ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლაშა სალუქვაძე: "ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ"

ლაშა სალუქვაძე: "ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ"

ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ოფიციალურ საიტზე გუნდის ქართველ მცველთან, ლაშა სალუქვაძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ოფიციალურ საიტზე ქართველ მცველთან ლაშა სალუქვაძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. შეგახსნებთ, ლაშა "ვოლგაში" გადაბარგებამდე ყაზანის "ყუბანის" ღირსებას ექვსი წლის განმავლობაში იცავდა და მომავალ ტურში ნიჟნინოვგოროდელები სწორედ ბერდიევის გუნდს ეთამაშებიან.

ქართველი მცველი ამ თამაშში "ვოლგას" ვერ დაეხმარება - ლაშას ხელს კონტრაქტში ჩადებული პუნქტი უშლის, რომელიც ყოფილ გუნდთან დაპირისპირების დროს მოედანზე გასვლას უკრძალავს.

- ლაშა, ჯერ ის გვიამბე, როგორ განწყობაზეა გუნდი "ზენიტთან" მატჩის შემდეგ?

- საერთო ჯამში, არცთუ ურიგო. რა თქმა უნდა, მარცხი დასანანია, თუმცა ვფიქრობ, ყველა გაგებით ხვდება, რომ გუნდმა თავდადებით იბრძოლა. ამ ეტაპზე ჩვენთვის ქულების ამ დონის გუნდებთან დაგეგმვა ობიექტურად გაუმართლებელი იქნებოდა. გუნდი ფიზიკურად მოიკოჭლებს და ამ საკითხზე მთავარ მწვრთნელთანაც ვისაუბრეთ. ამაზე მომავალ შეკრებებზე ვიმუშავებთ, ახლა კი ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ, ცხოვრება გრძელდება!

- სამწვრთნელო პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა?

- ჯერჯერობით არა. ახლა ჩვეულ რიტმში ვმუშაობთ: ყურადღებას ტაქტიკაზე ვამახვილებთ, ორმხრივად ვთამაშობთ. ერთი სიტყვით, სათამაშო ეპიზოდებს ვხვეწავთ და ბურთთან ვმუშაობთ.

- ყაზანელებთან თამაშს დავუბრუნდეთ - "რუბინი" შინ ქულებს იშვიათად კარგავს. როგორი სტილით უნდა ითამაშონ ნიჟნინოვგოროდელებმა, დადებით შედეგს რომ მიაღწიონ?

- რთული სათქმელია. გამუდმებით პრესინგს უნდა მივმართოთ. მეტოქეზე ზეწოლა უნდა მოვახერხოთ და ბევრი უნდა ვიმოძრაოთ. სამწუხაროდ, მე პარტნიორებისთვის მხოლოდ რჩევების მიცემა შემეძლება, რადგან ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშის უფლება არ მაქვს.

- რატომ?

- ეს კონტრაქტითაა გათვალისწინებული. თავად ძალიანაც მინდა თამაში, მაგრამ "რუბინმა" თავის დროზე კონტრაქტში ასეთი პუნქტიც ჩადო.

- გუნდს ყაზანში მაინც გაჰყვები?

- მინდოდა ყოფილი თანაგუნდელების ნახვა, რომლებთანაც კარგი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა. "რუბინში" ბრწყინვალე ატმოსფერო იყო, ფეხბურთელები ურთიერთობას სამწვრთნელო პროცესის გარეთაც არ ვწყვეტდით. თუცა, მე და გოგიტა გოგია ნიჟნიში დავრჩებით და აქ მოვემზადებით.

- როდესაც "რუბინში" გადახვედი, გუნდში სოლიდური ქართული დიასპორა ჩამოყალიბდა. შეადარებდი მას ნიჟნინოვგოროდულთან?

- ყაზანში რევიშვილი, ქინქლაძე, აშვეთია გამოდიოდნენ... "ვოლგაში" ახალი თაობაა - უფრო ახალგაზრდული და იმედი მაქვს, საკმაოდ პერსპექტიული.

- როგორ ფიქრობ, შეძლებს ბერდიევი ყაზანელთა დაცვითი სტილის შემტევზე გარდაქმნას?

- ალბათ კი. "რუბინი" სულ უფრო კარგად თამაშობს თავდასხმაში. გუნდი სულ უფრო ცდილობს, თავად აკონტროლოს ბურთი და მეტი დრო დაჰყოს მეტოქის ნახევარზე. რა თქნა უნდა, სათამაშო ფილოსოფიის შეცვლას დრო უნდა, მაგრამ მერწმუნეთ, "რუბინს" ყველაფერი გამოუვა. ყურბან ბერდიევი ბრძენი ადამიანი და ჭკვნიანი მწვრთნელია. ის მუდმივად სწავლობს, ეძებს რაღაც ახალს და რაც ყველაზე მთავარია, ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს.

- ლაშა, შენ ამ სეზონში თავდასხმაშიც გააქტიურდი, განსაკუთრებით "სტანდარტების" დროს. გოლიც გაიტანე. ეს უბრალოდ დამთხვევაა, თუ დამუშავებული სტრატეგია?

- ჩვენ სტანდარტული მდგომარეობების გათამაშებაზე განსაკუთრებით ვმუშაობთ და მიხარია, რომ შრომას შედეგიც მოჰყვება. შეიძლებოდა პიტერელებთან მატჩშიც გამეტანა, მაგრამ არ გამიმართლა.

- დაბოლოს, პირველი წრის რომელ თამაშს გამოარჩევდი?

- პრემიერლიგაში ყველა მატჩი საინტერესო და რთულია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაინც "ზენიტთან" თამაშს გამოვარჩევდი, რომელიც კლასით სხვებზე ერთი თავით მაღლა დგას.

მომზადებულია fcvolgann.ru-ს მიხედვით

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა