საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი. ფინალი
სოხუმი-ქუთაისი 72:56

12:9, 18:16, 20:13, 22:18

სოხუმი: ჩოჩია (16ქ, 5მ, 5ჩ), გაფრინდაშვილი (8ქ, 9მ), დოლიძე (1ქ), ძიძიგური (2ქ), რ. როგავა (9ქ, 5მ, 5პ), გოლეთიანი (9ქ), მესხი (11ქ, 6მ, 4ჩ), ორმოცაძე (8ქ, 11მ), ბულიავა (8ქ, 8მ).

ქუთაისი: გრძელიძე (9ქ, 3პ), ტყაბლაძე (3ჩ), ბერეკაშვილი, ფხაკაძე (15ქ, 7მ), ცირეკიძე (14ქ, 12მ, 3დ), დ. დვალიშვილი (16ქ, 18მ), გოგოძე (2ქ, 5პ), კუხიანიძე.

დაიწყო საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერია, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ორი ჭაბუკთა გუნდი ხვდება - "სოხუმი" და "ქუთაისი".

ფინალური სერია ორ მოგებამდეა. პირველი მატჩი თბილისში გაიმართა და ნომინალური მასპინძლის, "სოხუმის" გამარჯვებით დასრულდა. მეტ-ნაკლებად თანაბრად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, მესამე პერიოდში სოხუმელებმა 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს რომელიც მეოთხე რაუნდში 16-მდე განავრცეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

"სოხუმმა" "ქუთაისს" უმთავრესად პერიმატრიდან ტყორცნებში აჯობა - 6 სამქულიანი ჩააგდო, მაშინ როცა საკუთარ კალათში ერთი სამიანი მიიღო. ლიკა ქაჯაიას გაწვრთნილ გუნდში სნაიპერობა ალეკო ჩოჩიამ იკისრა (16 ქულა), ხოლო სტუმართაგან ცირეკიძე და დვალიშვილი გამოირჩნენ - ორივემ დუბლი მიითვალა.

ფინალური სერიის მეორე მატჩი 22 ივნისს (18 საათზე) ქუთაისში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა