"ვისოლმა" ქუთაისის ცენტრალური სტადიონზე უეფას სტანდარტების შესაბამისი მოედნის მოსაწყობად 1 000000 ევროზე მეტი გაიღო
ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე რამდენიმე დღეა, სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ ქუთაისის მთავარი არენა "ვისოლის" ხელმძღვანელებმა, იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაციარიამ და ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ მოინახულეს.

მიმდინარე სამუშაოების თაობაზე "ტორპედოს" პრეზიდენტ ლევან ფხაკაძეს გავესაუბრეთ:

"ვისოლი ჯგუფი" "ტორპედოს" განვითარებისთვის ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს. კომპანიამ უეფას სტანდარტების შესაბამისი მოედნის მოსაწყობად 1 000000 ევროზე მეტი გაიღო. ქუთაისური კლუბი ახალ საფეხბურთო სეზონს განახლებულ მოედანზე შეხვდება, საღორიის საწვრთნელ ბაზაზე კი სამი ახალი მოედანი გაკეთდება.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქუთაისის სტადიონზე საფარი 40 წლის წინ გამოიცვალა და მას შემდეგ ხელი აღარ დაჰკარებია. დღეს მიმდინარეობს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების საფრის დაგება. გამოვცვალეთ დრენაჟის სისტემა, დავაყენეთ ახალი სარწყავი მოწყობილობები და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაიგება საბერძნეთიდან ჩამოტანილი ბუნებრივი საფარი. ამ სამუშაოების შემდეგ მივიღებთ ისეთ სტადიონს, რომელზეც ნებისმიერი უმაღლესი რანგის თამაშის ჩატარება შევძლებთ. "ტორპედოს" ექნება მართლაც გამორჩეული, ევროპული დონის არენა". - გვითხრა კლუბის პრეზიდენტმა.

ცენტრალური სტადიონის სარეკონსტრუქციოდ "ვისოლმა" მოიწვია ბერძენი ექსპერტები და ბუნებრივი საფარიც საბერძნეთიდან შემოიტანა. სამუშაოებს უძღვება ბერძნული კომპანია "ჰელასოდი", რომელმაც "ოლიმპიაკოსისა" და "პანათინაიკოსოს" მოედნები მოაწყო. ამავე ფირმამ დააგო საქართველოს ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე საფარი. უცხოელებთან ერთად სამუშაოებს "ვისოლ ჯგუფის" წევრი კომპანია "დელტაც" ახორციელებს.

"ჰელასოდის" წარმომადგენელი სოლომონ ობიგბესანი სამუშაოებით კმაყოფილია და ამბობს, რომ ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ბალახის საფრის დაგება მომდევნო კვირის ბოლოს დასრულდება, 40 დღის შემდეგ კი სტადიონს უეფასა და ფიფას ეგიდით გამართული ნებისმიერი მატჩის მასპინძლობა შეეძლება.

ობიგბესანის თქმით, სტადიონზე სამუშაოების დასრულების შემდეგ "ჰელასოდი" კლუბის ბაზის მოედნებს მიხედავს. სტადიონის მოსავლელად კლუბის ხელმძღვანელობამ თანამედროვე ტექნიკაც შეიძინა. მიმდინარეობს ადმინისტრაციული კორპუსის რეაბილიტაციაც. სტადიონის პრესლოჟაში მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ უკაბელო ინტერნეტით.

ლევან ფხაკაძე "ტორპედოს" გეგმებსაც შეეხო:

"მოვიყვანეთ ახალი მწვრთნელი გიორგი კიკნაძე, რომელზეც დიდი იმედებს ვამყარებთ. მისი წინამორბედების უკმაყოფილო ნამდვილად არ ვართ, მაგრამ გასულ სეზონში უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა. ჩვენი მიზანია, რომ მუდმივად პროგრესის გზას ვადგეთ, ამისთვის ვგეგმავთ ახალი ფეხბურთელების მოწვევას და დარწმუნებული, ვარ, მომდევნო ჩემპიონატს უფრო ღირსეულად ჩავატარებთ.

კლუბის სამომავლო გეგმებზე უფრო კონკრეტულად "ტორპედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი პაპიაშვილმა ილაპარაკა:

"რამდენიმე დღეა, გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. 22 ივნისიდან ურეკში შევიკრიბებით, სადაც 10 დღეს გავჩერდებით და ამხანაგურ შეხვედრებსაც გავმართავათ. ამ შეკრებაზე ჩამოყალიბდება ძირითადი ბირთვი.

მოგეხსენებათ, გუნდში ახალი მწვრთნელები მოვიდნენ და, შესაბამისად, პირველ რიგში ფეხბურთელების საქმეში ნახვა სურთ. ურეკში გამოჩნდება, თუ რომელი პოზიციებზე გვჭირდება გაძლიერება. ჩვენ მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ მწვრთნელებს და გუნდი მათი შეხედულებისამებრ გავაძლიეროთ. მოვიწვევთ მათ, ვისაც მწვრთნელები ჩათვლიან საჭიროდ. ივლისის შუა რიცხვებიდან გუნდი გაემგზავრება უცხოურ შეკრებაზე. არის იტალიის, გერმანიის, სლოვენიის ვარიანტები და ამათში გაკეთდება არჩევანი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

uzlevi
ყოჩაღ რა ვისოლს, აი ასე გააგრძელეთ და შედეგი აუცილებლად მოვა. ძალიან მიხარია ვისოლის საქმიანობა ტორპედოში. შედეგ კიდევ მერე მოვთხოვოთო როცა ახალი მწვრთნელი დაასრულებს გუნდის შექმნას. ეხლა დაიწყო გუნდის კეთება და რას ვთხოვთ ერთი? წინ ტორპედო!
zura
ახალი ფეხბურთელები თუ არმოიყვანეს იგივე შედეგი იქნება შეიძლება კიდევ უფრო უარესიც.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა