პოლონეთის ქალაქ ხოტოვაში გუშინ დაიწყო 20 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობა, რომელშიც 85 გოგონა (მათ შორის _ 7 დიდოსტატი) და 137 ვაჟი (18 დიდოსტატი) მონაწილეობს. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 13 ტურად გაიმართება...

პოლონეთის ქალაქ ხოტოვაში გუშინ დაიწყო 20 წლის მოჭადრაკეთა მსოფლიოს პირველობა, რომელშიც 85 გოგონა (მათ შორის _ 7 დიდოსტატი) და 137 ვაჟი (18 დიდოსტატი) მონაწილეობს. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 13 ტურად გაიმართება. თითოეულ მონაწილეს 40 სვლისთვის ეძლევა 90 წუფი, შემდეგ პარტიის ბოლომდე _ 30 წუთი, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 8 აგვისტო დასვენების დღეა.

ქართველთაგან ამ შეჯიბრებაში მონაწილეობენ სოფიკო გურამიშვილი, ნანი უნაფქოშვილი და დავით ლომსაძე. გოგონებში რეიტინგ-ფავორიტია სლოვენიელი ანა მუზიჩუკი, რომელიც 2527 პუნქტით მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკე ქალთა ათეულში შედის. პირველ ტურში მან იოლად სძლია პოლონელ ანა ივანოვას. მედლებისთვის ქართველ მოჭადრაკეებთან ერთად იბრძოლებენ მსგავსი ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული პერუელი ესტელა დეიზი გორი ტელო, რუსი ოლგა გირია, რუსი ზოია სევერიუხინა, ბელარუსი ნატაშა ზიაზიულკინა, თურქი კუბრა ოზთურქი, ამერიკელი ალისა მეილიოხინა. ასპარეზობის სტარტზე უნაფქოშვილი თეთრი ფიგურებით 35-ე სვლაზე კლაუდია ქულონთან დამარცხდა, გურამიშვილი კი შავებით ინდოელ ბოდა პრატიუშას დაუზავდა.

ვაჟებში ფავორიტად რუსი დიმიტრი ანდრეიკინი მიიჩნევა. პირველ ტურში მან ლიტველი მათას ნარმონტასი დაამარცხა. ინდოელ პარიმარინ ნეგის მეტოქის (პოლონელი პიოტრ ნგუენი) გამოუცხადებლობის გამო მოგება ჩაეთვალა. ესპანელმა ივან სალგადო ლოპესმა ბულგარელ პაველ დიმიტროვს აჯობა. ელთაჯ საფარლისა და დავით ლომსაძის შეხვედრა ყაიმით დამთავრდა

დღეს მეორე ტურის პარტიები გაიმართება.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა