"გენტის" Twitter-ის გვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გუნდის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში დაიწყო.

როგორც ცნობილი ხდება, ჩვენებური თბილისში ბელგიური გუნდის ფიზიკური მომზადების მწვრთნელთან, იური გეურკინთან ერთად იმყოფება და ვარჯიშობს.

voetbalprimeur.be წერს, რომ ახლა "გენტის" ფეხბურთელები შვებულებაში არიან, თუმცა გიორგის დასასვენებლად ნამდვილად არ სცალია და ბევრი უნდა იშრომოს, რათა მომავალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო გიორგიმ გასულ სეზონში მხოლოდ 156 წუთის განმავლობაში ითამაშა.

აპრილის ნახევარში ფეხბურთელის აგენტმა გოგა გახოკიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩაკვეტაძეს კუნთი გაუწყდა და 6 კვირას გამოტოვებდა.

კ ო მ ბ ლ ე
მე დღესაც მგონია, რომ ექიმებმა და მწვრთნელების არასწორმა მიდგომამ დაღუპეს ეს ბიჭი.
Daviti
ვინმემ მიაწოდეთ ინფორმაცია. ურეკის მაგნიტური ქვიაშის 10 პროცედურა ძალიან მოუხდება.
გულშემატკივარი
ძალიან გული მწყდება გიორგის მდგომარეობის გამო, დასაკარგი ტალანტები ქართველებს ნამდვილად არ გვყავს. ჩემის აზრით ფედერაციამ უნდა მოახდინოს ბავშვთა ფეხბურთში დასაქმებული და ყველა ფიზმომზადების მწვრთნელის გადამზადება, რომ ბავშვები სწორად განვითარდნენ და თავიდან ავიცილოთ შემდგომში ისეთი ტრამვები, როგორიც გიორგისა და სხვა ფეხბურთელებს (ქვეყანასაც) საკმაოდ ძვირი უჯდებათ.
შოთა
აუუ რა გამიხარდააა!!! როგორ ველოდებოდი ამ დღეს, რომ გიო ვარჯიშს განაახლებდა. ღმერთი შენსკენ! მჯერა ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდები. წარმატებებიი!
არტ
ყველაფერი გამოუვა გიორგის. ორი რამაა მთავარი ახლა ერთი - არ იჩქაროს და ბოლომდე გამოჯანმრთელება აცადოს თავს და მეორე- ფსიქოლოგიურად იყოს მაგრად. შიში და უიმედობა არ უნდა დაუშვას
c
არასერიოზული კაცის კომენტარი!
Maxo
და წიტაიშვილიც!
დათო
... ამას როგორ წერ!!! ბიჭმა, რომ წაიკითხოს ხომ შეიძლება გული გაუსკდეს!!! შეძახილმა ხე გაახმოო ხომ გაგიგია!!! იმის მაგივრად მხარში ამოუდგე, არასწორ კომენტარს აკეთებ!!! ბოდიში გაქვს მოსახდელი არა მარტო გიორგისთან, არამედ ყველასთან ვისაც გიორგის ბედი ძალიან გვაღელვებს!!!
სოსო
მთავარია ფორმაში ჩადგომა არ იჩქარონ.გიოს სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.მასთან ერთად,ჩვენი ნაკრები,უკვე ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს ითამაშებს.თან მთელი თავდასხმა, ახალგაზრდული გვეყოლება და ძალიან პერსპექტიული.ორი სამი წარმატებული თამაში,რომ საკუთარი თავის რწმენა მიეცეთ და შემდეგ,მათი შეჩერება,ყველას გაუჭირდება.აგერ სომხებს ხომ ვხედავთ,ერთი აკრიფეს და ახლა სად არიან.
ბაჩი
გიო,შენთან ვართ,არ დაგვვიწყებიხართ,გვიყვარხარ და გვეიმედები ბიჭი❤️
გ
სუნთქვა მეკვრება, როცა წარმოვიდგენ, რომ ჩაკვე და კვარა ფლანგებზე და წინ მიქაუტაძე რას იზამენ, რამდენი სიხარულის მოტანა შეუძლიათ ამ ბიჭებს, რა სიმაღლეზე შეუძლიათ ჩვენი ფეხბურთი რომ აიყვანონ, მითუმეტეს ასეთი მწვრთნელის ხელში, გამონანმრთელდი გიო და მიანგრ-მოანგრიეთ ყველა და ყველაფერი, ისეთი თაობა გამოჩნდა, ყველაფერი შესაძლებელია.
თენგო
ღმერთმა ჯანმრთელობა და უწინდელი შემართება მოგცეს გელოდებით
David
მოდით დუმილი შევინარჩუნოთ და იქნებ ჩადგეს მწყობრში. როგორც კი დაიწყებს ვარჯიშს ატყდება ერთი ამბავი, აბა გვეშველა, აბა რა ტალანტი და ა.შ.
დათო
... ძალიან სასიხარულო ამბავია!!! საქრთველოში მისი ყოფნა , მშობლიური სიტუაცია , მისი ოჯახი, ქართული პროდუქტი, ჰაერი, წყალი გამოაჯანსაღებს გიორგის!!! პლუს ქართველი გულშემატკივრის უდიდესი სიყვარული ძალიან დაეხმარება მას თვითრწმენის და ჩვეული ფორმის დაბრუნებაში!!!
ეჰ
დამთავრდა გიორგის დიდი ფეხბურთი, ისევე როგორც დამთავრდა თავის დროზე, ამირან მინაშვილის, იაგო ჟორჟიკაშვილის, ჯანო ანანიძის, ლევან მჭედლიძის, ლევან ყენიას და ა.შ
მენტალური მომზადების ცენტრი
გიორგის საუკეთესო ფორმაში ჩადგომას ვუსურვებ. ჩემთვის მოულოდნელი იყო ბელგიური კლუბის ფიზმომზადების მწვრთნელის ჩამოსვლა. თუნდაც "დინამოს" არ ჰყავს ფიზმომზადების მწვრთნელი გიორგის რომ დახმარებოდა? ან დაილია კარგი ქართველი ფიზმომზადების მწვრთნელები? მე მენტალური მოზადების მწვრთნელი ვარ, მაგრამ ფიზმომზადების მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი აქ, კომენტარებში, გაკვირვებას მაინც გამოვხატავდი... პატივისცემით, გუჯა კახაძე
გიო
ამ ბავშვს თუ ეშველა და თამაში დაიწყო,ეს შუაში, მარცხნივ კვარაცხელია,მარჯვნივ წიტაიშვილი,და წინ მიქაუტაძე,სერიოზული გუნდი იკვრება,უბრალოდ ეს ბავშვი მოიხოდოს და ეგ არი
Hit em up
მედგრად დაუდექი განსაცდელს და არასოდეს დანებდე!!! მჯერა რომ არაერთხელ ააგუგუნებ სტადიონებს, განსაკუთრებით ჩვენსას!!!
სტალინი
გაიხარე და გაგვახარე. უუუუუუდიდესს ჯანმრთელობას გისურვებ ქვეყნის იმედო კვარაცხელიასთან ერთად................
გიორგი
ძალიან კარგი სიახლეა მე გიორგის ვუსურვებ ჯამრთელობას და იმედი მაქვს, რომ მომავალში მას სერიოზული ტრამვა აღარ ექნება. მისთვის ეს ბოლო 2 წელი იყო ძალიან მძიმე ფაქტობრივად დაკარგული 2 წელი გამოდგა. ახლა დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დროს კარგად გამოიყენებს ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელათ, სანამ სეზონი განახლდება ბელგიაში, რომ კლუბში კარგ კონდიციებში დაბრუნდეს. ახალგაზრდა ფეხბურთელია 21 წლის მას ყველაფერი წინ აქვს მთავარია სერიოზული მძიმე ტრამვა აღარ მიიღოს და აჩვენოს ის ფეხბურთი რაც მისგან ჩვენ გვინახავს იგივე 19 წლამდე ნაკრებში, რაც ვნახეთ ერთალიგის ჯგუფში და ის თუ დაბრუნდება ამ ფორმაში ადრე თუ გვიან ის აუცილებლად გადავა ბელგიაზე მაღალი დონის ჩემპიონატში და მაღალი დონის კლუბში. გენტი და ბელგია ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას რომ იყოს შუალედური ლიგაა ტოპ ლიგაში მოსახვედრათ დევიდი წავიდა ლილში გენტიდან სადაც ჩემპიონი გახდა ახლა იარემჩუკი ან არსენალში წავა ან ლაციოში და ჩემი აზრით გიორგი ამ ორზე ნიჭიერიაა და ბევრის მიჰწევა შეუძლია წარმატებები გიორგის ჯამრთელობას ვუსურვებ.
zura
გიო აწი სულ ჯანმრთელად ყოფილიყავი!!! დაუწერეთ რამე გაამხნევეთ ბიჭი !!!
გია
ღმერთო, ამ ბიჭს გაუმართლე!ის ღირსია, რომ დაუბრუნდეს დიდ ფეხბურთს და დიდი იმედები გვაქვს მის მიმართ ქართველ გულშემატკივრებს. მიდი ჩაკვე!!!
გურჯი
სულ გულის ფანცქალით ველოდები ნიუსებს გიოზე და როგორც იქნა რაღაც დამაიმედებელი ნიუსი გამოჩნდა. იმედია მალე დაგვიბრუნდები, ვლოცულობ, რომ მალე გამოჯანმრთელდე და აღარასოდეს მიიღო მცირე ტრავმაც კი.
100%
ჩვენი ოქრო. წარმატებები. რაღაცას ემსგავსება ჩვენი ნაკრები.
llcl
ჯანმრთელობას გისურვებ გიო! აბა შენ იცი, ღმერთი შენსკენ და დარწმუნებული ვარ ძალიან მალე გაგვახარებ!
giorgi
წმინდა ნინო შEგეწიოს და გფარავდეს გიო დაგეხმაროს შენი ნიჭი გამოგევლინოს და საქართველო გესახელებიოს წარმატებები გფარავდეთ წმინდა ნინო მთელ საქართველოს!!!!
tngh
წარმატებებს გისურვებ გიორგი!!! მთავარია გული არ გაიტეხო... და არ იჩქარო. დაუჯერე დიდ ვლადიმერ გუცაევს!!! იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და შემოდგომაზე საქართველოს ნაკრების მაისურით გიხილავთ.
გიორგი
ღმრეთის შენსკნ გიო!
alexandre
გიორგი! გილოცავ გამოჯანმრთელებას! წარმატებებს გისურვებ!
არჩი
ღმერთმა ქნას, ისევ ძველი გიორგი დაგვიბრუნდეს!
ქომაგი
ვააა რა სასიხარულო ამბავია!!!!! ჩაკვე გისურვებთ, რომ აღარასოდეს მიგეღოს დაზიანებები! შენ იმდენჯერ და იმდენხანს გაგაწვალა, მაგ ოხერმა ტრავმებმა, რომ პატარა ბიჭისთვის, ნამეტანი ბევრი გამოდგა. აბა ეხლა შენ იცი და შენმა, ნიჭმა!!!!!
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" "სტოკს" სძლია
გოჩოლეიშვილი სასტარტოშია - მამარდაშვილი და ჩაკვეტაძე სათადარიგოთა შორის არიან
ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან
ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდმა" და "ვრექსჰემმა" ქულები გაიყვეს
ქართველების "აპოელი" "გენტთან" დამარცხდა [VIDEO]
"ჩაკვეტაძის თამაშს ამ პოზიციაზე განვიხილავ" - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
მიქაუტაძეს "ლიონში" ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - ქართველის ტრანსფერის გამო ორბანს უშვებენ
"აპოელი" "გენტთან" ისევ დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა
"უოტფორდი" ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის - დეტალები ცნობილია
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ითამაშა - "უოტფორდის" ქომაგები ამას არ ელოდნენ
მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა - "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა