ჰალეს ტურნირის 1/16-ფინალში საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ვეტერანი ფრანგი, 36 წლის ჟილ სიმონი იქნება.

ჩვენებურს ძირითად ბადეში შესაღწევად საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწია და ეს ერთი მხრივ კარგიცაა, რადგან ის კორტს შეეგუებოდა და სათამაშო პრაქტიკასაც მიიღებდა ბალახის საფარზე.

ნიკოლოზი სიმონს ძალიან კარგად იცნობს, თუმცა მასთან კარგი მოგონებები არ აკავშირებს. ჩოგბურთელები ერთმანეთს კარიერაში 4-ჯერ დაუპირისპირდნენ და აქედან 3-ჯერ ფრანგმა იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ისინი ერთმანეთს ბალახის საფარზეც (უიმბლდონზე) შეხვდნენ, სადაც ჩვენებური მეტოქემ აშკარად დაჯაბნა და სამ სეტში უშანსოდ დაამარცხა - 6:1 7:6 6:1.

სიმონმა კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი 2009 წლის 5 იანვარს დააფიქსირა, როდესაც ის რეიტინგში მე-6 პოზიციას იკავებდა, ახლა კი მსოფლიოს 71-ე ჩოგანია.

მას კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი აქვს. თავად განსაჯეთ - მიჯრით 7 შეხვედრა აქვს წაგებული, სეტი კი მხოლოდ ერთადერთ თამაშში მოიგო.

ფაქტია, რომ მისი საუკეთესო წლები უკან არის დარჩენილი. სიმონი პროფესიონალურ ტურში 2002 წლიდან ასპარეზობს. სულ ითამაშა 24 ფინალურ შეხვედრაში, საიდანაც ტიტული 14 შემთხვევაში დაიმსახურა.

ბასილაშვილი შემტევი ჩოგბურთელია, ხოლო სიმონი აქცენტს დაცვაზე აკეთებს და ეს დაპირისპირებაც სწორედ ნიკოლოზის შეტევებით და ჟილის თავდაცვით იქნება გამორჩეული.

აქვე გეტყვით, რომ ქართველსა და ფრანგს კარიერის გარკვეულ მონაკვეთში ერთი და იგივე მწვრთნელი აკავშირებდათ - იან დე ვიტი.

მატჩი ხვალ, 15 ივნისს არის ჩანიშნული (ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია), გამარჯვებული კი მერვედფინალში "როლან გაროსის" მოქმედ ფინალისტს, სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.

დათო
...გერმანელმა იანიკ ჰანფმანმა ჩაანაცვლა!!!
იღბალო
გორგოძის და ბოლქვაძის გრაფიკი ხომ არ იცით?
დათო
... კარგი ამბავი!!! ციციპასმა უარი განაცხადა ჰალეს ტურნირში მონაწილეობაზე!!! ისე გადაიღალა როლან- გაროსზე, ვგრძნობდი, რომ ასე მოხდებოდა!!! პლუს ფინალურ მატჩის დაწყებამდე , 5 წთ-ით ადრე აღმზრდელი ბებია გარდაეცვლა!!! !ნიკა წარმატებები!!!
დათო
... ყველაფერში გეთანხმებით!!! მაგრამ გამარჯვებული ციციპასსა და რინდერკნეხს შორის გამარჯვებულს ხვდება და არა პირდაპირ ციციპასს!!! წარმატება ნიკას!!!
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ციციპასი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტია
არინა საბალენკა ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია
"კარიერის დასრულებას არ ვფიქრობ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო დამჭირდება" - ენდი მარი უიმლდონზე მარცხით გულდაწყვეტილია [VIDEO]
ნიკ კირიოსმა ჩოგბურთის სამყაროს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ფრაზა აჩუქა
საფრანგეთის ღია პირველობა: ბასილაშვილი პირველ წრეში დამარცხდა და რეიტინგში ქულები დააკლდება
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი, რომელიც ცნობილ ჩოგბურთელებს ავარჯიშებდა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ალკარასმა ციციპასი დაამარცხა და ბარსელონას ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის პირველ წრეში ნაცნობ მეტოქეს დაუპირისპირდება
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონს სეტის მოგების გარეშე გამოეთიშა
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ჯოკოვიჩმა პოლი დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა
მეორე დიდი სლემის წინ: დეჟა ვუ და ორი ქართველი ჩოგბურთელი პარიზში
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეათედ მოიგო - ნოვაკი კვლავ მსოფლიოს პირველი ნომერი გახდა
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის