6 ივნისს, სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში, 2021 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ერთმანეთს გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. უეფას გადაწყვეტილებით, ისტორიაში პირველად, კონტინენტის პირველობის გადამწყვეტ შეხვედრას ქართველი მსაჯები განსჯიან. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი ირაკლი კვირიკაშვილია.

ქართველმა მსაჯებმა ევრო 2021-ზე ფინალურ მატჩამდე სამ შეხვედრაზე იმუშავეს. გიორგი ყრუაშვილის სამსაჯო ბრიგადა ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთი-ჩეხეთისა და ინგლისი-შვეიცარიის მატჩებს მოემსახურა, მეოთხედფინალში კი ესპანეთისა და ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებთა დაპირისპირება განსაჯა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა და ისტორიაში მეორე ქართველი მსაჯი გახდა, რომელსაც ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრის სტატუსი მიენიჭა. მას შემდეგ გიორგი ყრუაშვილმა, ქართულ სამსაჯო ბრიგადასთან ერთად, უეფას ეგიდით გამართულ სხვადასხვა დონის შეხვედრებზე იმუშავა, მათ შორის, უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

წყარო: NAKREBI.GE

giorgi janikashvili
არცთუ შორეულ წარსულში ჩვენ გვყავდა მისი მოგვარე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი კარლო ყრუაშვილი.ეს ახალგაზრდა იმედისმომცემი მსაჯიც თუ ბატონი კარლოსავით დადებითად წარმოადგენს საქართველოს-ძალიან გამიხარდება.არ ვიცი აქვს თუ არა მასთან ნათესავური კავშირი,მაგრამ თუ აქვს-ოჯახური ტრადიციების წარმატებულ გაგრძელებად ჩავთვლი.წარმატებებსა და წინსვლას ვუსურვებ მას.
ირაკლი
წარმატებები ქართველ მსაჯებს. მართლაც სასიხარულო ამბავია.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა