"ბორჯღალოსნების" 37-კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა, ზაფხულში გასამართი ოთხი თამაშისთვის მოსამზადებლად შეკრებაზე „მარტყოფის“ ბაზაზე შევიდა.

26 ივნისს საქართველო 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ნიდერლანდებს თელავში უმასპინძლებს და თასს ოფიციალურად ჩაიბარებს; 2 და 9 ივლისს "ბორჯღალოსნები" სამხრეთ აფრიკაში, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ "‘სპრინბოქსს" ეთამაშება, რომელიც 2019 წლის ფინალის შემდეგ პირველად ითამაშებს; 17 ივლისს „დინამო არენაზე“ შოტლანდიას დავუხვდებით. ის ჯერჯერობით ტიერ1-ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც საქართველოში მეორედ ჩამოდის.

იზოლირებულ გარემოში

„მოსამზადებლად ძალიან კარგი პირობებია და რაც მთავარია, კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, სრულიად იზოლირებულნი ვართ. ამ ორ კვირას გარე სამყაროსგან მოწყვეტილნი, ჩვენ და ბაზის პერსონალი ერთად გავატარებთ“ – ამბობს "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

ნიდერლანდებთან მატჩის კვირაში, გაფართოებული რაზმი 33 მორაგბემდე შემცირდება. მანამდე არსებული კონტინგენტი სამ ჯგუფადაა გაყოფილი:

„ზაფხულის ტურნეს სიმძიმიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, არსებული რესურსით მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობა შევარჩიეთ. სამწუხაროდ, გვაკლია ტრავმირებული მოთამაშეები. გარდა ამისა, ტოპ 14-სა (ერთი ეტაპი) და პრო დ2-ში პლეი-ოფები ახლა დასრულდა და ამ გუნდის მოთამაშეები ჯერ არ ჩამოსულან. "რასინგი" ნახევარფინალშია და გურამ გოგიჩაშვილი გუნდთან ერთადაა. მოგვიანებით დაგვემატება ბექა გიგაშვილი, რომელსაც ჯანმრთელობის მცირე პრობლემა აქვს. შეკრება ადრე უნდა დაგვეწყო, თუმცა დიდი 10-ის ფინალმა გადაიწია და გვიან შემოგვიერთდნენ ამ კლუბების მოთამაშეები“.

„შეკრების პირველ კვირაში შემადგენლობა სამ ჯგუფად გვეყოლება გაყოფილი. ძირითადი ბირთვის გარდა, ცალკე ვარჯიშობენ ლიმიტირებული მორაგბეები. ესენი არიან მოთამაშეები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს კოვიდი ან ასრულებენ ტრავმისშემდგომ რეაბილიტაციას. ისინი ცალკე, ფიზმომზადების ჯგუფის დაკვირვების ქვეშ ვარჯიშობენ. ასევეა რისკ-ჯგუფი – ფინალში მოთამაშე მორაგბეები, რომლებიც იზოლირებულად ივარჯიშებენ. კვირაში სამჯერ გავიკეთებთ ტესტებს და როგორც კი ვირუსის გავრცელების რისკი გამოირიცხება, გუნდის საერთო სქემასა და მონახაზზე დავიწყებთ მუშაობას. გუნდის სრულად შეკრება ნიდერლანდებთან თამაშის კვირამდე ვერ მოხერხდება. ამ ერთ კვირას გამოვიყენებთ უნარების გასაუმჯობესებლად და სათამაშო სქემის მცირე დეტალებზე ვიმუშავებთ“.

დებიუტანტები გაფართოებულ რაზმში

გაფართოებულ რაზმში შვიდი დებიუტანტია – მიხეილ ორაგველიძე, ლუკა ნიორაძე, ლუკა ჯაფარიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, ილია სპანდერაშვილი, ოთარ ლაშხი და დავით მესხი.

მაისაშვილის ფიქრობს, რომ ეს კონკურენციას აამაღლებს და სიღრმეებს გაზრდის:

„გამომდინარე იქიდან, რომ გიგაშვილი და გოგიჩაშვილი გვიან ჩამოდიან, პირველი ნომრის დაკლების რისკი გვქონდა. საჭირო იყო დაზღვევა და მსჯელობის შემდეგ არჩევანი ორაგველიძეზე შევაჩერეთ, რომელიც ძლიერია სტატიკაში. პირველ ხაზში ასევე გვყავს ბურჯი ლუკა ჯაფარიძე და კვაჭი ლუკა ნიორაძე. ჯაფარიძე იმ ბურჯთაგანია, რომელსაც ტოპ 14-ში დიდი სათამაშო დრო ჰქონდა და მას ყურადღებით ვაკვირდებოდით. ის გვყავდა 3-დღიან შეკრებაზე საფრანგეთში, კარგია სტატიკაში და საინტერესო შეტევაში. პრო დე2-ში საკუთარ პოზიციაზე საკმარისი სათამაშო დრო ჰქონდა ახალგაზრდა ნიორაძეს და მას შეკრებაზე დავაკვირდებით“.

„მეორე და მესამე ხაზში ბაბუნაშვილს და სპანდერაშვილს ვნახავთ. მათ 20-წლამდელთა ნაკრებიდან ვიცნობთ. სპანდერაშვილმა რუსეთის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა, ასევე გვყავდა რეზერვად კალინინგრადში გამართულ შეხვედრაში. ლაშხი გაფართოებულ შეკრებაზე აქამდეც გვყავდა. ის ამ პოზიციისთვის საჭირო უნარებს და იქს-ფაქტორს ფლობს. წელს რუსეთში კარგი სეზონი ჰქონდა და ტრავმის შემდეგ პლეი-ოფებსა და ფინალში ბრწყინვალედ ითამაშა მესხმა. დათო ძალიან სწრაფია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“.

გამოძახებულთა შორისაა ნიკა ხატიაშვილი, რომელმაც "ბორჯღალოსნების" კვართით ბოლოს 2017 წელს ითამაშა. ასევე - გიორგი ცუცქირიძე. მან ტრავმამდე ბოლო საერთაშორისო მატჩი 2020 წლის თებერვალში ჩაატარა.

ტრავმების გამო გუნდს ზაფხულში დააკლდებიან მიხეილ ნარიაშვილი, ნიკა აბულაძე, ლუკა აზარიაშვილი, გიორგი ნუცუბიძე, ლაშა ჯაიანი, გრიგორ ქერდიყოშვილი, ოთარ გიორგაძე, ბექა გორგაძე, ლაშა ლომიძე და სოსო მათიაშვილი. უკანასკნელ წამს ნაკრებს გამოაკლდა გიორგი თხილაიშვილი, რომელმაც დიდი 10-ის ფინალში მენისკი დაიზიანა. ოჯახური მდგომარეობის გამო შეკრებაზე არაა თაზო მჭედლიძე.

პირველი ხაზი: ბექა გიგაშვილი (23 კეპი, 10 ქულა), გურამ გოგიჩაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი (4 კეპი), მიხეილ ორაგველიძე (უკეპო), ჯაბა ბრეგვაძე (65 კეპი, 25 ქულა), შალვა მამუკაშვილი (82 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (16 კეპი, 5 ქულა), ლუკა ნიორაძე (უკეპო), გიორგი მელიქიძე (27 კეპი, 15 ქულა), ლუკა ჯაფარიძე (უკეპო), გია ხარაიშვილი (4 კეპი);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (66 კეპი, 10 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (30 კეპი), დავით გიგაური (11 კეპი, 5 ქულა), გიორგი ჯავახია (5 კეპი), მიხეილ ბაბუნაშვილი (უკეპო);

მესამე ხაზი: ბექა საღინაძე (20 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (9 კეპი, 10 ქულა), მიხეილ გაჩეჩილაძე (16 კეპი, 10 ქულა,) გიორგი ცუცქირიძე (21 კეპი, 15 ქულა), ირაკლი ცხადაძე (3 კეპი), ილია სპანდერაშვილი (უკეპო);

9: ვასილ ლობჟანიძე (57 კეპი, 45 ქულა), გელა აფრასიძე (34 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (4 კეპი);

10: თედო აბჟანდაძე (24 კეპი, 160 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (2 კეპი, 3 ქულა);

12-13: მერაბ შარიქაძე (კაპ. 76 კეპი, 60 ქულა), გიორგი კვესელაძე (33 კეპი, 25 ქულა), დემურ თაფლაძე (8 კეპი, 5 ქულა), ოთარ ლაშხი (უკეპო);

11-14: სანდრო თოდუა (93 კეპი, 65 ქულა), აკაკი ტაბუცაძე (11 კეპი, 45 ქულა), მირიან მოდებაძე (15 კეპი, 35 ქულა), დავით მესხი (უკეპო);

15: დავით ნინიაშვილი (5 კეპი, 5 ქულა), ლაშა ხმალაძე (87 კეპი, 45 ქულა).

rugby.ge

დემე
ჟვანია ისე თუ იდგა შერკინებაში როგორც რუსეთთან საერთოდ არ იქნება გამოსადეგი. ეგ რო გახდეს უმაგრესი ცენტრი იქნება
დემე
ერთხელ ჩემს ინგლისელ მეგობარს ვკითხე ქართველი მოქმედი მორაგბეებიდან მარტო ჩილაჩავას სახელი იცოდა. იმედია არ მოკვეთეს და სხვა მიზეზია.
დიმა
ისე,"დასლოკინების" დონეზე მაინც თუ წამოცდა ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას ახალი მთავარი მწრთვნელის თაობსზე, ჰა?!:) არ მითხრათ, ახლა "ჯიგრულ პონტში" ეგეთი კითხვის დასმა არ მოსულაო:))
ქართველი
რატომ არ ეუბნებიან მაისაშვილს, რომ ჩილაჩავა და ჟვანია მიუხედავად იმისა, რომ შენ არ გევასებიან, ძლიერი მოთამაშეები არიან და შედეგისთვის აუცილებელია მათი გუნდში ყოფნა
გიორგი
მათიაშვილსაც მისტირის, ვერაა ჯანზე.
გიორგი
სანამ მაისაშვილია, ჩილაჩავას და ჟვანიას არ დაუძახებენ. სასაცილოა, რომ მათიაშვილს ტრავმა აქვსო და ვაგლახ ვერ ითამაშებსო. ვის რად უნდა მათიაშვილი? გამოცვალეთ მაისაშვილი!
Giorgi
აფსოლიტურად ვეთანხმები წინა კომენტარის ავტორს, ლევან ჩილაჩავა საუკეთესოა თავის პოსტზე, განსაკოთრებით ბურთის ამორთმევაში რაქიდან.
ბორდო
ბორდოს ქართველები დაგინებულია არ გამოძახება? პერსონალიებს რო შევეშვათ, გაუგებარია ყაულაშვილის და ტაბიძის არყოფნა ამ ფონზე! ჩილაჩავა მოკვეთა საერთოდ? პასუხები გაგვეცით ვინმემ რა!!!! ასე არ შეიძლება. ჩილაჩავას კვალიფიკაციის არცერთი არაა მანდ ჩამოთვლილი ბურჯებიდან და თუ ნარიაშვილზე წერთ რომ ტრავმის გამო არაა, ჩილაჩავა რატომ არაა, ისიც უნდა დაწეროთ. ერთი კალიბრია. მითუმეტეს როცა ლომიძეზე წერთ.თურმე ლომიძე აკლია გუნდს? საერთოდ განიხილავს ლომიძეს?
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?