ნიდერლანდები-საქართველოს (3:0) მატჩის შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებებს.

გიორგი ლორია (7.0) - საქართველოს ნაკრების კიპერს მართლაც მშვენიერი შეხვედრა ჰქონდა და მინიმუმ სამჯერ საოცარი რეაქციით გუნდი გადაარჩინა.

"ჯვაროსანთა" მეკარეს გაშვებულ გოლებში ვერაფრით დავადანაშაულებთ. სამწუხარო ისაა, რომ ასეთი მატჩის მიუხედავად, ლორიას კარში სამი ბურთი გავიდა.

ოთარ კაკაბაძე (5.0) - ახალ ტაქტიკურ სქემას საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზმა ალღო სათანადოდ ვერ აუღო. კაკაბაძე დაცვით ფუნქციებში საკმაოდ სტაბილური იყო, თუმცა მეტოქის აქტიურ პრესინგთან გამკლავება უჭირდა. თუკი მეორე ტაიმის დასაწყისში რამდენიმე ეპიზოდს არ ჩავთვლით, ოთარს თავისი ძლიერი მხარეები - ფლანგიდან გარღვევა და სახიფათო ჩაწოდებები, ფაქტობრივად, არ გამოუყენებია. ერთხელ სახიფათო იერიში ყვითელი ბარათის ხარჯზე შეაჩერა.

დავით ხოჭოლავა (5.0) - საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზიდან ხოჭოლავა ენსხედურ მატჩში შესაძლოა, ყველაზე ნაკლებ შეცდომას უშვებდა, მაგრამ ის ბოლო შეხვედრებში არც ისე შესამჩნევია როგორც მეტოქის იერიშების ჩაშლისას, ასევე ჩვენი შეტევების წამოწყების დროს. ერთხელ დე იონგს კარგი ჯარიმა "აჰკიდა" და საკუთარ კართან შეტევის ნაცვლად, საქართველოს ნაკრებს ბურთი მოუპოვა.

გურამ კაშია (6.0) - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა არაერთი წარმატებული ვარდნით საკუთარ გუნდს ხიფათი აარიდა. ის ჩვენს დაცვაში აშკარად დომინანტური ფიგურაა. დაცვიდან შეტევაში ყველაზე კარგი პასი გუნდში კაშიას აქვს.

ამის მიუხედავად, მაღალი დონის შემტევების წინააღმდეგ კაშიას შეცდომები ჰქონდა - პენალტის ეპიზოდამდე მემფის დეპაი მას იოლად გაუმკლავდა, მეორე გოლის დროს კი, უბრალოდ, ინდივიდუალურად აჯობეს.

ლაშა დვალი (5.0) - სამცველიან ტაქტიკაში დვალი ნაკლებად დამაჯერებელი ჩანდა. პენალტის ეპიზოდში მას მეურვე აშკარად გაექცა და შემდეგ წესების დარღვევა მოუწია. ნიდერლანდელთა პრესინგის დროს დვალს ბურთის გაფრთხილება უჭირდა.

გურამ გიორბელიძე (5.5) - "ვოლფსბერგერის" მცველი პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. მისი ფლანგი საპირისპიროზე აქტიური იყო, თუმცა ნიდერლანდელი დუმფრისი მას ენერგიულად აწუხებდა და შეცდომებს აშვებინებდა.

მეორე ტაიმში გიორბელიძე ნაკლებად აქტიურობდა, როგორც ხუთი მცველით თამაშისას, ასევე ტაქტიკის ცვლილების შემდეგ.

ვაკო გვილია (4.5) - ნახევარმცველი როგორც ყოველთვის, მონდომებული იყო, თუმცა ნაკლებად პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა. გვილიამ გასატანი ვერ გაიტანა - მშვენივრად გათამაშებული კომბინაციის გოლით დაგვირგვინება მართებდა. გარდა ამისა, რამდენიმე ეპიზოდში უკეთ თამაში მოეთხოვებოდა.

გიორგი აბურჯანია (6.0) - გიორგიმ დაგვანახა, რომ კომბინაციური თამაშის ელემენტები და პასის კულტურა განვითარებული აქვს. ჩვენ მიერ პირველ ტაიმში შექმნილ ორივე საგოლე მომენტში მონაწილეობდა - ჯერ საბა ლობჟანიძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ხოლო კიტეიშვილთან მშვენიერი კომბინაცია გაითამაშა. სამწუხაროდ, ეს ეპიზოდები გოლით არ დასრულებულა.

ოთარ კიტეიშვილი (6.0) - საქართველოს ნაკრების შეტევების სულისჩამდგმელი აშკარად ისევ "შტურმის" ნახევარმცველი იყო. პირველი ტაიმის შუაში ვნახეთ, რომ ოთარი მინდორზე ყველაზე შესამჩნევი ფიგურა იყო და სახელოვან მეტოქეებს არაფერს უთმობდა, ვაკო გვილიასაც მშვენივრად უპასა.

მეორე ტაიმში კიტეიშვილის ეფეტურობამ იკლო და ეს ნაკრებზეც აისახა.

საბა ლობჟანიძე (5.5) - როცა ამ დონის მეტოქესთან მატჩის სტარტზევე საგოლე შანსი გაქვს, ის არ უნდა გაანიავო. საბამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და სტეკელენბურგისთვის ტექნიკური დარტყმის შესრულება სცადა.

ლობჟანიძე მაქსიმალურად ცდილობდა, საკუთარი პლუსი, სისწრაფე გამოეყენებინა. რამდენჯერმე კარგი იერიში განახორციელა. საბა ბურთს კარგავდა, შეცდომებიც ჰქონდა და სანიოლმა შესვენების შემდეგ შეცვალა.

ბუდუ ზივზივაძე (4.5) - "ფეჰერვარის" ფორვარდს შეუძლია თქვას, რომ სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში ესპანეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ ათამაშა და ამის გამო საკუთარი თავი კარგად ვერ გამოავლინა, მაგრამ ფეხბურთელმა სწორედ ასეთ მატჩებში უნდა დაამტკიცოს, რომ ნაკრების წევრობას იმსახურებს.

ზივზივაძეს ძალიან გაუჭირდება, თუმცა მონდომება ეტყობოდა.

ზურიკო დავითაშვილი (4.5) - შესაძლოა, ვილი სანიოლი ფიქრობდა, რომ დავითაშვილს იმ ფუნქციების შესრულება შეეძლო, რასაც პირველ ტაიმში საბა ლობჟანიძე ახერხებდა, მაგრამ ზურიკომ თამაშს განსაკუთრებული ვერაფერი შესძინა. არადა, მას საკმაოდ დიდი რესურსი აქვს, ნაკრების თამაში გარდაქმნას. ერთ ეპიზოდში კარში ურტყამდა, ბურთი გვილიას ცუდად შეეხო და მოედნის ფარგლები დატოვა.

გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს ნაკრების ახალბედა ფორვარდს დიდი დრო არ ჰქონია. მას მცველები მუდმივად დაძაბულობაში ჰყავდა. ერთხელ ცოტა დააკლდა, ნათან აკეს გასცდენოდა და მეკარესთან პირისპირ გასულიყო. მიქაუტაძემ ერთ ეპიზოდში კარისკენაც დაარტყა.

ჯაბა ჯიღაური - ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველს შედევრამდე ცოტა დააკლდა, მართლაც მშვენივრად დაარტყა, თუმცა ნიდერლანდელებს ხარიხა დაეხმარა.

ნიკა კვეკვესკირი, ბუბა დაუშვილი, სერგო კუხიანიძე - შეფასებისთვის ცოტა დრო მიეცათ.

ვილი სანიოლი (6.5) - ამხანაგურ შეხვედრებს თავისი დანიშნულება აქვს. სანიოლმა ახალი ტაქტიკა გამოსცადა და თავადაც დარწმუნდებოდა, რომ მას მომავალში ნაკლებად უნდა დაეყრდნოს.

მეტოქის სიძლიერიდან და როტაციიდან გამომდინარე, რთულია, საქართველოს ნაკრებისთვის შედეგი მოგეთხოვა. რიგ ეპიზოდებში სწორი ფეხბურთის ელემენტები და საინტერესო კომბინაციები სახეზე იყო. ჩანდა, რომ სტანდარტულ მდგომარეობებზე გუნდი მეტს მუშაობს, რათა მისგან ხიფათი შექმნას.

შედეგი სრულიად ლოგიკურია ძალთა თანაფარდობის თვალსაზრისით და კონკრეტულად რომელიმე მოთამაშეს ვერ გამოვარჩევ. უბრალოდ კლასში ძალიან დიდი სხვაობაა და კარგია, როცა ასეთ გუნდებს ვეთამაშებით. სანიოლიც ამას ამბობს. ვერაფერს ვიზამთ, საშუალოზე დაბალ დონეზე ვართ ჯობია, ჯერ მაკედონიის დამარცხებაზე გვქონდეს პრეტენზია, რომელსაც ნიდერლანდები სულ ცოტა, იგივე ანგარიშით მოუგებს.
მენტალური მომზადების ცენტრი
მ ე ნ ტ ა ლ უ რ ი ვარჯიშის ფუფუნება მხოლოდ მაღალანაზღაურებად უცხოელ ფეხბურთელებს აქვთ - ამიტომ ადვილად ახერხებენ ელიტაში შესვლას! ჩვენები კი მენტალური არ ვიცი, მაგრამ ვიდრე ფიზიკური კონდიციების და ყურადღების კონცენტრაციი პრობლემას არ მოაგვარებენ საშუალო დონის ნაკრებებთან არაფერი ესაქმებათ! პატივისცემით, გუჯა კახაძე
სპირიდიონ ტრიმიფუნტელი
მართალი ხარ! კაშიას არასაფეხბურთო მოქმედებები სამარცხვინოა!
aburjga
თქვენი არ ვიცი და მე ჰოლანდიის ნაკრები ძალიან მომეწონა! მიხარია, რომ 6-0 არ წავაგეთ, მადლობა ბიჭებს თავგანწირვისათვის, მადლობა ლორიას! გამოცდილებიდან გამომდინარე (ჰოლანდიის ნაკრებს 1972 წლიდან ვაკვირდები და ვგულშემატკივრობ)ვფიქრობ ჰოლანდია ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს!
გვილო = #1
გადაეცით გვილიას ოქროს ბურთი, ოქრო ბუცი, ოსკარი და ყველა ჯილდო რაც კი არსებობს!!! რა დარტყმა, რა პასი, რა დრიბლინგი, რა სისწრაფე, რა თავზე ხელის მოკიდება გაფუჭებულო მომენტის შემდეგ და ა.შ.
უი
მაგარი ბიჭები ხართ. მასე გააგრძელეთ!
mmm
კაია რომ ვაისი დავაფასეთ, იმედია სანიოლისაც არ მოვთხოვთ სასწაულებს. ბუდუ ზივზივაძეს მორალურად თუ არ გავტეხთ ლანძღვით მოუმატებს.

თქვენ რაღას ყლაპავთ ამ კომენტარებს, ვის ემსახურებით ???????????
aburjga
მოკლედ, კონკრეტულად , გასაგებად, ამომწურავად! კარგი ანალიზია!
oto
ძალიან დიდი სირცხვილია ნაკრებში გამოძახება დავითაშვილის,გვილია და კვირკველიასი,,ზივზივაძეზე არაფერს ვიტყვი მაგას მისი სახელი ბუდუ ეყოფა ცხოვრების ბოლომდე..
ქართველი
არაფერი პირადული, მაგრამ გვილია და ზივზივაძე (ქვილითაიაზე უარესი არავინ მეგონა) არარიან სანაკრებო ხალხი ამ ეტაოზე.. გვილიას ასეთი რეგრესი ძალიან საწყენია.. ხოჭოლავას აქვს სათამაშო პრაქტიკა და თან როგორი მაგრამ ძალიან უღიმღამო ტიპია.. დვალი სულ შეშინებული სახით დადის და მოქმედებს ასევე.. დაუშვილი საერთოდ ფენომენია.. დავითაშვილი როფორ განვითარდება არ ვიცი მაგრამ ახლა ახალგაზრდულს არუნდა გააცილონ.. ხვიჩას კი ვაქებთ და ვადიდებთ მაგრამ მგონი კიტეიშვილი არანაკლები ძალაა ნაკრებისთვის
Las
რა საუკეთეაო. სამარცხვინოები ყველა. მარტი კაშიას გამივარჩევ მიუხედავად იმისა რომ არ მომწონს მისი არასაფეხბურთო ქმედებები.
რომა
მეყო ნერვები და დამშვიდებულ გულზე ხელახლა ვუყურე თამაშს. მიუხედავად იმის რომ თავდამსხმელი არ გვყავდა ბუდუს სახით და ჩამშლელებიც გვილია აბურჯანია გამქრალები იყვნენ პირველ ტაიმში ნორმალურად ვითამაშეთ.... ბუდუ და გვილია 100%მოსაცილებელი არიან. აბურჯანია კარგია შეტევაში და დაცვაში საშინელება.. სისწრაფე არა ენერგია არა...მეორე ტაიმში გვილია ჯიღაურით უნდა შეეცვალა. დვალის მაგივრად ბერიძე და ბუდუს მაგივრად მიქაუტაძე შემოეყვანა და 4-5-1 ტაქტიკაზე გადაეყვანა გუნდი. არც საბა არუნდა შეეცვალა. ვილიმ ძაან ჩაისვარა მეორე ტაიმი იმედია სამომავლოდ გამოასწორებს.
beqa
ზივზივაძემ ამოწურა თავისი რესურსი იმაზე მეტს ვერ ითამაშებს რაც აჩვენა! არც გახსნა,არც სისწრაფე,არც პასი,არც გუნდისთვის სასიკეთოთ გადაადგილება მოედანზე!!
zura
რამოდენიმე ფეხბურთელს მეტად მკაცრი შეფასებები ეკუთვნოდა, არ მომწონს როცა ჟურნალისტი მორიდებულია...
ზურა
ვთქვათ ისიც რომ პირველ რიგში ჩვენმა მწვრთნელებმა წააგეს.ბიჭებს ნამდვილად არ აკლდათ მონდომება, მაგრამ..შთაბეჭდილება ისეთია, რომ მათ თავიანთვე კლუბებში სათამაშო გამოცდილება და შესაბამისად თავჯარება აკლიათ. თუ მიაქციეთ ყურადღება დიდი ჩივაძის ინტერვიუს, სადაც აღნიშნა რომ საბჭოთა ჩემპიონატები ევროპაში სიძლიერითა და დაძაბულობით აშკარად გამოირჩეოდნენ და რომ არა ისინი, დინამო თასს ან მოიგებდა და ან ვერაო...აბა დავფიქრდეთ ამაზეც, და ბოლოს თაობა და თაობებიც რომ ნიჭიერი მოდის, ეს მაინც ხომ უდავოა. მათაც რომ გაფრთხილება უნდა, ესეც ხომ უდავოა.
TEMPO
3:0 ზე მეკარე რომ საუკეთესოა ტეხავს:(
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს