საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით - 3:2 დაამარცხა.

ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა, ლელა ჭიჭინაძის გადაცემით თეონა ბაქრაძემ ისარგებლა და მეტოქეს ახლო მანძილიდან გაუტანა. შეხვედრა გიორგი ჩხაიძის გუნდის შეტევებით გაგრძელდა და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე საქართველოს ნაკრებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. 45-ე წუთზე საკუთარ კარში ბურთი აზერბაიჯანელთა მეოთხე ნომერმა ნიგარ მირზალიევამ ჩაჭრა. მეორე ნახევარი განსხვავებული სათამაშო სცენარით დაიწყო, სტუმრები გააქტიურდნენ და თათია გაბუნიას კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა. საბოლოოდ აზერბაიჯანმა სხვაობის შემცირება 65-ე წუთზე შეძლო, 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად კაპიტანმა, აისუნ ალიევამ, შეასრულა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდის კარში თითო გოლი გავიდა. 82-ე წუთზე შეცვლაზე გამოსულმა ანასტასია ბოლქვაძემ მეტოქის კარში მესამე გოლი გაიტანა. მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში კი, საქართველოს ნაკრების კარი თავური დარტყმით აიშან აჰმადოვამ აიღო და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

საქართველო 3:2 აზერბაიჯანი

თბილისი, ტექნიკური ცენტრი ბასა

საქართველო: გაბუნია, ჩხარტიშვილი, სუთიძე, კალანდაძე, თოდაძე, ხაბურზანია (89' ხანდაზიანი), პასიკაშვილი (83' ნ. დანელია), მატვეევა, ბაქრაძე (89' წოწერია), ბებია (83' ქადაგიშვილი), ჭიჭინაძე (72' ბოლქვაძე)

სათადარიგო შემადგენლობა: გულორდავა, ძაძუა, გუჯაბიძე, ნარსია, მ. დანელია, მოდრეკილაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე

აზერბაიჯანი: შარიფოვა, მირზალიევა, აჰმადოვა, დოროფეევა, ა. ალიევა, სეიფადინოვა (70' ჯ. ალიევა), მაჰსიმოვა (90+1' რაჰიმოვა), ბაკარანძე, პარლაკი (46' ჰაჯიევა), ბოზდაგი, აჩარი (46' კ. მამადოვა)

სათადარიგო შემადგენლობა: ნ. ალიევა, ჰაჯიევა, დ. მამადოვა, მურადოვა, ალიზადა, გოზუკარა

მთავარი მწვრთნელი: სიასატ ასგაროვი

მსაჯები: გიორგი ყრუაშვილი, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, მზევინარ შარაშენიძე

გაფრთხილება: 49' პასიკაშვილი, 54' სუთიძე, 58' მაჰსიმოვა, 58' ხაბურზანია, 75' კ. მამადოვა, 76' ბოლქვაძე, 83' ბაკარანძე, 90+1' წოწერია

გოლები: 1:0 ბაქრაძე (27), 2:0 მირზალიევა (ს.კ) (45), 2:1 ა. ალიევა (პენ.) (65), 3:1 ბოლქვაძე (82), 3:2 აჰმადოვა (90+5)

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში საქართველოს ქალთა ნაკრები აზერბაიჯანთან მეორე ამხანაგურ შეხვედრას 14 ივნისს გამართავს. მატჩი 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის YouTube არხი შემოგთავაზებთ.

nakrebi.ge

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
მოლდოვა 0:1 საქართველო
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
მოლდოვა 1:0 საქართველო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში