ჩვენი მსროლელები წარუმატებლად გამოდიან მიუნხენში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატში. თუმცა ეს არცაა გასაკვირი, რადგან ჯერჯერობით ტურნირში ჩვენი ლიდერი ნინო სალუქვაძე არ ჩაბმულა...

ჩვენი მსროლელები წარუმატებლად გამოდიან მიუნხენში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატში. თუმცა ეს არცაა გასაკვირი, რადგან ჯერჯერობით ტურნირში ჩვენი ლიდერი ნინო სალუქვაძე არ ჩაბმულა.

გუშინ ჩვენებურთაგან ლევან ქადაგიძემ ისროლა პნევმატური პისტოლეტით და არცთუ წარმატებით - 553 ქულა დააგროვა და 140 მონაწილეს შორის 124-ე ადგილზე გავიდა. ეს შედეგი საკმაოდ ჩამორჩება მის პირად რეკორდს. ქადაგიძემ ექვსი სერიიდან სამში 93 ქულა დააგროვა, ორში - 92, ერთში კი, პირველში, 90 აჩვენა.

ამ დღეებში იასპარეზა მესტენდურმა მაია გუბიევამაც. მისი მონაგარი 61 ქულაა, რაც 72 მონაწილეს შორის 58-ე შედეგი აღმოჩნდა.

დღეს მიუნხენში ჩვენებურთაგან არავინ გამოვა, ხვალ კი ახალგაზრდა გოგონებში პნევმატური პისტოლეტით ნინო ფანჩულიძე ისვრის. ქუთაისელმა გოგონამ სპეციალისტთა ყურადღება გაზაფხულზე მიიპყრო, როცა მაისში ისევ გერმანიაში, ოღონდ ზულში გამართულ ახალგაზრდების დიდ, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში 374 ქულა დააგროვა და მეხუთეზე გავიდა. ვისთვის როგორ და, ეს მაჩვენებელი ჩვენთვის ფრიად საყურადღებოა - დაახლოებით ასეთ შედეგს ჩვენი ეროვნული ნაკრების სხვა წევრები აღწევდნენ. იქნებ ზოგჯერ რამდენიმე ქულით მეტსაც, მაგრამ ფანჩულიძის ასაკს თუ გავითვალისწინებთ, ყველაფერი გასაგებია. ვნახოთ, აჩვენებს თუ არა ის სტაბილურად ამ შედეგს.

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა