30 წლის უკრაინელმა ნახევარმცველმა ივან ბობკომ თავის ყოფილ კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" ფიფაში დავა მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

როგორც ირკვევა, იმერულმა გუნდმა ფეხბურთელს ხელფასი არ გადაუხადა. ფეხბურთელმა თავის ადვოკატთან ერთად "ტორპედოს" წარმომადგენლებს უთხრა, რომ მზად იყო, ჯამაგირის ნახევარი აეღო, თუმცა ქუთაისელებმა ამ თანხის გადახდაზეც უარი განაცხადეს.

აქედან გამომდინარე, ბობკომ და მისმა ადვოკატმა ფიფას მიმართეს და დავაც მოიგეს, რის შედეგადაც "ტორპედო" ფეხბურთელს კომპენსაციას გადაუხდის.

"კლუბის წარმომადგენლებს შევხვდი და სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი თანხის პატიებაც მინდოდა, მაგრამ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა და შემდეგ საქმეში ადვოკატი ჩავრთე.

გულწრფელად გეუბნებით, ძალიან მიყვარს "ტორპედო", სამწვრთნელო შტაბი და განსაკუთრებით, ამ გუნდის გულშემატკივარი, მაგრამ მე არსებობა მინდოდა.

ქუთაისში ორსულ მეუღლესთან ერთად ვცხოვრობდი... ერთ-ერთ ხელმძღვანელს ვესაუბრე, რომ ხელფასის ნახევარი მოეცათ, თუმცა რაღაც ზღაპრებს მიყვებოდნენ.

სხვა გზა არ მქონდა და ფიფაში ვიჩივლე. როგორც ვიცი, კიდევ ერთი ლეგიონერი მარკოვიჩი აპირებს მსგავს ქმედებას", - ამბობს ბობკო.

"მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი ვარ და ჩემი პირდაპირი მოვალეობაა სამართლებრივი გზებით სიარული, ჩემი კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, კლუბს არაერთხელ შევთავაზეთ, დავალიანება ან მისი ნახევარი მაინც დაეფარა.

მივიღეთ უარი და უფრო მეტიც, წამოვიდა მუქარა და გვითხრეს, რომ ამ საქმეს ვერ მოვიგებდით და ჩვენ დავზარალდებოდით.

ფიფას მივმართეთ და მანაც კი დრო მისცა "ტორპედოს", რომ საქმეში გარკვეულიყო და კონტრაქტის დეტალები შეესრულებინა, თუმცა კიდევ უარი თქვეს.

ბუნებრივია, ეს დავა მოვიგეთ და ახლა "ტორპედოს" ივანისთვის თანხა აქვს გადასახდელი. თავად განსაჯეთ, უცხო ფეხბურთელი ქვეყანაში დატოვეს უფულოდ, ორსულ ცოლთან, ბინის ქირისა და ლუკმა-პურის გარეშე.

არც კი ვიცი, რაში სჭირდებათ ლეგიონერები. გუნდის ხელმძღვანელობა კონტრაქტის ვერშესრულების მიზეზად კორონაპანდემიას ასახელებდა", - ეს კი უკვე ბობკოს ადვოკატის, სერგეი კორობკოს სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ ივან ბობკო "ტორპედოში" 2021 წლის ზამთარში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და სულ 10 მატჩში ითამაშა. ახლა ის უკრაინულ "ლებედინში" ირიცხება.

DvB
კი. შენ წარმოიდგინე და იანვარი და თებერვალი გავიდა. 2021-წლის ზამთრის დიდი ნაწილი.
N1
იანვარი/თებერვალი არ გასულა შენი აზრით? გღვიძავს ვაბშე?
აბა შენა ხარ
იანვარი და თებერვალი ზამთრის თვეებია გენიოსო
ნინი
გავიდა,კი, გამოფხიზლდით დროა უკვე )))
მამუკა
2021 წლის ზამთარი გავიდა უკვე ჟურნალისტებო!? დავიჯერო ამდენ ხანს მეძინა:)))
ბაჩი
ვენაცვალეთ ამ უკრაინელს იმიტომ რომ არავის არაფერი არ შეარჩინა,ეს ჩვენ ვართ მე10ე საუკუნეში ჩარჩენილები და მიტოა რომ ვტკეპნით ერთ ადგილს

თავიდანვე ეტყობოდა აფერისტების ხელში რომ ვარდებოდა კლუბი, იტალიელი "ინვესტორის" ყალბი ვებ გვერდი რომ გააძრეს, სამარცხვინოები
sddd
ცუდია, მაგრამ კანკავა?
Ნიკა
სამჭედლო იყო ადრე, ბოლო 5წელი იყო ფულის სამჭედლო, მაგრად გათრიათ ჯერ ჩაჩავამ,ეხლა ამ იტალიელმა. საერთოდ არ მინდა არავის არსად გაგდება, ამით თან პრობლემა არ მოგვარდება, მაგრამ რომ გამოდიხართ აქ და აკაჩავებთ პრავებს ჯერ ის თქვით ჩაჩავას რამე "მოთხოვეთ"? როგორც ფაქტებიდან ჩანს ვერა. ხოდა მიხედეთ ამ მართლა ლამაზი და გულიანი ქალაქის გუნდს თორე სამჭედლო გადაგექცათ ფულის "ცეხად".
ილია
შენი გადასაწყვეტი არ არი ვინ გავარდება და ვინ არა ქუთაისის ტორპედო ოდითგანვე იყო ქართული ფეხბურთის სამჭედლო და ახლა ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს რომ გუნდი მე-5 ლიგაში გადააგდონ იმის მაგივრად გუნდს სოლიდარობა გამოუცხადონ ესენი რას ლაპარაკობენ მოვა დრო და თქვენაირების ჯინზე ქუთაისში ფეხბურთი იდუღებს
Irakli
როდინდელი ამბავია, ბობკომაც და მარკოვიჩმაც მოუგეს დავა ტორპედოს მთლიანად დააკისრეს სრული თანხის გადახდა, არადა ტორპედოს შეეძლო ნახევარშუ გამოსულიყო. ახლა ვიღაც თაღლითების იმედზე არიან და ამასობაში კლუბი იძირება.
zurabi
ჩვენს ქვე ყანას ასეთი სახელი რო დავარქვათ არ შეიძლება ? სააფერისტო რა პრობლემაა ?
დემე
გგონია ამით ის აფერსიტები ჭკუას ისწავლიან? პირიქით კმაყოფილნი დარჩებიან რომ ყველაფრი ხახვივით შერჩებათ,
კახა ქ.
რა ხდება,ქუთაისში აღარ უნდათ მე მგონი ფეხბურთი.კიდე დაჯარიმება უნდა ამ გუნდს,დათვურ სამსახურს რატომ უკეთებს ხელმძღვანრლობა.ამათ საქართველო ეგონათ ალბათ და არაფრად ჩააგდეს უეფა.ეხლა იხადონ ჯარიმები.ის იტალიელი საამდაა,რესტორანში რომ მღეროდა და ოქროს კოშკებს რომ დგამდა
Master
ეს გუნდი გასაგდებია მეხუთე ლიგაში.აქამდე უნდა გაეგდო ფედერაციას.ქუთაისს და გულშემატკივარს არაფერს ვერჩი მაგრამ,ათი წელია აფერისტების ხელში გადადის და გადმოდის,გააგდეთ და მერე ისწავლიან ჭკუას.არცხვენს საქართველოს ეს კლუბი ასეთი სახით.
ბიძინეი
ედიკას მიშიკოს და ბიძოს აშენებული ქვეყანა მ..... ჯუნგლები ვართ ერთი 200 წელი კიდევ გვინდა ევროპაში რომ გაგვესვლებოდეს....თუ მივაღწევთ იქამდე ეგეც საკითხავია
L.J.
ის აფრერისტი იტალიელი სად არის ნეტა?
L.J.
სადაც კი შეიძლებოდა ყველგან მოგვეჭრა თავი :(
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
ისრაელთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"რეალის" ყოფილ მწვრთნელს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს
თუ დე ძერბის ვარიანტი არ გამოვა - "ტოტენჰემს" კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
მსოფლიო ჩემპიონატზე გუბანოვამ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
"ლანსის" განცხადება პსჟ-ს მოთხოვნაზე: ყველაზე მდიდარი კლუბის ინტერესებს არ დავექვემდებარებით
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
კვარაცხელია: დაბრკოლებები უნდა გადავლახო და სწორი გადაწყვეტილებები მივიღო
ჰაუს ჯერ ნდობა აქვს - "ნიუკასლი" მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
წლის პირველი მატჩი! საქართველო ახალი კაპიტნით - ვინ ითამაშებს დაცვაში?
"ჰამბურგი" გამოსყიდვას არ გეგმავს - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" დაბრუნდება
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
სოფი ქალიშვილი აღარაა და დიოკერეშისგან 4,5 მილიონი$ გამოიმუშავა - "მსოფლიოში ყველაზე მიუღწველი" ქალის სკანდალური განცხადება
ქუთაისის "ტორპედო" მეორე ლეგიონერით გაძლიერდა
საოცრება საქართველოს ჩემპიონატში - რა მოხდა "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩის ბოლო წამებზე [VIDEO]
ეროვნული ლიგა. VI ტური. ტორპედო-დინამო [LIVE]
"კუკეშში" მორიგი დაპირისპირებაა? - ალბანური პრესა ახალ კონფლიქტზე წერს
ბულგარული მედია იმედიანადაა და "ტორპედო"-"ლუდოგორეცის" პროგნოზს აქვეყნებს
კახა კუჭავა: ვიხილავთ ქუთაისის "ტორპედოსაც" მალე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს
განსხვავებული ახალი ფარით - ტორპედოელები ჩემპიონობას აღნიშნავენ [PHOTO]