სპორტული ეკიპირების წამყვანი იტალიური მწარმოებელი "მაკრონი" (MACRON) საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორი გახდა.

5-წლიანი ხელშეკრულების თანახმად, "მაკრონი" საქართველოს რაგბის კავშირს ყოველწლიურად უფასოდ მიაწვდის სრულ სანაკრებო ეკიპირებას (ღირებულება 300 ათას ევროს შეადგენს) და ტექნიკურ საშუალებებს ეროვნული, ასაკობრივი, 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებებისთვის და პირველი ქართული ფრანჩაიზისთვის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პირობები რაგბის კავშირს აქამდე არასდროს ჰქონია.

შეთანხმებას ხელი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ და "მაკრონის" სპორტული მარკეტინგის მენეჯერმა მიკელე ბეჩიუმ მოაწერეს.

"მაკრონი" ყველაზე მზარდი და ხარისხიანი კომპანიაა სპორტულ ბაზარზე და მათთან უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას ვაფორმებთ. "მაკრონის" ეკიპირება ექვსი ერის სამ გუნდს – უელსის, შოტლანდიის და იტალიის ნაკრებებს აცვია, ასევე - კანადას, რუმინეთს, პორტუგალიას და გერმანიას“.

„ის, რომ "მაკრონი" დაგვიკავშირდა და ასეთი შეთავაზება გაგვიკეთა, ქართული რაგბის მნიშვნელობასა და როლზე მეტყველებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია "მაკრონის" ეკიპირების ხარისხი და ის, რომ კომპანიას ყველა ქვეყანასთან ინდივიდუალური მიდგომა აქვს. დიზაინზე უკვე მიდის მუშაობა, რომელიც ყოველ წელს განახლებადი იქნება. ხელშეკრულება 5-წლიანია, რაც სტაბილურობის გარანტიას იძლევა“ – განაცხადა ბაჩო ხურციძემ.

პირველი ქართული გუნდი, რომელიც ამ შეთანხმების თანახმად, "მაკრონის" მიერ წარმოებული ეკიპირებით ითამაშებს, პირველი ქართული ფრანჩაიზი იქნება, რომელიც ევროტურნირებში სექტემბრიდან ჩაერთვება. ხურციძის თქმით, თუ რომელიმე ქართულ კლუბს მოუნდება ამ კომპანიის ეკიპირების შეძენა, მას, დღეს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 60%-იანი ფასდაკლება ექნება, ხოლო მერჩენდაიზის ფასდაკლება 65% იქნება. აღსანიშნავია, რომ "მაკრონის" ეკიპირებით უკვე ორი წელია ქუთაისის "აია" თამაშობს, რომელიც 26-წლიანი შესვენების შემდეგ, წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა.

მიკელე ბეჩიუ: „წლების განმავლობაში გვსურდა საქართველოს რაგბის კავშირთან ჩვენი დაკავშირება და მოხარულები ვართ, რომ შეთანხმება შედგა. ურთიერთობის დაწყების პირველივე დღიდან ცხადი გახდა, რომ "მაკრონისა" და ქართული რაგბის კავშირი იდეალური იქნებოდა. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ძლიერი ნაკრებია და ჩვენთვის დიდი პატივია მასთან სპონსორული შეთანხმების გაფორმება“.

„საქართველოზე ჩვენი ცენტრალური ოფისი, „მაკრონ-ბოლონია“ იმუშავებს. პარტნიორობის ფარგლებში, სპეციალურად ქართულ რაგბიზე მორგებულ ეკიპირებას და ინდივიდუალურ პროდუქციას შევქმნით. მიმაჩნია, რომ სასპონსორო ხელშეკრულებაში სერვისი და ურთიერთობა უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩვენი დიზაინერები და რაგბის კავშირი ერთობლივად ვმუშაობთ სათამაშო ეკიპირების შექმნაზე და ყურადღება ექცევა ყველა დეტალს, რათა საქართველოს ყველა ნაკრების სათამაშო ეკიპირება იყოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული, ინდივიდუალური და ექსკლუზიური. ვფიქრობთ, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს რაგბის კავშირს, როგორც ბრენდის, კიდევ უფრო მეტად განვითარებას“.

„შეთანხმება ითვალისწინებს სპეციალურად ქართველი გულშემატკივრებისთვის პროდუქციის დამზადებას 65%-იანი ფასდაკლებით. ასევე გვსურს, რომ ვიყოთ წარმოდგენილი ადგილობრივ კლუბებთან, რომლებისთვისაც იმოქმედებს 60%-იანი ფასდაკლება. დარწმუნებული ვარ, რომ "მაკრონი" და საქართველოს ნაკრები ერთად მიაღწევენ დიდ გამარჯვებებს“.

rugby.ge

N
... ოღონდ ჩემს იტალიას ნუ გამომიგდებთ ექვსი ერიდანო?!
გიორგი
მშვენიერი სიახლეა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
[VIDEO] "ელ კლასიკო" მთელი თავისი დიდებულებით - "ბარსელონამ" სუპერთასის ფინალში "რეალი" დაამარცხა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ