მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მცველმა "თეთრ-წითლების" ქართველ ლეგიონერზე საკუთარი აზრი გამოთქვა

რუსულ საფეხბურთო წრეებში ქართველების გვარ-სახელების ხსენება, მით უმეტეს დადებით კონტექსტში, ჩვენი გულშემატკივრებისთვის საინტერესო უნდა იყოს. ამ მხრივ ჩვენი მეზობლები ყველაზე მეტად 18 წლის ქართველს, ჯანო ანანიძეს სწყალობენ და არცთუ დაუმსახურებლად - ახლაც, "სპარტაკის" ჰავბეკმა რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში "ლოკომოტივთან" გოლიც შეაგდო და თამაშითაც გამოირჩა.

ჯანოზე თავისი აზრი ამჯერად მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მცველმა ევგენი ბუშმანოვმა გამოთქვა და დასძინა, რომ მისგან დიდი ფეხბურთელი დადგება.

"ლოკომოტივთან" თამაშში ჯანომ დაამტკიცა, რომ მისგან დიდი ოსტატი გაიზრდება. ძალიან მომეწონა ამ ბიჭის თამაში. მართალია, გოლამდე ის არ ჩანდა, მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს. "სპარტაკი" ხომ შეტევაზე არ ზრუნავდა, დაცვითი თამაშის დროს კი ანანიძე ნაკლებად ეფექტურია.

სამაგიეროდ, მერე ბრწყინვალე გოლი შეაგდო. მან ალალ ბედზე კი არ გაგზავნა ბურთი კარის მხარეს, არამედ ზუსტად იქ გაგზავნა, სადაც სურდა. ამის მერეც, რამდენიმე ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა ველიტონს. ერთ-ერთ მათგანს მოჰყვა, ბრაზილიელი გილერმემ რომ წააქცია და წითელი ბარათის გამო მოედანი დატოვა", - განუცხადა ბუშმანოვმა "სპორტ ექსპრესს".

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა