბურთის მენეჯერმა ქეთევან ყიფიანმა მოახდინა და დაინტერესებულ პირებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

დამსწრე საზოგადოების წინაშე ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობის სტატისტიკური ანალიზის პრეზენტაცია სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა წარადგინა. პრეზენტაცია ყველა იმ აქტუალურ საკითხს მოიცავდა, რომლის გარშემოც ფეხბურთის ფედერაცია მუშაობს.

სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, სფფ-ის 31-ე ყრილობას უეფას ნაციონალური ასოციაციების განვითარების დეპარტამენტის მენეჯერი იოსეფ კლიმენტი დაესწრო. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობა შეაფასა და ორგანიზაციას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სასტუმრო შერატონში გამართულ ყრილობაზე სფფ-ის წესდებაში ორი ცვლილება დამტკიცდა. ცვლილება შეეხო სფფ-ის წევრობის წესს. ახალი რედაქციის თანახმად, ფეხბურთის ფედერაციის წევრობა მხოლოდ კერძო სუბიექტებს შეეძლებათ. ასევე შეიცვალა აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევის წესი. კომიტეტის წევრთა რაოდენობა უცვლელი დარჩა, თუმცა განახლებული რედაქციით აუცილებელია, არჩეულ 10 წევრს შორის არანაკლებ ერთი ქალი იყოს.

31-ე ყრილობაზე ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური ჯილდო სპორტულ ჟურნალისტს, დემიკო ლოლაძეს გადაეცა.

დღევანდელ ყრილობაზე გამართული კენჭისყრის თანახმად, სფფ-ის წევრის სტატუსი ქვემო ქართლის რეგიონულ ფეხბურთის ფედერაციას და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციას მიენიჭათ. ასოცირებულ წევრად კი მიღებულ იქნენ 7X7 ფეხბურთის ასოციაცია და საფეხბურთო კლუბი "თელავი". ყველა სუბიექტმა სფფ-ის გენერალურ სამდივნოში საჭირო დოკუმენტაცია წინასწარ დააფიქსირა, რომელიც აღმასკომის მიერ იქნა ინიცირებული და ყრილობაზე წარდგენილი.

ზემოთ აღნიშნული საკითხების გარდა, 31-ე ყრილობაზე სფფ-ის 2021 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა და დებულების თანახმად, დაინიშნა დამოუკიდებელი აუდიტი.

GFF.GE

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა