1961 წლის 31 მაისს, ევროპის თასის მე-6 გათამაშების ფინალი, რომელიც ბერნში, კერძოდ, ვანკდორფის სახელობის მოედანზე გაიმართა, ისტორიული აღმოჩნდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს "ბენფიკა" და "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ.
რატომ ისტორიული? ეს გახლდათ პირველი ფინალი, რომელშიც მონაწილეობას "რეალი" არ იღებდა. დიახ, პირველი 5 ტურნირი მადრიდელებმა მოიგეს, თუმცა ამჯერად მათი შეჩერება კატალონიელებმა მოახერხეს. "ბლაუგრანამ" მეტოქე ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა და "თეთრები" გამოთიშა. ესპანეთის დედაქალაქში გამართული პირველი დაპირისპირება ფრედ, 2:2 დასრულდა, განმეორებით შეხვედრაში კი ბარსელონელებმა 2:1 იმარჯვეს.
ამის შემდეგ "ბარსა" ჩეხოსლოვაკიურ "სპარტაკს" მარტივად გაუმკლავდა, ნახევარფინალმა კი სამ მატჩს გასტანა. აღსანიშნავია, რომ სამი შეხვედრის ჩატარების მიზეზი მაშინდელი რეგულაცია გახლდათ, რომლის მიხედვითაც, თანაბარი შედეგის შემთხვევაში გუნდები ერთმანეთს ნეიტრალურ მოედანზე დაუპირისპირდებოდნენ. ბრიუსელში, ჰაიზელის სახელობის მოედანზე, კატალონიელებმა 1:0 იმარჯვეს. გოლი ბრაზილიელმა ევარისტო დე მეკადომ შეაგდო და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
რაც შეეხება "ბენფიკას", პორტუგალიელებმა ყველა მეტოქის ბარიერი მარტივად გაიარეს. მათ შოტლანდიური "ჰერთსი" 5:1 დაამარცხეს, უნგრული "უიპეშტი" - 7:4, დანიური "აარჰუსი" - 7:2 და ვენის "რაპიდი" 5:1 დაამარცხეს. შეიძლება ითქვას, რომ "არწივებმა" ტურნირი ერთი ამოსუნთქვით გაიარა.
ფინალი "ბარსელონამ" უნგრელი ფორვარდის, სანდორ კოჩის გოლით დაიწყო (1960/61 წლებში სანდორი 11 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ). ანგარიშის გახსნიდან 10 წუთის შემდეგ ჟოზე აგუასმა წონასწორობა აღადგინა. პირველ ტაიმში კატალონიელებისთვის უბედური შემთხვევა ამით ნამდვილად არ დასრულებულა, ესპანელთა მეკარემ, ენტონი რამალიცმა გოლი საკუთარ კარში გაიტანა.
მეორე ტაიმში "ბენფიკამ" სხვაობა 2-მდე გაზარდა, თავი მარიო კოლუნამ გამოიჩინა. "ბარსამ" კიდევ ერთი უნგრელის გოლით ანგარიში 2:3 გახადა, თუმცა გათანაბრება ვერ შეძლეს...
ბენფიკა - ბარსელონა 3:2 (1961)
1 წლის შემდეგ "არწივებმა" ტიტულის დაცვა მოახერხა, შემდეგ კი საქმეში ბელა გუტმანის წყევლა ჩაერთო. ზედიზედ მოგებული ფინალების შემდეგ გუტმანმა კლუბის პრეზიდენტს ხელფასის გაზრდა სთხოვა, რაზედაც ხელმძღვანელობისგან უარი მიიღო, მათი თანამშრომლობა კი ამით შეწყდა. როგორც კი ბელა კაბინეტიდან გამოვიდა, მაშინვე თქვა:
"ჩემ გარეშე "ბენფიკა" ასი წლის განმავლობაში ევროპაში ტიტულის მოგებას ვერ შეძლებს".
და ეს სიტყვები გამართლდა, აქედან მოყოლებული, პორტუგალიელებმა უეფას 8 სხვადასხვა ფინალი დათმეს.
რაც შეეხება "ბარსელონას", 1992 წელს კატალონიელები ევროპის თასის ბოლო გამარჯვებულები გახდნენ. სწორედ ეს გახლდათ "ლურჯ-ბროწეულისფერების" პირველი ევროპული ტრიუმფი.
წყარო: sports
გულშემატკივარი
მეორე უნგრელი ფეხბურთელიო რომ გიწერია, გუგლში მაინც გენახა, რომ მას ზოლტან ციბორი ერქვა.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
უეფას სამართალი - "რეალთან" მატჩის წინ პრესტიანი და შესაბამისად "ბენფიკაც" დასაჯეს
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
იმედს არ კარგავენ - "ბენფიკამ" პრესტიანი მადრიდში მაინც ჩაიყვანა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა