ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ოლიმპიურ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილზე საინტერესო ჩანახატი გამოაქვეყნა.

sportall.ge აღნიშნული ტექსტის თარგმანს გთავაზობთ.

"დავაკვირდეთ ლაშა შავდათუაშვილის რეაქციას: იცით, რომ ამ წუთიდან თქვენ საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ძიუდოისტი ხართ?! ლაშა ტატამისკენ იყურება, თავს იკავებს, რადგან გულში დიდი ემოცია აქვს, რომლის გამოხატვაც სურს. მხოლოდ ამის შემდეგ თავს მაღლა სწევს და მსოფლიოში ყველაზე მოკრძალებულ ღიმილს გვაჩვენებს. ის არაფერს ამბობს, არ შეუძლია, რადგან სიტყვებს ვერ პოულობს. ეს ნორმალურია, ადვილი არ არის საკუთარ თავზე ლაპარაკი დიდი მიღწევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ.

ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) - ტომი მასიასი (შვედეთი)

მას ოქროს მედალი ენატრებოდა, ამ დღეს კი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა; უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ელოდა იმ დღეს, როდესაც შეძლებდა მსოფლიოს ჩემპიონატის კვარცხლბეკზე უმაღლესი ადგილი დაეკავებინა და საქართველოს ჰიმნი აეჟღერებინა.

2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა 20 წლის იყო. რამდენად შეგვიძლია, ამ ასაკში პოტენციალი და ნიჭი სრულად შევაფასოთ?! ძიუდოს სამყარომ მაშინ იცოდა, რომ ქართველის კარიერა უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე ერთი კონკრეტული აფეთქება, რამაც დიდი გამარჯვება გამოიწვია.

მსოფლიოში უამრავი ძიუდოისტია, თუმცა ერთეულების ჩამოთვლა თუ შეიძლება, რომლებმაც 3 დიდი ტურნირის (ოლიმპიადა, ევროპა და მსოფლიო) მოგება მოახერხეს. მაგალითად, საქართველოს წარმომადგენლებიდან ეს მხოლოდ შავდათუაშვილმა მოახერხა.

2013 წელს ლაშა ევროპის ჩემპიონი გახდა. ის იმ დროის უკვე -73 კილოგრამამდე კატეგორიაში მონაწილეობდა. ამის შემდეგ ურთულესი პერიოდი დადგა, სულ უფრო ძლიერ და ტიტულს მოწყურებულ მეტოქეებთან უწევდა ბრძოლა. ახალგაზრდა ნომერ პირველი იყო და სპორტის სამყაროში არაფერია იმაზე გემრიელი, ვიდრე საუკეთესოს დამარცხება.

ლაშა სახიფათო მეტოქედ დარჩა. ცუდი და კარგი პერიოდების მონაცვლეობის მიუხედავად, რეიტინგის სათავეში ადგილი შეინარჩუნა. იგი შეეჩვია ყველა ფერის მედლის მოგებას. წლები გადიოდა, თუმცა ის სიმაღლეებს ვეღარ იპყრობდა, საჭირო ერთი დიდი აფეთქება იყო და ეს მოხდა, თანაც სად? რა ტურნირზე?!

ახალ თაობაში ძიუდოს იაპონელი საოცრება, ონო შოჰეი და აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვი გამოირჩევიან. ლაშა ისევ იქ იყო, ფეხზე წამოდგა და გაძლიერდა. 2016 წელს რიოს თამაშებზე ონომ ოქრო მოიგო, ორუჟოვმა - ვერცხლი და ქართველმა - ბრინჯაო. ის მსოფლიოს სამეულში თავისი ნიჭისა და ქართველების დაუოკებელი ბუნების წყალობით მაინც მოხვდა. სადაც საქმე ბოლომდე ბრძოლას ეხება, ქართველები აქ გამორჩეულნი არიან.

"მთავარია, ჩემმა კარიერამ ახალგაზრდებს შთააგონოს", - აღიარებს ის.

"მე ვარჯიშსა და ძიუდოზე ფიქრს არასდროს შევწყვეტ. რა თქმა უნდა, 24 საათის განმავლობაში წინსვლას ვეცდები. თუ მომავალმა თაობამ იმავეს გამეორება მოახერხა, ჩვენს ქვეყანაში ძიუდოს დიდი მომავალი ექნება".

როდესაც ცოცხალი ლეგენდა სხვაზე ფიქრობს და არა საკუთარ თავზე, ეს ნიშნავს, რომ მასში ღირებულება და განათლება გაერთიანებულია.

შავდათუაშვილი უნგრეთში ბრინჯაოს ასაღებად არ ჩამოსულა. საქართველო განსაკუთრებულია და მათ ძიუდოისტებს ოქროს მედლის მოპოვება უყვართ.

ლაშას მწვრთნელის ადგილზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი გამოჰყვა, რომელმაც გამარჯვების შემდეგ ემოციებისგან თავი ძლივს შეიკავა. ალბათ, იმ მომენტში მას ყველაზე მეტად არ სურდა პრეზიდენტობა, რადგან ფედერაციის უმაღლესი ხელისუფალი ვალდებულია დაიცვას სიმშვიდე, ნებისმიერ სიტუაციაში, გიორგი კი ეიფორიაში იყო. ამის შემდეგ კიდევ უფრო მარტივად გამოჩნდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო საქართველოსთვის ეს დიდი გამარჯვება.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ქართველებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 3 დიდებული მედალი მოიპოვეს:

2018 - გურამ თუშიშვილი

2019 - ლუხუმ ჩხვიმიანი

2021 - ლაშა შავდათუაშვილი

ახლა იმას ვიმკით, რაც დავთესეთ" - განაცხადა გიორგიმ.

შენ შეგიძლია კერპი და გმირი არა მარტო საკუთარ ქვეყანასა და ქალაქში გახდე, არამედ მთელ მსოფლიოში, რატომაც არა? ეს ისტორიაა, აქ ყველაფერი რჩება და მომავალ თაობას გადაეცემა, სხვა დანარჩენი კი მალევე ჩაივლის და დავიწყებას მიეცემა.

ლაშა შავდათუაშვილი არის წარსული, აწმყო და მომავალი."

Нико
Ес шедегиа картули чидаобидан гамомдинаре.чвени цинапребис миер дахвецили "херхебис". Херхи сджобиа гонеса, Ту каци моигонебса!

საქართველოს სახელით ვინც არ ასპარეზობს, ის არ არის ქართველი. მისი ფესვები და წარმომავლობა გასაგებია, მაგრამ ეგ საქართველოს წარმატება აღარ არის. შავდათუაშვილი - აი ვინ არის აწ უკვე ლეგენდარული ქართველი!
Master
ვაღიაროთ,რომ ძიუდოში ბადალი არ გვყავს,ეს ჩვენი სპორტია.60-ში აბულაძე გახდა ჩემპიონი,90-ში შერაზადაშვილი,73-ში ლაშა,81-ში ფინალი წააგო გრიგალამ.100-ში ორი კაცი იბრძვის ბრინჯაოსთვის.როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე 7 წონიდან სამში ქართელი ხდება ჩემპიონი და ოთხ ფინალს ჭიდაობს ქართველი,მგონი ყველაფერი ნათქვამია.რა იაპონია,ეს ჩვენი სპორტია.გენში გვაქვს აშკარად.გაიხარეთ ბიჭებო.გაიხარე ლეგენდა ლაშა.
sddd
აბა ვის ყავდა მაგარი ძიუდოისტები ? პოლონეთს?
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
[VIDEOS] ორი ოქროს შანსი - ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ!
[VIDEOS] არიის! - ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი